შეფერხება “ახალციხე -500”-ზე თუ პასუხი ნამოხვარ ჰესის პროტესტის გამო – რატომ გაითიშა ელექტრონერგია?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

30
VIEWS

17 მარტს, ღამის 12 საათის შემდეგ საქართველოს უმეტეს ნაწილში ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა. ელექტროენერგიის გათიშვა კონსპირაციების  საფუძველი გახდა და მომხდარი ნამოხვან ჰესის საწინააღმდეგოდ გამართული აქციის თურქეთის პასუხად შეფასდა. სამხედრო ბლოგერმა, დავით ნემსაძემ 17 მარტს დენის გათიშვას ენერგო დივერსია უწოდა და აღნიშნა, რომ “მეგობარმა თურქეთმა” ეს ყველაფერი ანტითუქრული პანღურის მიღების შემდეგ მოაწყო. ფეისბუკ მომხმარებლის, ბექა ვარდოსანიძის მიხედვით, ელექტროენერგიის შეზღუდვა ნამოხვან ჰესის აშენების დასაჩქარებლად მოხდა, ხოლო ფეისბუკ გვერდ “კარდჰუს” მტკიცებით დენის გათიშვა მთავრობის მიერ საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართული დივერსიული ქმედება იყო  და  ნამოხვან ჰესის საწინააღმდეგოდ გამართულ პროტესტს უკავშირდებოდა.
;;
;

17 მარტს ელექტროენერგიის შეწყვეტის თურქულ ან სამთავრობო დივერსიად შეფასება მანიპულაციურია, რამდენადაც შეფერხება ქვესადგურ „ახალციხე-500”-ზე შექმნილმა გაუმართაობამ გამოიწვია. ქვესადგური „ახალციხე-500”  საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მფლობელობაშია, რაც თურქული მხარის ბრალეულობას გამორიცხავს.

17 მარტს,  00:04 საათზე, ქვესადგურ „ახალციხე-500-ის” მუდმივი დენის გარდამსახი სადგური გამოირთო, რამაც  თურქეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი შეაჩერა და თბილისის, გორის, ხაშურის, ზესტაფონის, მარნეულის, ზუგდიდის, აჭარისა და კახეთის მომხმარებლების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. მომხდარს “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ გამოეხმაურა, რომელელმაც განცდახებაში ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზები ახსნა.  ენგურჰესზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებისა და გაზსადენზე („ჩრდილოეთ-სამხრეთ კავკასია”) არსებული აღდგენითი სამუშაოების გამო საქართველოში ელექტროენერგიის 70%-ის მომარაგება იმპორტით ხდება.  ამის გამო ქვესადგურებზე მომხდარი ავარია მომხმარებლის ელექტრომომარაგებაზე ახდენს გავლენას.

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის შესახებ

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა საქართველოში ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის ორი მფლობელიდან ერთ-ერთია. 3 550 კმ. სიგრძის ელექტროგადამცემი ხაზებისა და 93 ქვესადგურისგან შემდგარი კომპანია ელექტროსადგურებიდან ელექტროენერგიის მიწოდებას გამანაწილებელ კომპანიებამდე (სს ,,თელასი“, სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“) ახორციელებს. გარდა ამისა, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა მეზობელ სახელმწიფოებთან ელექტროენერგიის გაცვლის პროცესს  უზრუნველყოფს. სარემონტო სამუშაოების ჩატარებისას, ან ქსელში მომხდარი ავარიების დროს კომპანიას ელექტროგადამცემი ხაზების და ქვესადგურების გამორთვა უწევს.

ინფორმაციის გავრცელება
დავით ნემსაძის პოსტი გაადაბეჭდა საინფორმაციო სააგენტომ taonews.ge და გამოაქვეყნა ფეისბუკ გევრდმა “ფაქტები”.
;
პოსტი გაზიარდა ჯგუფებში “წმინდა მამათა სწავლანი”, “ა ზ ი მ უ ტ ი Group”.
;


taonews.ge-ის არქივის ბმული

თემატიკა: ეკონომიკა
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: თურქეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist