სიძულვილის ენაზე MDF – ის ახალმა ანგარიშმა ანტი-დასავლური განწყობები გამოავლინა

კითხვის დრო: < 1 minute

კითხვის დრო: < 1 minute

29
54
VIEWS

16 ნოემბერს, მედიის განვითარების ფონდმა (MDF) სიძულვილის ენაზე ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც წარმოდგენილია ქართული სატელევიზიო, ონლაინ და ბეჭდვითი მედიის მონიტორინგის მიგნებები. ანგარიში მოიცავს პერიოდს 2016 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 15 ოქტომბრამდე და ავლენს სიძულვილის ენის სხვადასხვა წყაროებს : მედია საშუალებები, პარტიები, ორგანიზაციები, სასულიერო პირები და ხელისუფლების წარმომადგენლები.

ანგარიშის მიგნებების თანახმად, სიძულვილის ენის შემთხვევები ხშირად ანტიდასავლურ კონტექსტში განიხილებოდა და მომდინარეობდა როგორც პრორუსული პოლიტიკური პარტიების, მედიასაშუალებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისგან, ასევე ეთნო-ნაციონალისტური წყაროებიდანაც.

868 დისკრიმინაციული კომენტარიდან გამოიკვეთა ჰომოფობიის 454 შემთხვევა. ყველაზე გავრცელებული ჰომოფობიური გზავნილია რომ – დასავლეთი თავს გვახვევს ჰომოსექსუალობას. ჰომოფობიას მოსდევს თურქოფობია 17% – ით (148 შემთხვევა). თურქოფობიულ მესიჯებს შორის გამოირჩეოდაა რამოდენიმე პრო-რუსული მედიასაშუალებისა და ორგანიზაციის მიერ კულტივირებული გზავნილი, რომ საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში (NATO) გაწევრიანება საქართველოში თურქეთის ინტერვენციას გამოიწვევდა.

Geworld.ge, 30 ივნისი, იზა თამაზაშვილი, ავტორი: არავინ საუბრობს იმაზე, რომ ნატოში შესვლის საფასურს საქართველო თავისი სუვერენიტეტითა და ტერიტორიების დარღვევით გადაიხდის და ქართველი ხალხი მუსლიმური სახელმწიფოს – თურქეთის დიქტატის ქვეშ იცხოვრებს.

2016 წელს ყველაზე მეტი თურქოფობიული კომენტარი Geworld.ge-ის (საქართველო და მსოფლიო) ავტორებმა გამოაქვეყნეს და მედიაში 1 რასისტული კომენტარიც სწორედ ამ გამოცემას ეკუთვნის. Geworld.ge ასევე ღიად პრორუსული განწყობებით გამოირჩეოდა და ანტიდასავლურ განწყობებს აღვივებდა.

გაზეთი „საქართველო და მსოფლიო” და მისი ონლაინ გამოცემა Geworld.ge შპს „ისტორიული მემკვიდრეობის” მიერ დაფუძნდა. „ისტორიული მემკვიდრეობის” დაფუძნების ინიციატივას თავის დროზე რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი მიესალმა.

რაც შეეხება რელიგიურ დისკრიმინაციას, ერთ-ერთი დომინანტური იყო ანტიკათოლიციზმის თემა, რაც 2016 წლის სექტემბერში საქართველოში რომის პაპის ვიზიტთან მიმართებით გახდა აქტუალური. მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელმა რამდენიმე სასულიერო პირმა პაპ ფრანცისკეს „ერეტიკოსი”, „მართლმადიდებლობის უდიდესი მტერი, ისლამზე დიდი მტერი” და „ცხვრის ტყავში გახვეული მგელი” უწოდა.

ანგარიში ასევე მოიცავს ინფორმაციას იმ მედიასაშუალებების, პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების შესახებ, რომლებიც ყველაზე ხშირად იყენებენ სიძულვილის ენას.

ანგარიშის სრული ვერსია ხელმისაწვდომია MDF’- ის ონლაინ ბიბლიოთეკაში.

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist