შემცირდა თუ არა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე უკრაინის მხარდაჭერა?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

669
VIEWS

18 სექტემბერს ფეისბუქ ანგარიშმა Сергей Дар გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ირწმუნება, რომ 2022 წლის 2 მარტს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე 141 ხმით მიიღეს რეზოლუცია, რომელიც რუსეთს “სპეციალური სამხედრო ოპერაციის” შეწყვეტისკენ მოუწოდებდა, ხოლო 2022 წლის 25 აგვისტოს იმავე რეზოლუციას მხარი მხოლოდ 58-მა ქვეყანამ დაუჭირა, რაც წევრი ქვეყნების მხოლოდ 30%-ია. პოსტის ავტორის მტკიცებით, ეს ნიშნავს, რომ მსოფლიო თავის დამოკიდებულებას მიმდინარე მოვლენების მიმართ იცვლის, ქვეყნების ნაწილი კი თვლის, რომ თუ რუსეთს “გატეხავენ” მათ უარესი ბედი ემუქრებათ. 

26 აგვისტოს გაეროს 2 მარტის რეზოლუციის შესახებ პოსტი ბექა ვარდოსანიძემაც გამოაქვეყნა. მისი მტკიცებით, 2 მარტს მიღებული რეზოლუციისგან განსხვავებით, 25 აგვისტოს გაეროს განცხადებას 193 წევრი ქვეყნიდან მხოლოდ 50-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი, რაც ნიშნავს, რომ 91-მა ქვეყანამ რუსეთის მიმართ პოზიცია შეიცვალა.

shemtsirda thu ara gaeros generalur asambleaze ukrainis mkhardatcheraqts შემცირდა თუ არა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე უკრაინის მხარდაჭერა?

გავრცელებული პოსტები დეზინფორმაციულ და მანიპულაციურ მტკიცებებს შეიცავს. მტკიცება, რომ 2022 წლის 25 აგვისტოს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2022 წლის 2 მარტს მიღებულ რეზოლუციას ხელმეორედ მისცა ხმა და ნაკლები მხარდაჭერა მიიღო, მცდარია. გენერალური ასამბლეის შეხვედრების განრიგში 25 აგვისტოს გამართული მსგავსი შეხვედრის შესახებ ინფორმაცია არ გვხვდება. ხოლო მტკიცება, რომ 24 აგვისტოს გაკეთებული განცხადება ადასტურებს, რომ 91-მა ქვეყანამ რუსეთის მიმართ პოზიცია შეიცვალა მანიპულაციურია, რადგან განცხადება ხელმომწერი ქვეყნების ინიციატივით გაკეთდა, ის გენერალური ასამბლეის განხილვის საგანი არ ყოფილა და მის გარშემო სხვა ქვეყნებს პოზიცია არ დაუფიქსირებიათ. 

2022 წლის 2 მარტს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მართლაც მიიღო რეზოლუცია (ES-11/1), რომელმაც ერთი მხრივ, დაადასტურა წევრი ქვეყნების მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ხოლო მეორე მხრივ მოუწოდა რუსეთს, “დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ გაეყვანა საკუთარი სამხედრო ძალები უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში არსებული ტერიტორიიდან.”

რეზოლუციას გაეროს 141-მა წევრმა ქვეყანამ დაუჭირა მხარი, 35-მა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა, ხოლო 5-მა ქვეყანამ, კერძოდ, რუსეთმა, ბელარუსმა, სირიამ, ჩრდილოეთ კორეამ და ერითრიამ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს.  

აღნიშნული რეზოლუცია გაეროს გენერალური ასამბლეის მეთერთმეტე საგანგებო სესიის ფარგლებში მიიღეს, რომელიც 28 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ  მოიწვიეს. საგანგებო სესიის ფარგლებში 24 მარტს გენერალურმა ასამბლეამ კიდევ ერთი რეზოლუცია (ES-11/2) მიიღო, რომელიც ომში მონაწილე მხარეებს სამოქალაქო პირების, ჟურნალისტებისა და ჰუმანიტარული მისიების წარმომადგენლების დაცვისკენ მოუწოდებდა, ასევე აკრიტიკებდა რუსეთს მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობის შექმნის გამო, რომელის უკრაინაში მისმა შეჭრამ გამოიწვია. რეზოლუციას მხარი 140-მა წევრმა სახელმწიფომ დაუჭირა, 5 ქვეყანამ ხმა რეზოლუციის საწინააღმდეგოდ მისცა, ხოლო 38-მა ხმის მიცებისგან თავი შეიკავა. 

საგანგებო სესიის კიდევ ერთი შეხვედრა 7 აპრილს შედგა მას შემდეგ, რაც თვის დასაწყისში უკრაინის ქალაქ ბუჩაში გადაღებული კადრები გავრცელდა.  შეხვედრაზე მიღებული რეზოლუციით (ES-11/3) რუსეთს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა საბჭოს მონაწილეობა შეუჩერდა. აღნიშნულ რეზოლუციას მხარი 93-მა სახელმწიფომ დაუჭირა, 24 ქვეყანა წინააღმდეგი იყო, 58-მა თავი შეიკავა ხმის მიცემისგან, ხოლო 18 სახელმწიფოს წარმომადგენლები სხდომაზე არ გამოცხადდნენ

7 აპრილის რეზოლუციაში დამატებით აღნიშნულია, რომ მეთერთმეტე საგანგებო სესია დროებით შეჩერდა და მისი განახლების უფლება ასამბლეის პრეზიდენტს წევრი ქვეყნების მოთხოვნის საფუძველზე აქვს. 2022 წლის 25 აგვისტოს გაეროს გენერალურ ასამბლეას არც ამ სესიის ფარგლებში და არც მის გარეთ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციისთვის კენჭი არ უყრია. გენერალური ასამბლეის შეხვედრების განრიგში 25 აგვისტოს  მომავალი სამიტის ირგვლივ მხოლოდ არაფორმალური კონსულტაციებია ჩანიშნული:

shemtsirda thu ara gaeros generalur asambleaze ukrainis mkhardatcheraqtsts შემცირდა თუ არა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე უკრაინის მხარდაჭერა?

ამ პერიოდში, კერძოდ 24 აგვისტოს, უკრაინის თემაზე გაეროს უშიშროების საბჭომ სხდომა გამართა, რომლის ძირითადი მიზანიც კონფლიქტის პირველი ექვსი თვის შეჯამება და მიმდინარე აქტუალური თემების განხილვა იყო, როგორებიცაა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური და მარცვლეულის ექსპორტი უკრაინიდან. 

აღნიშნულ სხდომას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვირტუალურად ესწრებოდა, რაც შეხვედრის დაწყებისას რუსეთის წარმომადგენელმა გაეროში  ვასილი ნებეზნიამ გააპროტესტა და საკითხზე პროცედურული ხმის მიცემა მოითხოვა. ხმის მიცემის შედეგად, ცამეტმა სახელმწიფომ მხარი დაუჭირა ზელენკსის მიერ სხდომაზე ვირტუალურად დასწრებას, ჩინეთმა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა, ხოლო წინააღმდეგ მხოლოდ რუსეთი წავიდა. 

ბექა ვადროსანიძის პოსტში მოცემულია Agenda.ge-ს სტატიის სქრინი, რომელიც 24 აგვისტოს გაეროს წევრი 56 ქვეყნის და ევროკავშირის მიერ გაკეთებულ ერთობლივ განცხადებას ეძღვნება. ვარდოსანიძე აღნიშნულ განცხადებას “გაეროს განცხადებად” მოიხსენიებს და 2022 წლის 2 მარტს გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციას ადარებს. მისი მტკიცებით, ის, რომ რეზოლუციას მხარი 141-მა ქვეყანამ დაუჭირა, ხოლო საერთო განცხადება მხოლოდ 50-მა ქვეყანამ გაავრცელა, ნიშნავს, რომ ქვეყნების ნაწილმა რუსეთის მიმართ პოზიცია შეიცვალეს. 

რეალურად, აღნიშნული განცხადება ხელმომწერი ქვეყნების ინიციატივით გაკეთდა და ის არ წარმოადგენს გაეროს, როგორც ორგანიზაციის საერთო პოზიციას. ასევე, ის  გენერალური ასამბლეის განხილვის საგანი არ ყოფილა და მასზე კენჭისყრა არ შემდგარა. აღნიშნული განცხადებით ქვეყნებმა კიდევ ერთხელ დაუჭირეს მხარი უკრაინის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას შეწყვიტოს სამოქალაქო პირებისა და ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ მიმართული თავდასხმები.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. (asr.adventistas.org) შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: გაერო, რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist