შეწყვიტა თუ არა პოლონეთის მთავრობამ უკრაინელი ლტოლვილების დახმარება?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

245
VIEWS

1 ივლისს რუსულ მედიებსა ( 1, 2, 3, 4)  და ქართულ ონლაინ მედია – primetime-ზე სტატია გამოქვეყნდა, რომელშიც საუბარია, რომ პოლონეთის მთავრობა უკრაინელ ლტოლვილებს ფულად დახმარებას აღარ გაუწევს. სტატიებში აღნიშნულია, რომ ამის შესახებ პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ და ლტოლვილთა საკითხებში მთავრობის კომისარმა პაველ შეფერნაკერმა განაცხადა. საუბარი ეხება 40 ზლოტს (დაახლოებით 26 ლარს), რომელსაც მთავრობა ყოველდღიურად იმ ადგილობრივებს უხდის, რომლებმაც უკრაინელი ლტოლვილები შეიფარეს. თანხა ერთ ზრდასრულ ადამიანზეა გათვლილი და მასპინძლისთვის სტუმრის განთავსებისა და კვების საფასურის ანაზღაურებას გულისხმობს. გამოცემების მიხედვით, ახალი რეგულაციები ძალაში დღეს, 1 ივლისს შევიდა, თუმცა იქნება გამონაკლისები – შშმ პირებისთვის, ორსულებისთვის და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის.

გამოცემა primetime პოლონურ გაზეთ – Rzeczpospolita-ს მიერ 31 მაისს გამოქვეყნებულ სტატიას ეყრდნობა. 

dakhmareba შეწყვიტა თუ არა პოლონეთის მთავრობამ უკრაინელი ლტოლვილების დახმარება?
სქრინშოთი: news.ru
dakhmareba 2 შეწყვიტა თუ არა პოლონეთის მთავრობამ უკრაინელი ლტოლვილების დახმარება?
სქრინშოთი: Lenta.ru

dakhmareba 3 შეწყვიტა თუ არა პოლონეთის მთავრობამ უკრაინელი ლტოლვილების დახმარება?

გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს პოლონეთის მთავრობა 1 ივლისიდან უკრაინელ ლტოლვილებს ფულად დახმარებას აღარ გადაუხდის, შეცდომაში შემყვანია. დახმარება 1 ივლისიდან მხოლოდ იმ უკრაინელ ლტოლვილებს შეუწყდებათ,  ვისთვისაც, პოლონეთში ცხოვრებიდან 120 დღეა გასული, დანარჩენი ლტოლვილებისთვის შემწეობის გადახდა ისევ გაგრძელდება.

23 ივნისს, უკრაინელ ლტოლვილებთან დაკავშირებით გამართულ პრეს კონფერენციაზე პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ და ლტოლვილთა საკითხებში მთავრობის კომისარმა პაველ შეფერნაკერმა განაცხადა, რომ ზოგიერთ მედიაში უკრიანელ ლტოლვილთა დახმარების შესახებ არასწორი ინფორმაცია ვრცელდება. მისი თქმით, დახმარება სრულდება მხოლოდ იმ ლტოლვილებისთვის, რომლებიც პოლონეთში ომის დასაწყისში, თებერვლის ბოლოს ჩავიდნენ, რადგან დახმარების პაკეტი 120-დღიანია. დანარჩენებისთვის კი შემწეობა იმავე პირობებით გაგრძელდება.

“მთავრობა არაფერს წყვეტს, არავითარ დახმარებას. უბრალოდ აღარ გაახანგრძლივებს დახმარებას 120 დღეზე მეტ ხანს… ხელისუფლება აგრძელებს ოჯახების მხარდაჭერას, რომლებიც უკრაინიდან ლტოლვილებს ეხმარებიან. დახმარება გაიცემა 120 დღის განმავლობაში. ეს ვადა გახანგრძლივდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, მოხუცებისა და ორსული ქალებისთვის, – განმარტა პაველ შეფერნაკერმა.

dakhmareba 4 შეწყვიტა თუ არა პოლონეთის მთავრობამ უკრაინელი ლტოლვილების დახმარება?
წყარო: პაველ შეფერნაკერის ფეისბუკ-გვერდი

შეფერნაკერმა აღნიშნა,რომ რუსეთ-უკრაინის ომიდან ოთხი თვის შემდეგ, პოლონეთის მთავრობა ლტოლვილების დახმარების ახალ ეტაპზე გადავიდა. მან განაცხადა, რომ უკრაინელი ლტოლვილებიდან, დახლოებით 1,2 მილიონმა ადამიანმა აიღო პესელი (საიდენტიფიკაციო ნომერი), მათ შორის, 500 000-ზე მეტი ადამიანი ამჟამად სამუშაო ასაკშია. პოლონეთის მთავრობა მათ ხელს შეუწყობს, რომ ადაპტირება და მუშაობა შეძლონ. შეფერნაკერის თქმით, შრომისუნარიანი ლტოლვილების ნახევარზე მეტმა სამსახური უკვე დაიწყო. 

პირველი ოთხი თვის განმავლობაში  250 000-ზე მეტმა  უკრაინელმა ლტოლვილმა ლეგალურად დაიწყო მუშაობა პოლონეთში. დღეს კი მათი რიცხვი 50 პროცენტს აჭარბებს”,- განაცხადა შეფერნაკერმა.

გაეროს 28 ივნისის მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე პოლონეთში 4,312,612 უკრაინელი ლტოლვილი ჩავიდა. პოლონეთის დახმარების ფარგლებში, 2022 წლის 16 მარტს, ძალაში შევიდა რეგულაცია, რომლის თანახმად, ადგილობრივებს, ვინც უკრაინელ ლტოლვილებს საცხოვრებლითა და კვებით უზრუნველყოფენ, პოლონეთის მთავრობა დღეში, ერთ ზრდასრულ ადამიანზე – 40 ზლოტით დაეხმარება. დახმარება 120 დღის განმავლობაშია ძალაში.

პრაიმ ტაიმის მასალის არქივი


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: შეცდომაში შემყვანი
ქვეყანა/ორგანიზაცია: პოლონეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist