სიმონიანის მტკიცება, რომ რუსული არმია მშვიდობიან მოსახლეობას საფრთხეს არ უქმნის, ტყუილია

კითხვის დრო: 5 წუთი

კითხვის დრო: 5 წუთი

2.3k
VIEWS

22 თებერვალს რუსული RT-ის ( Russia Today) მთავარი რედაქტორი, მარგარიტა სიმონიანი Россия-1-ის ეთერში გადაცემაში “საღამო ვლადიმირ სოლოვიოვთან” იმყოფებოდა. სოლოვიოვის გადაცემიდან სიმონიანის საუბრის ფრაგმენტი 25 თებერვალს ფეისბუკ გვერდმა neteli555 გამოაქვეყნა.  მარგარიტა სიმონიანი მოცემულ ფრაგმენტში ამტკიცებს, რომ უკრაინაში “სამხედრო სპეცოპერაცია” იმ ყველაფრის საპასუხოდ დაიწყო, რაც 8 წლის განმავლობაში დონბასში ხდებოდა და მას არა დღევანდელი რუსეთის, არამედ იმ რუსეთის რცხვენია, რომელიც ამდენი წლის განმავლობაში ამ ყველაფერს უყურებდა და “ძმათა ომის” შესაჩერებლად მოქმედებას არ იწყებდა. მისივე მტკიცებით, რუსული არმია მშვიდობიან მოსახლეობას საფრთხეს არ უქმნის. 

მარგარიტა სიმონიანი: “თქვენ რა, მართლა ფიქრობთ, რომ აქ შეკრებილ ადამიანებს ომი გვინდა? თქვენ ხომ აგიხსენით, რომ მშვიდობიან მოსახლეობას ხელს არავინ ახლებს, არავინ დაბომბავს და დაცხრილავს მშვიდობიან მოსახლეობას. ესე რომ არ იყოს, მე აქ არ ვიდგებოდი?!.”

Screenshot 7 სიმონიანის მტკიცება, რომ რუსული არმია მშვიდობიან მოსახლეობას საფრთხეს არ უქმნის, ტყუილია

მარგარიტა სიმონიანის მტკიცება იმის შესახებ, რომ რუსული არმია მშვიდობიან მოსახლეობას საფრთხეს არ უქმნის, მცდარია. 28 თებერვლის მონაცემებით, 2022 წელს უკრაინაში რუსული ძალების ინტერვენციის შედეგად, 352-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის 14 ბავშვი. 

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის ინტერვენციის შედეგად უკრაინაში 352 ადამიანი და მათ შორის 14 ბავშვი გარდაიცვალა, 28 თებერვალს RBC-უკრაინამ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველ ანტონ გერაშენკოს განცხადებაზე დაყრდნობით გაავრცელა.

 “მშვიდობიან მოსახლეობას შორის დაიღუპა 352 ადამიანი, მათ შორის 14 ბავშვი“, – წერს გერაშჩენკო თავის Telegram არხში.

Screenshot 25 სიმონიანის მტკიცება, რომ რუსული არმია მშვიდობიან მოსახლეობას საფრთხეს არ უქმნის, ტყუილია

27 თებერვალს მარიუპოლში ომის დაწყებიდან რუსეთის თავდასხმის შედეგად  75 მშვიდობიანი მოქალაქე დაზარალდა,  ერთი ბავშვი კი  დაიღუპა. 19:00 საათისთვის ქალაქის საავადმყოფოში 15 მშვიდობიანი მოქალაქე იყო გადაყვანილი, თუმცა ბავშვის გადარჩენა მძიმე მდგომარეობაში ვერ მოხერხდა. ამ დროისთვის 61 ადამიანი მკურნალობს, მათგან 18 მძიმე მდგომარეობაშია.

26 თებერვალს რუს­მა სამ­ხედ­რო­ებ­მა მელიტოპოლში  ბავ­შვთა ონ­კო­ლო­გი­ურ ცენ­ტრს ცე­ცხლი გა­უხ­სნეს, რის შედეგადაც შე­ნო­ბა­ში აფეთ­ქე­ბა დაფიქსირდა. უკრაინული გამოცემის The Kyiv Independent-ის თანახმად, რუსული არტილერიის ნასროლი ჭურვი კიევის ბავშვთა ონკოლოგიურ საავადმყოფოს მოხვდა, რის შედეგადაც ერთი ბავშვი დაიღუპა, ორი ბავშვი და ორი ზრდასრული პირი კი დაშავდა.

Screenshot 9 1 სიმონიანის მტკიცება, რომ რუსული არმია მშვიდობიან მოსახლეობას საფრთხეს არ უქმნის, ტყუილია

ამის შესახებ უკ­რა­ი­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა დმიტ­რო კუ­ლე­ბამ “ტვი­ტერ­ზე” პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მელ­შიც წერდა:

“პუ­ტინ­მა ეს მა­სი­უ­რი და აგ­რე­სი­უ­ლი ომი ევ­რო­პა­ში ჯერ კი­დევ მძვინ­ვა­რე პან­დე­მი­ის დროს წა­მო­ი­წყო. ახლა ის უკვე უკ­რა­ი­ნის სა­ა­ვად­მყო­ფო­ებს ბომ­ბავს. ეს ყო­ველ­გვარ ბო­რო­ტე­ბას სცდე­ბა”.

Screenshot 10 1 სიმონიანის მტკიცება, რომ რუსული არმია მშვიდობიან მოსახლეობას საფრთხეს არ უქმნის, ტყუილია

Screenshot 11 1 სიმონიანის მტკიცება, რომ რუსული არმია მშვიდობიან მოსახლეობას საფრთხეს არ უქმნის, ტყუილია

წყარო: mirror.co.uk

27 თებვერვალს უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველ ანტონ გერაშენკომ ტელეგრამ არხში გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ნათლად ჩანს, თუ როგორ ესვრის რუსული არმია მშვიდობიან მოსახლეობას. ამავე დღეს გერაშენკოს მიერ გავრცელებულ მეორე ვიდეოში ქალაქ კაგარლიკზე საჰაერო თავდასხმა ჩანს.  

“პუტინი აგრძელებს სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურებას და მშვიდობიანი მოსახლეობის თავდასხმას”,- წერს გერაშენკო ტელეგრამ არხში. გერაშენკომ ასევე გაავრცელა კადრები მარიუპოლიდან, სადაც ოკუპანტები მშვიდობიანი მოქალაქის მანქანას ცხრილავენ.

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ასევე გაავრცელა მშვიდობიანი მოსახლეობის დამომბვის კადრები ხარკოვიდან

Screenshot 12 სიმონიანის მტკიცება, რომ რუსული არმია მშვიდობიან მოსახლეობას საფრთხეს არ უქმნის, ტყუილიაScreenshot 13 სიმონიანის მტკიცება, რომ რუსული არმია მშვიდობიან მოსახლეობას საფრთხეს არ უქმნის, ტყუილია

26 თებერვალს გავრცელდა ასევე ხარკოვში საბავშვო მოედნის კადრები, სადაც რუსი ოკუპანტების მიერ გამოსროლილ ჭურვს ვხედავთ.

 Screenshot 14 სიმონიანის მტკიცება, რომ რუსული არმია მშვიდობიან მოსახლეობას საფრთხეს არ უქმნის, ტყუილია
ხარკოვი, ფოტო საბავშვო მოედნიდან.
წყარო: Pravda Gerashchenko

26 თებერვალსვე გავრცელდა ცეცხლმოკიდებული საცხოვრებელი სახლის ფოტოები ვიშგოროდის რაიონის სოფელ ჰოტიანოვოდან. “ამ ღამით, დამპყრობლების ჭურვი ვიშგოროდის რაიონის სოფელ ჰოტიანოვკში მდებარე საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა. ადგილზე იმყოფება უკრაინის სამაშველო სამსახური. დაღუპულთა და დაჭრილთა შესახებ ინფორმაცია ზუსტდება. თუმცა, სავარაუდოდ, მხოლოდ ფერფლიღა დარჩა მშვიდობიანი, უდანაშაულო უკრაინელებისგან,”- წერდა გერაშენკო ტელეგრამ არხში.

Screenshot 15 სიმონიანის მტკიცება, რომ რუსული არმია მშვიდობიან მოსახლეობას საფრთხეს არ უქმნის, ტყუილია
საცხოვრებელი სახლი ვიშგოროდის რაიონში
წყარო: Pravda Gerasgchenko

გერაშენკომ ასევე თავის ტელეგრამ არხში გაავრცელა მარიუპოლში დაბომბილი სკოლის ფოტოები, რომლის სარდაფშიც სროლის დროს მშვიდობიანი მოსახლეობა იყო შეფარებული. მარიუპოლის ქალაქის საბჭოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით ირკვევა, რომ დაიბომბა საცხოვრებელი კორპუსებიც. (neworleansathleticclub.com)

Screenshot 16 სიმონიანის მტკიცება, რომ რუსული არმია მშვიდობიან მოსახლეობას საფრთხეს არ უქმნის, ტყუილია
მარიუპოლის N 48 სკოლა
წყარო:
Pravda Gerashchenko

რუსულმა ჯარებმა 27 თებერვალს ჩერნიგოვზე სარაკეტო დარტყმით რეგიონალური ახალგაზრდული ცენტრის (ყოფილი  შჩორსის კინოთეატრი) ისტორიული შენობა გაანადგურეს, რომელიც არქიტექტურული ძეგლია. ამის შესახებ ინფორმაცია RBC-Ukraine-მა ჩერნიგოვის პრესსამსახურის განცხადებაზე დაყრდნობით გაავრცელა.  “მორიგი სასტიკი თავდასხმა ჩერნიგოვზე. რასისტი დამპყრობლების თვითმფრინავი უკვე მეორედ ახორციელებს სარაკეტო დარტყმას ქალაქის ცენტრში, საცხოვრებელ კორპუსებსა და ისტორიულ ძეგლებზე”, – ნათქვამია იყო გამოცემაში. შენობა 27 თებერვალს, კვირას დაახლოებით 17:40 საათზე დაიბომბა.

Screenshot 17 სიმონიანის მტკიცება, რომ რუსული არმია მშვიდობიან მოსახლეობას საფრთხეს არ უქმნის, ტყუილია

ფოტო: nashkiev.ua

27 თებერვლის საღამოს რუსულმა სამხედრო ძალებმა სარაკეტო იერიში ნიკოლაევის საერთაშორისო აეროპორტზე მიიტანეს, რის შედეგადაც ასაფრენი ბილიკი და ბაქანი დაზიანდა. ამის შესახებ ინფორმაცია RBC-Ukraine-მ ადგილობრივ გაზეთ “Crime. Is NOT PRESENT”-ზე დაყრდნობით გაავრცელა. აეროპორტის თანამშრომლის თქმით, რუსმა სამხედროებმა სულ მცირე სამი რაკეტა გაისროლეს, თუმცა ჯერჯერობით შეუძლებელია იმის თქმა, თუ რა გამოიყენეს მათ – Grad MLRS, თვითმფრინავი თუ გემებიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტები.

26 თებერვალს უკრაინის  შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ანტონ გერაშენკომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსული არმიის მიერ გამოსროლილ რაკეტას ლობანოვსკის გამზირზე ორი მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვა  და 4-ის დაშავება მოჰყვა.

“დღეს დილით ადრე ნაძირალა ოკუპანტებმა რაკეტა გაისროლეს, რომელიც ლობანოვსკის გამზირზე 6ა საცხოვრებელ კორპუსს დაეჯახა. ვაქვეყნებ ორი უდანაშაულო ადამიანის ნეშტის ფოტოს” –  წერდა გერაშენკო. 

Screenshot 24 სიმონიანის მტკიცება, რომ რუსული არმია მშვიდობიან მოსახლეობას საფრთხეს არ უქმნის, ტყუილია

საცხოვრებელ კორპუსში დამწვარი ადამიანების ნეშტი
წყარო:
Pravda Gerashchenko

უკრაინაში რუსული არმიის სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველივე დღეს გავრცელდა  მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა. 24 თებერვალს ქალაქ ხარკოვშინაში რუსული არმია თავს დაესხა არა მარტო სამხედრო ობიექტებს, არამედ საცხოვრებელ სახლებსაც.  ჩუგუევში რუსული რაკეტა საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, რის შედეგადაც ერთი არასრულწლოვანი დაიღუპა.  უკრაინის საგანგებო მდგომარეობის მართვის სამსახურის განცხადებით, აფეთქების შედეგად  არიან დაჭრილები და მაშველებმა აალებული შენობიდან 15 ადამიანი გამოიყვანეს.

Screenshot 21 სიმონიანის მტკიცება, რომ რუსული არმია მშვიდობიან მოსახლეობას საფრთხეს არ უქმნის, ტყუილია
რუსული რაკეტების მიერ მოკლული ჩუგუევის მკვიდრი
წყარო: Getty Images / Anadolu Agency

Screenshot 22 სიმონიანის მტკიცება, რომ რუსული არმია მშვიდობიან მოსახლეობას საფრთხეს არ უქმნის, ტყუილია
მაშველებს საცხოვრებელი სახლიდან გამოჰყავთ ადამიანები
წყარო:  Getty Images / Anadolu Agency


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, უკრაინა
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist