სოციალურ ქსელში ამირან გამყრელიძის გაყალბებული ციტატა ვრცელდება

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

116
VIEWS

11 მაისს ფეისბუქ გვერდმა Imperator დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ფოტო და შემდეგი ციტატა გამოაქვეყნა: “ზოგჯერ ვუთითებდი პაციენტების განზრახ დამძიმებას, მაგრამ არა მოკვდინებას.” ციტატას თან ახლავს გვერდის აღწერა “დასაჭერია!” 

Screenshot 2 10 სოციალურ ქსელში ამირან გამყრელიძის გაყალბებული ციტატა ვრცელდება

ამირან გამყრელიძის სახელით გავრცელებული ციტატა ყალბია. არცერთ ღია წყაროში არ იძებენბა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა იდენტური ან მსგავსი კომენტარი გააკეთა. “მითების დეტექტორმა” NCDC-ს მიმართა, ცენტრში გამყრელიძის მიერ ამ შინაარსის კომენტარის გაკეთების შესახებ ინფორმაცია უარყვეს.

ამირან გამყრელიძის მიერ იდენტური ან მსგავსი შინაარსის განცხადების გაკეთების შესახებ ინფორმაცია ღია წყაროებში არ იძებნება. 

“მითების დეტექტორთან” კომენტარში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ამირან გამყრელიძეს მსგავსი არაფერი არ უთქვამს.

27 აპრილს ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ პანდემიის მართვის დროს ხარჯების არამიზნობრივი გადანაწილების შემთხვევები გამოვლინდა. მან ამის საილუსტრაციოდ აღნიშნა, რომ მისი თანამდებობიდან დანიშვნის შემდეგ იანვრის ბოლოდან 9200 მობილიზებული საწოლიდან 1700 გააუქმა, რადგან საჭიროება არ იყო. 

მინისტრის ამ განცხადებას ამირან გამყრელიძე გამოეხმაურა, თუმცა არ უთქვამს, რომ არამიზნობრივი ხარჯების გასაწევად პაციენტებს დამძიმებას, მაგრამ არა მოკვიდნებას, ხელს უწყობდა. გამყრელიძემ თქვა, რომ ხარჯებთან დაკავშირებით ზურაბ აზარაშვილს შესაძლოა მეტი ინფორმაცია ჰქონდა, თუმცა თავად სამედიცინო სექტორის მადლობელი იყო, გადაცდომების შემთხვევაში კი რეაქცია უნდა ყოფილიყო. 

ამირან გამყრელიძე:  “შეიძლება ბატონ ზურაბს ჩემზე მეტი ინფორმაცია აქვს, ის ჯანდაცვის მინისტრია. მე კოვიდთან დაკავშირებულ ყველა გამოსვლას მადლობით ვიწყებ სამედიცინო საზოგადოების მიმართ. სამედიცინო საზოგადოება ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული საზოგადოებაა. ვამაყობ, რომ ამ საზოგადოების წევრი ვარ. სამედიცინო საზოგადოება ყოველთვის წინა ფრონტზე იდგა. მას მადლობა ეკუთვნის. რა თქმა უნდა, შეცდომა, გადაცდომა, თუ რაღაც სხვა, ყოველთვის შეიძლება იყოს, მაგრამ 2 წელია დიდი გამოწვევის წინაშე ვართ. ჩვენ ექიმებს და საზოგადოებას მადლობა უნდა ვუთხრათ. რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა იყოს შესწავლილი, რაც ამ 2 წლის განმავლობაში ხდებოდა, თუ სადმე გადაცდომა იყო, რეაქციაც უნდა იყოს.”

წყაროს შესახებ

აღსანიშნავია ისიც, რომ გეისბუქ გვერდი Imperator-ი სხვადასხვა ქართველი და უცხოელი პოლიტიკოსისა თუ სამედიცინო სფეროს მუშაკის სატირული შინაარსის გამოგონილ ციტატებს ადრეც ავრცელებდა, მათ შორის ამირან გამყრელიძის, გიორგი ფხაკაძის, გუგული მაღრაძის, ჯეიმს აპარტურაის და სხვების. 

Screenshot 3 9 სოციალურ ქსელში ამირან გამყრელიძის გაყალბებული ციტატა ვრცელდება

გვერდი Imperator 2012 წელს შეიქმნა და სამი ადმინისტრატორის მიერ საქართველოდან იმართება. გვერდის “ჩვენს შესახებ” განყოფილებაში მითითებულია, რომ ის საინტესო პოსტებს, ფოტოებსა და ვიდეოებს მაღალ ხარისხში ყველაფრის შესახებ ავრცელებს. 

Screenshot 4 8 სოციალურ ქსელში ამირან გამყრელიძის გაყალბებული ციტატა ვრცელდება

გვერდზე ძირითადად გასართობი შინაარსის ფოტოები ქვეყნდება. 

Screenshot 5 6 სოციალურ ქსელში ამირან გამყრელიძის გაყალბებული ციტატა ვრცელდება

ამირან გამყრელიძის ყალბი და უკონტექსტო ციტატები “მითების დეტექტორმა” წარსულშიც გადაამოწმა, ვრცლად იხილეთ:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: გაყალბებული ციტატა
ქვეყანა/ორგანიზაცია: საქართველო
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist