“სიძულვილით რუსეთიდან” – კვლევა პრო-რუსი ექსტრემისტული ჯგუფების საქმიანობაზე ცენტრალურ-აღმოსავლეთ ევროპაში

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

2
104
VIEWS

უნგრულმა ორგანიზაციამ “პოლიტიკური კაპიტალი” გამოაქვეყნა კვლევა “პრო-რუსი ექსტრემისტული ჯგუფების საქმიანობა ცენტრალურ-აღმოსავლეთ ევროპაში”, რომელიც ცენტრალურ-აღმოსავლეთ ევროპაში რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ულტრა-მემარჯვენე პოპულისტური პარტიების, ექსტრემისტული ორგანიზაციებისა და გასამხედროებული დაჯგუფებების საქმიანობას ეხება. კვლევა ერთი წლის მანძილზე ევროპის ხუთ ქვეყანაში – ავსტრიაში, ჩეხეთში, უნგრეთში, პოლონეთსა და სლოვაკეთში ჩატარდა.

მთავარი მიგნებები

  • უკრაინის კრიზისის შემდეგ ულტრა-მემარჯვენე და ექსტრემისტული ორგანიზაციები, რომლებიც მანამდე ეთნიკური, რელიგიური და სექსუალური უმიცრესობების საკითხებზე კონცენტრირდებოდნენ, ახლა გეოპოლიტიკურ თემებზე ამახვილებენ ყურადღებას. ისინი არა მხოლოდ NATO-სა და ევროკავშირის წინააღმდეგ აქტიურობენ, არამედ გარკვეული სიმპათიები აქვთ ვლადიმირ პუტინის რუსეთის მიმართ. ეს ძალები თანამედროვე რუსეთს იდეოლოგიურ და პოლიტიკურ მოდელად მიიჩნევენ, ასევე აერთიანებთ უკრაინის მიმართ სიძულვილი.
  • გამოაშკარავდა იდეოლოგიური და პერსონალური კავშირები რუს ბიზნესმენებს, პოლიტიკოსებს, დიპლომატებსა და ცენტრალურ-აღმოსავლეთ ევროპის ექსტრემისტულ ორგანიზაციებს შორის, რაც შემთხვევითი არ არის. ასეთი კავშირების არსებობა კრემლის უფრო ფართო ძალისხმევის ნაწილია, რომელიც რეგიონში სტაბილურობის დასუსტებას სეცესიონისტური, რევიზიონისტური და ულტრანაციონალისტური ორგანიზაციების მეშვეობით ცდილობს. კრემლის ინტერესებში ქვეყნებს შორის დაპირისპირება, ისტორიული დებატების გაღვიძება, შიშისა და უნდობლობის დათესვა შედის. მაგალითად, უნრეთის ულტრა-მემარჯვენე პარტიის წევრს ბელა კოვაჩს, რომელიც ამავდროულად პარლამენტის წევრიცაა, კრემლის ჯაშუშობითვის ედება ბრალი. კოვაჩი პოლონელ მათეუს პისკორსკისთან ერთად ყირიმის არალეგალური რეფერენდუმის დროს “დამოუკიდებელ დამკვირვებლად” მონაწილეობდა. ავსტრიიის ყველაზე პოპულარულ ულტრა-მემარჯვენე პარტიას “ავტრიის თავისუფლების პარტია” (FPO) პირდაპირი კავშირები აქვს რუსეთის მმართველ პარტიასთან “ერთიანი რუსეთი”. FPO-ს ლიდერებს პირდაპირ კავშირი აქვთ მართლმადიდებელ ოლიგარქთან, კონსტანტინ მალოფეევთან, რომელიც ევროპაში ექსტრემისტულ ქსელებს აფინანსებს.
  • კრემლის სქემა “აქტიური ღონისძიებების” (Активные мероприятия) საბჭოთა ტრადიციას ეფუძნება, რომლის მიზანიც სხვა ქვეყნებში პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენაა. მოსკოვის სტრატეგია მოიცავს პოლიტიკური პარტიების, ორგანიზაციების მხარდაჭერასა და დეზინფორმაციის გავრცელებას.
  • აღნიშნული სტრატეგიის მიზანი იმ სისუსტეების გამოყენებაა, რომლებიც ცენტრალურ-აღმოსავლეთ ევროპას მემკვიდრეობით მოსდევს: წარსული დაპირისპირებები საზღვრებისა და ტერიტორიების გამო, ნაციონალისტურ-სეცესიონისტური ტენდენციები, ერების სიძლიერის აღდგენის მომხიბვლელი შოვინისტური იდეოლოგიები. მაგალითად, უნგრეთის “65 საგრაფოს ახალგაზრდული მოძრაობა” უნგრეთის საზღვრებს გასცდა და აცხადებდა, რომ უკრაინის კარპატები უკრაინის ტერიტორიას არ ეკუთვნოდა, ხოლო ყირიმის ანექსია უნგრეთს უკრაინის კარპატებისა და ტრანსილვანიის დაბრუნებაში დაეხმარებოდა.
  • ექსტრემისტული ძალების ხმა გაძლიერებულია ძლიერი პრო-რუსული მედია ქსელების მეშვეობით, რომლებიც სოციალურ მედიას ყალბი სიახლეების (fake news) და შეთქმულების თეორიებს ავრცელებენ. ამ საქმიანობის მიზანი ეთნიკური, სოციალური და ნაციონალური კონფლიქტების გაღვივებაა. მაგალითად, ჩეხეთის კონტრ-დაზვერვის სამსახურის 2015 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ჩეხეთის დეზინფორმაციული გამოცემების მიზანი შიდა სოციალური და პოლიტიკური დაძაბულობის შექმნა, NATO-სა და ევროკავშირის ერთნიაობის ეჭვქვეშ დაყენება და უკრაინის საერთაშორისო იზოლაციაა. ამ გამოწვევის საპასუხოდ ჩეხეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ “ტერორიზმის და ჰიბრიდული საფრთხეების საწინააღმდეგო ცენტრი” შექმნა.
  • კრემლი განსაკუთრებული წარმატებით აღწევს მცირე მარგინალურ ჯგუფებსა და გასამხედროებულ დაჯგუფებებში. იმის გამო, რომ ეს დაჯგუფებები მცირე ზომის და ადვილად მანიპულირებადები არიან, კრემლისთვის მათი მოსყიდვა და კონტროლი მარტივია. ერთ-ერთ ასეთ ყველაზე საშიშ დაჯგუფებად სლოვაკეთის გასამხედროებული მოძრაობა “წინააღმდეგობი სამოქმედო ჯგუფი Kysuce” რჩება, რადგან სლოვაკეთის არმიასა და პოლიციაში ახერხებს შეღწევას. სლოვაკეთში ასევე ფუნქციონირებს სპეციალური საწვრთნელი სკოლა, რომელიც სერტიფიცირებული სპეცრაზმის ინსტრუქტორის, შტეფან კურილამ ჩამოაყალიბა და რომელიც რუსეთიდან დაინტერესებული ჯგუფების მიერ ფინანსდება.
  • მთავარ პრობლემად რჩება ის, რომ კრემლის აქტივობები საკვლევი ქვეყნების უმეტესობაში უპასუხოდ რჩება.

ქვემოთ მოცემულ ცხრილში ასახულია ქვეყნების მიხედვით მოქმედი პრორუსი და რადიკალური ექსტრემისტული ორგანიზაციები, მათ შორის პარტიები და მედიები, რომლებიც საკვლევ 5 ქვეყანაში მოქმედებენ.

ცხრილი1. პრო-რუსული, ანტი-უკრაინული რადიკალური და ექსტრემისტული ორგანიზაციები და მატი დესტაბილიზაციური ქმედებები

"

1 Airsoft თამაშია ცეცხლსასროლი იარაღის მოდელებით. ამ იარაღების გამოყენებით სამხედრო დანაყოფების ტაქტიკური მომზადებაც არის შესაძლებელი.

2 მართლმადიდებელ-პატრიოტული ორგანიზაცია, რომლის მიზნებიც “ლიბერასტებთან” და დასავლურ ღირებულებებთან ბრძოლა, მართლმადიდებლობის მხარდაჭერა და ტრადიციული ოჯახური ღირებულებების შენარჩუნებაა.

inline images ggggg 1 "სიძულვილით რუსეთიდან” - კვლევა პრო-რუსი ექსტრემისტული ჯგუფების საქმიანობაზე ცენტრალურ-აღმოსავლეთ ევროპაში

რუსეთისგან მომდინარე საფრთხეების საპასუხოდ “პოლიტიკურმა კაპიტალმა” და პროექტში ჩართულმა ექსპერტებმა 5 ქვეყნედან შემდეგი რეკომენდაციები შეიმუშავეს:

  1. რეგიონში რუსული გავლენა აღქმული უნდა იყოს, როგორც ეროვნული საფრთხე. შინაგან საქმეთა სამინისტროსა და კონტრდაზვერვის სააგენტოებს უნდა ჰყავდეთ შესაბამისი პერსონალი, ჰქონდეთ რესურსები და პოლიტიკური მხარდაჭერა, რათა გამოაშკარავონ ამ ორგანიზაციების კავშირები რუსეთთან.
  2. ცენტრალურ-აღმოსავლეთ ევროპელმა პოლიტიკოსებმა არ უნდა დახუჭონ თვალი არსებულ პრობლემაზე რუსეთთან ორმხრივი მოლაპარაკებების დროს. რუსეთის აშკარა ძალისხმევა, გავლენა მოახდინოს მათი ქვეყნების პოლიტიკურ პროცესებზე, ასევე კრემლის მცდელობები მოახდინოს ძალადობრივი ორგანიზაციების ინსტრუმენტალიზება აუცილებლად უნდა იყოს აღნიშნული. ეს საკითხები უნდა განიხილებოდეს ორმხრივ დონეზე. (homefortheharvest.com)
  3. ფინანსური კავშირები ექსტრემისტულ ორგანიზაციებსა და რუსეთს შორის ოფიციალურად უნდა იყოს გამოძიებული.
  4. სამართალდამცავ ორგანოებში ფართო ლუსტრაცია აუცილებელია. სამართალდამცავ და საიდუმლო ორგანოებში (განსაკუთრებით პოსტ-კომუნისტურ ქვეყნებში) კვლავ აღწევს რუსეთი, რაც რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებზე პასუხის შანსს ამცირებს.
  5. რუსეთის საინფორმაციო ომის საფრთხე და პოლიტიკური გავლენა უნდა ჩაიწეროს ქვეყნების ეროვნული უსაფრთხოების დოკუმენტბსა და შეფასებებში.
  6. კრემლისტური განწყობები ნაყოფიერ ნიადაგს პოულობენ ევროსკეპტიციზმსა და ანტიამერიკანიზმში. პოლიტიკურ ძალებს, რომლებსაც სურთ რუსული გავლენის შეზღუდვა, ასევე უარი უნდა თქვან ანტი-დასავლურ რიტორიკაზე.
  7. საჭიროა უფრო მეტად ინტეგრირებული საიდუმლო ძალები. იმისათვის, რომ გამოვლინდეს რუსული გავლენის პოტენციური საფრთხეები და აღიარებული იყოს ამ საფრთხეების პან-ევროპული ბუნება, ევროკავშირმა უნდა იზრუნოს უფრო ინტეგრირებულ სადაზვერვო სამსახურზე ევროპული საბჭოს ან ევროსაბჭოს ქუდის ქვეშ.
  8. მეტი ტრანსატლანტიკური პოლიტიკური ინვესტიციაა საჭირო ამერიკის შეერთებული შტატებისგან. ბოლო რამდენიმე წელში ჩვენ “რბილ იზოლაციონიზმს” ვხედავდით, რამაც წაახალისა არასასურველი ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენები ცენტრალურ-ევროპულ რეგიონში. იმისათვის, რომ ამ ტენდენციებს პასუხი გაეცეს, აშშ-მა უნდა გაზარდოს თავისი ძალისხმევა ამ რეგიონისთვის, რომელიც მე-20 საუკუნეში ორი მსოფლიო ომის მშობელი იყო.
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist