“სიმართლის დროას” ტყუილი ევროკავშირის ელჩის შესახებ

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

42
VIEWS

2021 წლის 15 ნოემბერს  ოპოზიციის დამისკრედიტირებელმა ფეისბუქ გვერდმა “სიმართლის დროა” გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ამტკიცებს, რომ ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ტელეკომპანია “მთავარის” ეთერში გასულ დეზინფორმაციულ სიუჟეტს გამოეხმაურა. “სიმართლის დროას” პოსტის მიხედვით, ტელეკომპანია “მთავარის” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ გავრცელებულ ყალბ ამბებს უკვე დასავლელი პარტნიორებიც ამხელენ. “სიმართლის დროას” პოსტს ერთვის ტელეკომპანია “იმედის” ახალი ამბის სქრინშოთი, რომელშიც კარლ ჰარცელის შემდეგი სიტყვები იკითხება: “დეზინფორმაცია ძალიან რთულად გადასაჭრელი პრობლემაა და ძალიან ცუდია, რომ დემოკრატიული საზოგადოება მას ვერ ერევა”.

"
“სიმართლის დროას” მტკიცება, თითქოს ევროკავშირის ელჩმა “მთავარი არხის” მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია ამხილა, სიმართლეს არ შეესაბამება. რეალურად, კარლ ჰარცელმა კომენტარი არა “მთავარი არხის” სიუჟეტზე, არამედ “კომუნიკაციების კომისიის” მიერ მედიაწიგნიერებასთან დაკავშირებით ორგანიზებული ღონისძიების ფარგლებში გააკეთა. 

დეზინფორმაციის შესახებ კარლ ჰარცელის განცხადება ტელეკომპანია “იმედის” ვებ-გვერდზე 2021 წლის 15 ნოემბერს გამოქვეყნებულახალ ამბავში გვხვდება, რომელიც “კომუნიკაციების კომისიის” მიერ ორგანიზებულ პროექტს „დეზინფორმაცია, როგორც გამოწვევა: კრიტიკული აზროვნების განვითარება სკოლებში“ ეხება. “იმედის” ინფორმაციაში ნათქვამია, რომ პროექტის ფარგლებში “კომუნიკაციის კომისიის” წევრები და კარლ ჰარცელი პანკისში სკოლის პედაგოგებს შეხვდნენ და მედიაწიგნიერების მნიშნვნელოვნებაზე გაესაუბრნენ. იმედის ინფორმაციაში ელჩის შემდეგი სიტყვებია მოყვანილი:

„ჩემთვის ძალიან სასიხარულოა პანკისში დაბრუნება და იმ მასწავლებლებთან შეხვედრა, რომელთაც პირველად 2019 წელს შევხვდი. აქ იმ პროექტის გამო ვარ, რომელიც ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება და რომელიც დეზინფორმაციას ეხება. როგორც ვიცით, ეს ძალიან რთულად გადასაჭრელი პრობლემაა და ძალიან ცუდია, რომ დემოკრატიული საზოგადოება მას ვერ ერევა. ჩვენ ადამიანებს ვუზიარებთ საუკეთესო ევროპულ გამოცდილებას, თუ როგორ უნდა ამაღლდეს საზოგადოებაში მედიაწიგნიერება, კრიტიკული აზროვნების განვითარება და წაკითხულის, მოსმენილისა თუ ტელევიზიით ნანახის სწორად გაანალიზება.“

კომისიის ვებ-გვერდის თანახმად, პროექტი „დეზინფორმაცია, როგორც გამოწვევა – კრიტიკული აზროვნების განვითარება სკოლებში“ ევროკავშირის მხარდაჭერით უკვე სამი თვეა ხორციელდება.

შესაბამისად, ელჩის განცხადება ზოგადად დეზინფორმაციის გამოწვევებს ეხებოდა და არა “მთავარი არხის” კონკრეტულ სიუჟეტს.

წყაროს შესახებ 

ფეისბუქ გვერდი “სიმართლის დროა” 2012 წლის 18 დეკემბერს შეიქმნა და მას სამი ადმინისტრატორი მართავს. გვერდი ძირითადად პრო-სახელისუფლებო და ოპოზიციის საწინააღმდეგო პოსტებს აქვეყნებს.

"

2021 წლის 30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების მეორე ტურის დღეს გვერდი ტელეკომპანია “მთავარის” მიერ ეგზიტპოლის ჩასატარებლად დაქირავებული კვლევითი ორგანიზაცია “ANOVA”-ს შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებდა. ვრცლად იხილეთ სტატია:  როდის დაფუძნდა რეალურად ANOVA?

ამასთანავე, “სიმართლის დროას” მიერ ოპოზიციის წარმომადგენლების, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის, შესახებ გამოქვეყნებულ მადისკრედიტებელ პოსტებს “მითების დეტექტორის” მიერ იდენტიფიცირებული პრო-სახელისუფლებო ყალბი ანგარიშები სხვადასხვა საჯარო ჯგუფებში აქტიურად აზიარებდნენ. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: მედია
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ევროკავშირი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist