სოციალურ ქსელში გავრცელებული დეზინფორმაცია გარდაცვალების ვაქცინაციასთან დაკავშირების შესახებ

კითხვის დრო: 5 წუთი

კითხვის დრო: 5 წუთი

40
VIEWS

 

განახლებული ვერსია

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით იმუნიზაციის პროცესის დაწყებასთან ერთად სოციალურ ქსელში არაერთი დეზინფორმაცია გავრცელდა, რომლის მიზანიც კონკრეტული პირების გარდაცვალების ვაქცინასთან დაკავშირება იყო. დეზინფორმაციის გავრცელება საქართველოში Pfizer-ის მიერ წარმოებული ვაქცინების შემოტანასთან ერთად გააქტიურდა. “მითების დეტექტორმა” სოციალურ ქსელში გამოვლენილი ცალკეული შემთხვევები დაავადებათა კონტროლის ცენტრთან გადაამოწმა, რის შესახებაც ინდივიდუალურ ინფორმაციას ქვემოთ გთავაზობთ:

დეზინფორმაცია თელავში სტომატოლოგის აცრიდან რამდენიმე წუთში გარდაცვალების შესახებ

1

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თელავის რეფერალურ კლინიკაში აცრიდან რამდენიმე წუთში სტომატოლოგი ლელა ფილაშვილი გარდაიცვალა. ინფორმაციის გადასამოწმებლად “მითების დეტექტორი” დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ მსგავსი სახელი და გვარის მქონე პიროვნება ვაქცინირებულთა ბაზაში არ ფიქსირდება.

დეზინფორმაცია აცრილი ცოლ-ქმრის კორონავირუსით დაავადების და გარდაცვალების შესახებ

2

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კორონავირუსზე ვაქცინირებული ცოლ-ქმარი ამირან თანანაშვილი და ნათელა ჩადუნელი კორონავირუსით დაავადდნენ და ამირან თანანაშვილი გარდაიცვალა. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრის ინფორმაციით, ამირან თანანაშვილი სავარაუდოდ კორონავირუსით გარდაიცვალა, თუმცა არც ის და არც მისი მეუღლე ვაქცინირებულთა ბაზაში არ ფიქსირდებიან.

განახლება: მასალის თავდაპირველ ვერსიაში დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან 9 აგვისტოს მიღებულ ოფიციალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით ეწერა, რომ სრულად ვაქცინირებული 70 წლის კაცი, ომარ ფიცხელაური არ გარდაცვილილა. მკითხველის მომართვის საფუძველზე “მითების დეტექტორი” ინფორმაციის დამატებით დასაზუსტებლად დაავადებათა კონტროლის ცენტრს დაუკავშირდა, რომელმაც განახლებული ინფორმაციის საფუძველზე მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ აღნიშნული პირი კორონავირუსის მძიმე ფორმით გარდაიცვალა.

3

ფეისბუქ მომხმარებელმა ლუკიანე ფეიქრიშვილმა გაავრცელა პოსტი, რომლიც მიხედვითაც, სრულად ვაქცინირებული ომარ ფიცხელაური კორონავირუსით ინფიცირების შემდეგ გარდაიცვალა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადობერივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრის (NCDC) განმარტებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილთა ბაზაში ამ სახელის და გვარის მქონე პიროვნება, 70 წლის კაცი ფიქსირდება და ის გარდაცვლილთა შორის არ არის.

ვაქცინაციის შედეგად გარდაცვალებაზე ყალბი ცნობები ვრცელდება

დეზინფორმაცია სოფელ კვირიკეში სრულად ვაქცინირებული პირების კორონავირუსით გარდაცვალების შესახებ

4

7 აგვისტოს ფეისბუქ მომხმარებელმა გიორგი ასათიანმა გამოაქვეყნა პოსტი, რომლის მიხედვითაც, სოფელ კვირიკეში  ორჯერადად აცრილი გენადი ცენტერაძე და ზაზა დედოფალიძე კორონავირუსით ინფიცირების შედეგად დაიღუპნენ. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, ვაქცინირებულთა ბაზაში გენადი ცენტერაძისა და ზაზა დედოფალიძის აცრის შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდება.

ვაქცინაციის შედეგად გარდაცვალებაზე ყალბი ცნობები ვრცელდება

დეზინფორმაცია წნორის კლინიკის ექთნის კორნავირუსის ვაქცინით გარდაცვალების შესახებ

5

რამდენიმე ფეისბუქ მომხმარებელმა გაავრცელა ინფორმაცია წნორში კლინიკა არქიმედეს მთავარი ექთნის, ნანა ხაჩიშვილის აცრის შედეგად გარდაცვალების შესახებ. მომხმარებელთა ნაწილი კი ექთნის გარდაცვალებას ვაქცინაციას მანიპულაციურად უკავშირებდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ექთნის გარდაცვალების ფაქტი დაადასტურეს, თუმცა განაცხადეს, რომ გარდაცვალებას ვაქცინაციასთან კავშირი არ აქვს.

ცნობა მტკიცებულების გარეშე ვეტექიმის მეუღლის ვაქცინაციიდან რამდენიმე წუთში გარდაცვალების შესახებ

6

24 ივლისს გაზეთ  “ახალი თაობის”  ინლაინ ვერსიამ გამოაქვეყნა ინფორმაცია სათაურით “ვეტექიმს მეუღლე დაეღუპა ვაქცინის მე-2 დოზის გაკეთებიდან რამდენიმე წუთში…” . მასალა მხოლოდ ფეისბუქ მომხმარებელ Ia Tulashvili-ის ერთ-ერთი პოსტს ეყრდნობოდა. პოსტში დაკონკრეტებული არ ყოფილა გარდაცვლილის სახელი ან გარდაცვალების ადგილი, რაც გარდაცვალების მიზეზის გადამოწმების საშუალებას შექმნიდა. თულაშვილმა მოგვიანებით პოსტი წაშალა.

  •  ცნობა, ვეტექიმის მეუღლის ვაქცინით  გარდაცვალების შესახებ, მტკიცებულების გარეშეა

დეზინფორმაცია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლის ვაქცინაციიდან რამდენიმე საათში გარდაცვალების შესახებ

7

29 ივნისს ანტივაქსერმა შორენა შანიძემ გამოაქვეყნა პოსტი, რომლის მიხედვითაც, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომელი 49 წლის კაცი, გიორგი ალაშვილი სინოფარმის ვაქცინის მეორე დოზის ინექციიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა. გიორგი ალაშვილის შვილმა აღნიშნული ინფორმაცია ფეისბუქ-პოსტით უარყო. ის წერდა, რომ გიორგი ალაშვილის გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა და არა ვაქცინა. ანზორ ალაშვილი ასევე წერდა, რომ გიორგი ალაშვილმა სინოფარმის ვაქცინა გარდაცვალებამდე 1 კვირით ადრე გაიკეთა.

8

  •  49 წლის მამაკაცის  გარდაცვალების მიზეზად ოჯახის წევრი გულის შეტევას ასახელებს და არა ვაქცინას

დეზინფორმაცია მუხრანში 27 წლის კაცის აცრიდან 2 საათში გარდაცვალების შესახებ

9

16 ივნისს ფეისბუქ მომხმარებელმა დათო სალუქვაძემ გაავრცელა სქრინი, რომელშიც ერთ-ერთი ფეისბუქ მომხმარებელი წერდა, რომ ვაქცინის მიღებიდან 2 საათში მუხრანში 27 წლის ბიჭი გარდაიცვალა. “მითების დეტექტორმა” მიაკვილია კომენტარს, სადაც სხვა ფეისბუკ მომხმარებელი გარდაცვლილის სახელს აკონკრეტებს და ამბობს, რომ ის 27 წლის ჯემალ მეითოლია მუხრანიდან. “მითების დეტექტორი” დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს დაუკავშირდა, სადაც უარყვეს ამ ასაკის და სახელის მქონე პირის 15 ივნისის პერიოდში გარდაცვალების შემთხვევა.

დეზინფორმაცია ერაყში ქართველი ქალის კორონავირუსის ვაქცინით გარდაცვალების შესახებ

10

25 მაისს რამდენიმე ფეისბუქ მომხმარებელმა გამოაქვეყნა ინფორმაცია ერაყში 29 წლის ქართველი გოგოს გარდაცვალების შესახებ, რომელსაც, მათი მტკიცებით, ფაიზერის ვაქცინის გაკეთებიდან 3 დღეში გული გაუჩერდა. ინფორმაციის გადამოწმების მიზნით “მითების დეტექტორი” საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებაში განაცხადეს, რომ ამ სახელით და გვარით ერაყში საქართველოს მოქალაქე მართლაც გარდაიცვალა, თუმცა კატეგორიულად უარყოფენ გარდაცვალების კავშირს Pfizer-ის ვაქცინით აცრასთან.

დეზინფორმაცია აცრის შედეგად ექიმის ძმის გარდაცვალების შესახებ

11

25 აპრილს ანტივაქსერმა შორე შანიძემ გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ამტკიცებდა, რომ ფაიზერის ვაქცინით აცრის შედეგად ექიმის ძმა გარდაიცვალა. ინფორმაციის გადასამოწმებლად “მითების დეტექტორი” ჯანდაცვის სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ Pfizer-ის ვაქცინით აცრის შედეგად გარდაცვალების ფაქტს არ ადასტურებდნენ.

დეზინფორმაცია ხაშურის რაიონში 67 წლის კაცის ვაქცინაციის შედეგად გარდაცვალების შესახებ

12

პირველ მაისს ანტივაქსერმა შორენა შანიძემ გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ვაქცინაციის პროცესის სასწრაფოდ შეჩერებას მოითხოვდა, კომენტარებში კი წერდა, რომ ხაშურის რაიონის სოფელ წაღვლში 70 წლის კაცი კორონავირუსის აცრის გაკეთების შემდეგ გარდაიცვალა. ამ თემაზე 4 მაისს გადაუმოწმებელი ინფორმაცია გაავრცელა TV პირველმა, სადაც გარდაცვალების მიზეზად მეზობლებზე დაყრდნობით აცრა იყო დასახელებული, თუმცა მოგვიანებით ტელეკომპანიამ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ტექსტი შეცვალა. გავრცელებულ დეზინფორმაციას სოციალურ ქსელში გარდაცვლილის შვილიშვილი გამოეხმაურა და ვაქცინასთან კავშირი უარყო. ის წერდა, რომ გარდაცვალების მიზეზი თრომბი გახდა.

13

  •  TV პირველმა  და ანტივაქსერმა 67 წლის კაცის გარდაცვალებაზე გადაუმოწმებელი ინფორმაცია გაავრცელეს

მანიპულაცია მედ კაპიტალის” პედიატრიული განყოფილების ექიმის გარდაცვალების თაობაზე

14

სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში კლინიკა “მედ კაპიტალის” ექიმის გარდაცვალება მანიპულაციურად არის დაკავშირებული ვაქცინაციასთან. ექიმის გარდაცვალების შესახებ მანიპულაციური პოსტი 31 მარტს ტელეკომპანია “მთავარის” ფეისბუქ გვერდზეც გამოქვეყნდა, თუმცა მასალის მონიშვნის შემდეგ არხმა თავდაპირველი ვერსია ჩაასწორა. ექიმის გარდაცვალების მიზეზი მთავარ არხთან ინტერვიუში ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის დირექტორმა გულიკო ჩაფიძემ განმარტა. მან თქვა, რომ პაციენტი მათთან 29 მარტს მიიყვანეს, ჰქონდა ფილტვების ფიბროზი, ფილტვების თანდაყოლილი პათოლოგია და პაციენტი სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა. გულიკო ჩაფიძე განმარტავდა, რომ გარდაცვალება ვაქცინაციის ბრალია არაა, პაციენტი საავადმყოფოში აცრიდან 2 კვირაში მიიყვანეს, ხოლო ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება ვაქცინაციის ბრალი რომ ყოფილიყო, იმავე დღეებში გამოვლინდებოდა.

  •  “მთავარი არხი”  ექიმის გარდაცვალებაზე ფეისბუკზე მანიპულაციურ მასალას ავრცელებს

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist