სოციალურ ქსელში ევროპარლამენტის შენობაზე ფოტომანიპულაცია ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

eu parliament (1)
161
VIEWS

სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტომანიპულაცია სახელწოდებით „ევროპარლამენტის შენობა ირონიული სიმბოლიზმი”, რომელზეც გამოსახულია სტრასბურგში ევროპარლამენტის შენობა და პიტერ ბრეიგელის ცნობილი ნამუშევარი „ბაბილონის გოდოლი”, რომელშიც ევროპარლამენტის შენობის ფრაგმენტი იყო ჩასმული.
ფოტოს აღწერილობაში მითითებულია, რომ ევროპარლამენტის შენობის კოშკი დაპროექტებულია პიტერ ბრეიგელის (უფროსი) ნამუშევრის „ბაბილონის გოდოლის” მაგალითზე. სინამდვილეში, ევროპარლამენტის შენობის დიზაინერების შთაგონების წყარო იყო არა ბრეიგელის „ბაბილონის გოდოლი”, არამედ რომაული ამფითეატრები.

"

ფეისბუკში აღნიშნული ფოტოს გავრცელება ევროპული ინსტიტუტების მიმართ უნდობლობის გაღვივებას ისახავს მიზნად და ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ რუსთავი 2-ის საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილებას უკავშირდება. სტრასბურგის სასამართლომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 39-ე მუხლის საფუძველზე საქართველოს უზაენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა, რომლითაც ტელეკომპანიის მფლობელი შეიცვალა.

ფოტომანიპულაციის წარმომავლობა

გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ ფოტო რუსულ სოციალურ ქსელ „Одноклассники”-ში შექმნილ ერთ-ერთ ჯგუფში „ბიბლია და წინასწარმეტყველება” (Библия и Пророчества) აიტვირთა. ფოტო თან ერთვოდა მასალას „ „წინასწარმეტყველება ევროპის შესახებ… ახალი ბაბილონის გოდოლი… მსოფლიო მთავრობის ათასწლოვანი შენება მთავრდება“. სტატიაში გამოთქმულია მოსაზრება, რომ იქმნება ერთიანი მსოფლიო მთავრობა – ახალი ბაბილონის გოდოლი, რომლის შექმნაშიც ევროპა ერთ-ერთ მთავარ როლს თამაშობს. მასალაში აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტის შენობა ბაბილონის გოდოლის რეკონსტრუქციას წარმოადგენს, ხოლო ევროპა ისეთი ანტიბიბლიური კონცეფციების წარმოშობის ადგილია, როგორებიცაა ჰუმანიზმი, დარვინიზმი, ფაშიზმი და სოციალიზმი. ბოროტი ძალები ყოველთვის ცდილობდნენ ევროპელ ლიდერები გაერთიანებისკენ წაქეზებას – რაც მსოფლიოში ჭეშმარიტების განადგურებისთვის სჭირდებათ.

რეალური ფაქტები

ევროპარლამენტის შენობის დიზაინი არქიტექტორების ჯგუფმა Architecture Studio შეიმუშავა. მათი შთაგონების წყარო იყო რომაული ამფითეატრები და არა ბაბილონის გოდოლი. Architecture Studio -ს ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ევროპარლამენტის შენობა განასახიერებს დასავლური ცივილიზაციის საფუძვლებს: კლასიციზმი და ბაროკო, ცენტრალური გეომეტრიული სტრუქტურის (გალილეო) ტრანციზიას ელიფსამდე (კეპლერი, გონგორა), მოუწესრიგებელი გეომეტრია და გადასვლა ცენტრალური ძალაუფლებიდან – დემოკრატიამდე. შენობის აგებისას ერთ- ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენდა იდეის – დემოკრატია მოძრაობაში – განსახიერება.

"

იდენტური მასალები რუსულ პორტალებზე

ევროპარლამენტის შენობის ბაბილონის გოდოლთან მიმსგავსება რუსულ ვებ-გვერდებზე ევროკავშირის შესახებ შექმნილი კონსპირაციეის ერთ-ერთი ცენტრალურ თემაა.

ვებ-გვერდი ვებ-გვერდის შესახებ კონსპირაცია
ostatok.net ვებ-გვერდის მიზანია ხალხის გამოღვიძება და მათი ლაოდიკიის მდგომარეობიდან გამოყვანა (ეპიზოდი იოანეს „გამოცხადებიდან”: ლაოდოკიის ეკლესია წარმოადგენს უკანასკნელ ეპოქას, რომელსაც ახასიათებს გულგრულობა სარწმუნოების მიმართ) ევროპარლამენტის შენობა პიტერ ბრეიგელის ნახატის მიხედვით აიგო. ევროპის დროშაზე 12 ვარსკვლავია გამოსახული. 12 ვარსკვლავი მარიამ ღვთისმშობლის, „ზეცის დედოფლის” გვირგვინის სიმბოლოა . ბაბილონურ კულტურაში „ზეცის დედოფლად” ნიმროდის, ბაბილონის გოდოლის ამგების დედას მოიხსენიებდნენ.
rspp.su საინფორმაციო-პუბლიცისტური პორტალი საკანონმდებლო ორგანოს შტაბ-ბინას ხშირად „ევრობაბილონის გოდოლად” მოიხსენიებენ. ამით ევროკავშირი თავისი დადებითი დამოკიდებულების დემონსტრირებას ახდენს ბაბილონის გოდოლის აგებისადმი, რაც ქრისტიანობის მიერაა დაგმობილი.
ruskline.ru Русская народная линия საინფორმაციო-ანალიტიკური ვებ-პორტალი ეს ახალი „ბაბილონის გოდოლი 2″-ია, როგორც ერების გაერთიანების მოდელი სუპერდიქტატორის ქარიზმატული მმართველობის ქვეშ. ევროკავშირის ინსტიტუტები და მისი მოწყობა მსოფლიო სატანური დიქტატურის ლეგალიზაციას წარმოადგენს – საერთაშორისო სამართლის საფარველქვეშ.

ბაბილონის გოდოლის შესახებ

ბიბლიის თანახმად, მსოფლიო წარღვნის შემდგომ ადამიანებმა განიზრახეს ბაბილონში კოშკის აშენება, რომელიც ცას უნდა მიწვდომოდა. განრისხებულმა ღმერთმა მათ ენები აურია რათა ერთმანეთის ვერ გაეგოთ და მთელი დედამიწის ზურგზე მიმოფანტა. ბაბილონის გოდოლის სიუჟეტი ადამიანური ამპარტავნების სიმბოლოა.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist