შეხვდა თუ არა ზელენსკი თურქეთის დელეგაციას ლვივში?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

143
VIEWS

31 მარტს ინსტაგრამ ანგარიშმა podslushkakrsk გაავრცელა ვიდეო, რომელშიც სხვა კადრებთან ერთად ნაჩვენებია უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ 8 მარტს გამოქვეყნებული ჩანაწერი. ინსტაგრამ პოსტის ავტორის განცხადებით, ზელენსკი იტყუება და ის არა კიევში, არამედ ლვოვში (ლვივი) იმყოფება, ხოლო ვიდეო პროგრამულად არის დამუშავებული. დამატებით არგუმენტად მოყვანილია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გვერდი, სადაც პოსტის ავტორის მტკიცებით, წერია, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი ლვივში თურქეთის დელეგაციას შეხვდა.

Screenshot 1 შეხვდა თუ არა ზელენსკი თურქეთის დელეგაციას ლვივში?

გავრცელებული მტკიცება, თითქოს ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევი დატოვა და ლვივში თურქეთის დელეგაციას შეხვდა, სიმართლეს არ შეესაბამება. მსგავსი ინფორმაცია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გვერდზე განთავსებული არ არის, ხოლო ზელენსკი კვლავ კიევში იმყოფება, რასაც მის მიერ კიევიდან გამოქვეყნებული არაერთი ვიდეო და უცხოურ მედიასთან ჩაწერილი ინტერვიუები ადასტურებს.

ინსტაგრამზე გავრცელებულ ვიდეოში ნაჩვენებია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებ-საიტი, რომელზე დაყრდნობითაც, ინსტაგრამ ანგარიში ამტკიცებს, რომ ზელენსკიმ კიევი დატოვა და ის თურქეთის დელეგაციას ლვივში შეხვდა. სინამდვილეში თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-რელიზებისა და უახლესი მოვლენების სექციაში მსგავს ინფორმაციას არ ვხვდებით. 

საიტზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ლვივში 17 მარტს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ ჩავიდა, თუმცა ის არა ზელენსკის, არამედ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას შეხვდა.

Screenshot 2 შეხვდა თუ არა ზელენსკი თურქეთის დელეგაციას ლვივში?

ზელენსკიმ თავის ინსტაგრამ ანგარიშზე 31 მარტსა და 1 აპრილს კიევიდან ახალი ვიდეოები გამოაქვეყნა. ვიდეო კიევში პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის ტერიტორიაზეა ჩაწერილი.

Screenshot 3 შეხვდა თუ არა ზელენსკი თურქეთის დელეგაციას ლვივში?
კადრები ზელენსკის ვიდეოდან
Screenshot 4 შეხვდა თუ არა ზელენსკი თურქეთის დელეგაციას ლვივში?
ფოტო Google Street View-დან
Screenshot 5 შეხვდა თუ არა ზელენსკი თურქეთის დელეგაციას ლვივში?
პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობა კიევში

აღსანიშნავია, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი ვიდეოებს კიევიდან როგორც ღამით, ისე დღისით, პერიოდულად აქვეყნებს. მეტი სიცხადისთვის, რომ ის ნამდვილად კიევშია, გამოქვეყნდა მობილურით გადაღებული ისეთი ვიდეოც, სადაც ჩანს, თუ როგორ აკეთებს უკრაინის პრეზიდენტი ვიდეო ჩანაწერს. 

Screenshot 6 1 შეხვდა თუ არა ზელენსკი თურქეთის დელეგაციას ლვივში?

გარდა ამისა, ზელენსკიმ უცხოურ მედიასთან ინტერვიუები ადგილზე, კიევში ჩაწერა. ამის შესახებ “მითების დეტექტორი” ადრეც წერდა. ვრცლად იხილეთ:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: თურქეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist