შეცვალა თუ არა კრეტის საეკლესიო კრებამ ოჯახის ინსტიტუტის გააზრება?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

52
VIEWS

2016 წელს, საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე, მართლმადიდებელი ეკლესიის დიდი და წმინდა კრება გაიმართა. საზოგადოების გარკვეულ ნაწილში გავრცელებულია აზრი, რომ აღნიშნულმა კრებამ მიიღო (ან სურდა მიეღო) ისეთი დადგენილებები, რომლებიც  ოჯახის ტრადიციულ გააზრებასთან წინააღმდეგობაშია, ერთნაირი სქესის მქონე პირების ქორწინებას დასაშვებად ცნობს და “გენდერულ იდეოლოგიას” ემხრობა. რეალურად, კრეტის კრების მიერ მიღებული დოკუმენტების გადახედვაც კი საკმარისია იმაში დასარწმუნებლად, რომ ზემოთჩამოთვლილი შეხედულებები უსაფუძვლო მითებს მიეკუთვნება და რეალობასთან არავითარი საერთო არ აქვს. აღნიშნულ საკითხზე კრეტის კრების მიერ მიღებული დადგენილებებიდან რამდენიმე ამონარიდს შემოგთავაზებთ.

ტექსტში – „ქორწინების საიდუმლო და მისი დამაბრკოლებელი მიზეზები“ ვკითხულობთ: „ქალსა და მამაკაცს შორის ქრისტესმიერი კავშირი წარმოადგენს ”მცირე ეკლესიას […] ქორწინების საიდუმლოს სიწმინდის დაცვას ყოველთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ოჯახის დასაცავად, რომელიც ასახავს მეუღლეობრივი საკვრელით შეერთებულ პიროვნებათა ურთიერთობას როგორც ეკლესიაში, ისე მთელ საზოგადოებაში. ამრიგად, ქორწინების საიდუმლოს მიერ განხორციელებული ურთიერთობა პიროვნებებისა, ეს არ არის მხოლოდ ბუნებრივი ურთიერთობები, არამედ ოჯახის წმინდა ინსტიტუტის მიერ რეალიზებული არსებითი და შემოქმედებითი სულიერი ძალა. ეს ადასტურებს იმას, რომ მხოლოდ ოჯახს შეუძლია უზრუნველყოს ბავშვების დაცვა და აღზრდა როგორც ეკლესიის სულიერი მისიის, ისე საზოგადოებაში ცხოვრებისათვის.“ 

ოჯახის ინსტიტუტის შესახებ ძალიან სახასიათო განჩინებას ვხვდებით კრების დოკუმენტში – მართლმადიდებელი ეკლესიის მისია თანამედროვე მსოფლიოში. ამ ტექსტში ვკითხულობთ: „ეკლესიის სამოძღვრო პასუხისმგებლობის მასშტაბი ვრცელდება, ასევე, ღვთივმონიჭებული ოჯახის ინსტიტუტზე, რომელიც ყოველთვის და აუცილებლად ეფუძნებოდა ქრისტიანული ქორწინების წმინდა საიდუმლოს, როგორც მამაკაცისა და ქალის ერთობას, რაც გამოხატავს ქრისტესა და ეკლესიის კავშირს (ეფეს. 5,32). ეს აქტუალურია, თუ მხედველობაში მივიღებთ ზოგიერთ ქვეყანაში ისეთი თანაცხოვრების ფორმების ლეგალიზაციის მცდელობას, რაც ეწინაააღმდეგება ქრისტიანულ გადმოცემას და სწავლებას, და რის გამართლებასაც საღვთისმეტყველო საფუძველზე ცდილობენ ქრისტიანულ საზოგადოებებში.” 

კრეტის კრება პირდაპირ და არაორაზროვნად აცხადებს, რომ ქორწინება დაშვებულია მხოლოდ მამაკაცსა და ქალს შორის. კრება არ იწყნარებს ე.წ. „გენდერულ თეორიას“ და საკითხთან დაკავშირებით თავის პოზიციას ძალიან მკაფიოდ აყალიბებს. კრეტის კრების დოკუმენტში – „ქორწინების საიდუმლო და მისი დამაბრკოლებელი მიზეზები“ ვკითულობთ: „დღეს ოჯახის ინსტიტუტი საფრთხის წინაშე აღმოჩნდა ისეთი მოვლენების გამო, როგორიცაა გაამქვეყნიურება და ზნეობრივი რელატივიზმი. ქორწინების სიწმინდე მტკიცდება მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ, როგორც მისი ფუნდამენტური და უცილობელი სწავლება; თავისუფალი კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის მიიჩნევა ქორწინების აუცილებელ წინაპირობად.“

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, საზოგადოების გარკვეულ ნაწილში გავრცელებული მითები, რომელთა მიხედვითაც, კრეტის წმინდა და დიდმა კრებამ დაუშვა ერთნაირი სქესის მქონე პირების ქორწინება, მიიღო ე.წ. „გენდერული თეორია“ და ოჯახის ინტიტუტის ტრადიციულ გააზრებას გადახედა, სიმართლეს არ შეესაბამება და საზოგადოებაში მცდარი აზრის შექმნისკენაა მიმართული.

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist