სიკვდილის ღმერთი ანუბისი თუ მილკბილა?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

სცს
648
VIEWS

23 ივლისს ფეისბუქ გვერდმა “თავისუფალი სული” გამოაქვეყნა ფოტო-კომპილაცია აღწერით “Covid 19 – ის ვაქცინის აღჭურვილობა,სადაც სიკვდილის ღმერთი ანუბისია გამოსახული!”.  პოსტის ავტორმა ანუბისის სიმბოლო კორონავირუსის ტესტირებას დაუკავშირა. გვერდის მტკიცებით, ფოტოზე გამოსახული მანქანა, რომელსაც თავის მხრივ ანუბისის სიმბოლო აქვს, ტესტირებას, შემდეგ კი ადამიანების ინფიცირებას ემსახურება, რაც საბოლოოდ ადამიანების ჩიპიზაციით სრულდება. ანუბისზე და COVID 19-ის ტესტირების მანქანებზე მსგავსი შინაარსის მქონე პოსტები გავრცელდა ინგლისურენოვან გვერდებზეც.

"

"

სინამდვილეში, ეს მოძრავი ტესტირების მანქანები ეკუთვნის AardvarkMobileTours კომპანიას, რომელმაც 11 ივლისს ტვიტერზე განაცხადა, რომ მათი ახალი განაყოფის, Aardvark-ის მოძრავი ჯანდაცვის, Covid-19 ტესტირების მანქანები სამთავრობო სააგენტოებისა და დიდი კორპორაციებისთვის იქნებოდა ხელმისაწვდომი.

"

ის ნიშანი, რომელიც “თავისუფალი სულის” მიხედვით, წარმოადგენს ანუბისის სიმბოლოს, რეალურად კომპანიის ლოგოა. AardvarkMobileTours-ის ეს სიმბოლო გამომდინარეობს კომპანიის სახელიდან, Aardvark და წარმოადგენს ამავე სახელობის ცხოველის, აარდვარკის (მილკბილა) სიმბოლოს.

"

წყარო

"
წყარო

ეს ინფორმაცია გადაამოწმა Factcheck.org-მაც, რომელიც სიმბოლოს თაობაზე კომპანიის წარმომადგენელს დაუკავშირდა. კომპანიის განმარტებით, ლოგო 2007 წელს შეიქმნა. შესაბამისად, ვირუსულად გავრცელებული ინფორმაცია, რომ ტესტირების მანქანაზე ასახული ნიშანი სიკვდილის ღმერთის სიმბოლოა, ყალბია.

რაც შეეხება ანუბისს, ის ძველ ეგვიპტურ რელიგიის თანახმად სიკვდილის ღმერთია. მას, როგორც წესი, ტურის ან ძაღლის თავით გამოსახავდნენ.

გვერდის შესახებ

ფეისბუქ გვერდი “თავისუფალი სული” 2020 წლის 11 მარტს შეიქმნა და თავდაპირველად “დამშვიდდი და იბატონე” ერქვა. გვერდმა სახელი 19 მარტს გადაირქვა და მას შემდეგ “თავისუფალი სული” ჰქვია. გვერდს ერთი ადმინისტრატორი ჰყავს, რომელიც გვერდს იტალიიდან მართავს. 28 ივლისის მდგომარეობით, “თავისუფალ სულს” იმისდა მიუხედავად, რომ გვერდი ახალია, უკვე 22 ათასამდე მოწონება აქვს და 28 ათასამდე გამომწერი ჰყავს.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც გვერდი დეზინფორმაციას ავრცელებს. “მითების დეტექტორმა” მანამდე ამ გვერდის მიერ გამოქვეყნებული ყალბი ინფორმაცია გადაამოწმა, რომელი WHO-ს მიერ პანდემიის უარყოფას  და COVID-19 ვაქცინას ეხებოდა. გვერდი ამტკიცებდა, რომ ვაქცინა იმორჩილებს მასებს, იწვევს უნაყოფობას და მამაკაცების იმპოტენციას.


მითების დეტექტორის ლაბორატორია

 

დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist