შეეძლებათ თუ არა კანადის „უშიშროების ძალებს“ მოქალაქის სახლის ნებართვის გარეშე დაკავება?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

89
VIEWS

8 აპრილს Facebook-ის მომხმარებელმა ნიკა კობერიძემ გაავრცელა ვიდეო, რომელიც ონტარიოს საკანონმდებლო ასამბლეაში დეპუტატის გამოსვლას ასახავს. ვიდეოს ახლავს შემდეგი აღწერა: „კანადაში მალე ამოქმედდება ახალი კანონი. უშიშროების ძალებს შეუძლიათ დაიკავონ სახლი მოქალაქის თანხმობის, სასამართლო პროცესისა და გამოძიების გარეშე, თუკი იგი შემჩნეული იქნება ანტისამთავრობო აქციებზე მონაწილეობაში.“ პოსტზე მონიშნულია სხვა პროფილებიც: ფანტინა, ლელა პრაგა, Doctors Charlz, Matilda Parker, Zura, ლადო ჩხეტიანი, ლაშა მენთეშაშვილი.

ვიდეო მცდარი აღწერით ვრცელდება, რეალურად ახალ კანონპროექტში მოქალაქის საცხოვრებლის უნებართვოდ დაკავება გათვალისწინებული არ არის. ვიდეოში დეპუტატი ახალი კანონპროექტით მანიპულირებს და მის არასწორ ინტერპრეტაციას ახდენს, ახალ კანონპროექტს ანტისამთავრობო აქციებს მანიპულაციურად უკავშირებს პოსტის ავტორიც, მაშინ, როდესაც ის თავისუფალი ვაჭრობისთვის აუცილებელი სტრატეგიული გზების ჩაკეტვის შემთხვევაში შესაბამისს სამართლებრივ ქმედებებს ეხება, რაც საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა ავტომობილის და მისი ნომრის დროებით ჩამორთმევას გულისხმობდეს.

კანადაში კერძო საკუთრება დაცულია კანადის უფლებათა ბილით, 1948 წლის ადამიანის უფლებათა უნივერსალური დეკლარაციითა და სხვადასხვა საერთაშორისო ხელშეკრულებით. ხოლო ინდივიდუალურ თავისუფლებებს იცავს საკონსტიტუციო აქტი, 1982

დეპუტატი რიკ ნიკოლსი გამოსვლაში აცხადებს, რომ ახალი კანონპროექტი ხელისუფლებას ნებისმიერი ქონების ჩამორთმევის შესაძლებლობას მისცემს, მათ შორის, სახლების, თუმცა, რეალურად ეს კანონპროექტით გათვალისწინებული არ არის. საკუთრების დროებით დაკავების მყისიერ უფლებას, რაც ავტომობილებს და მის ნომრებს ეხება, დეპუტატი მანიპულაციურად იყენებს, რათა კანონპროექტი საზოგადოების თვალში იმაზე უარესად წარმოაჩინოს ვიდრე სინამდვილეშია.

რას გულისხმობს კანონპროექტი?

21 მარტს ონტარიოს პროვინციის გენერალური პროკურორის, სილვია ჯონსის მიერ წარდგენილი კანონპროექტი 100 „აქტი ბიზნესისთვის ონტარიოს გახსნილობის შენარჩუნებისთვის“ (Keeping Ontario Open for Business Act) ონტარიოს პროვინციის საკანონმდებლო ორგანოში პირველ მოსმენაზე გავიდა. იგი ითვალისწინებს პოლიციისთვის ახალი უფლებების მინიჭებას, რაც მოქალაქისთვის ავტომობილისა და მისი ნომრის ჩამორთმევის უფლებას გულისხმობს, თუ იგი თავისუფალი ვაჭრობისთვის აუცილებელ სტრატეგიულ გზებს, მათ შორის, აეროპორტებს კეტავს. სრული დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, გათვალისწინებულია დიდი ოდენობით ჯარიმა, ან ციხე, თუმცა, ეს საკითხი სასამართლოს დისკრეციად იქცევა. ჩვეულებრივ ვითარებაში, მოქალაქეს ჩამორთმეული ავტომობილის დაბრუნება მისი ჩამორთმევით გათვალისწინებული ხარჯების ანაზღაურების შემდეგ შეეძლება. 

კანონპროექტი პასუხობს თებერვალში განვითარებულ მოვლენებს, როდესაც კანადის დედაქალაქ ოტავაში (ონტარიოს რეგიონში) საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, მას შემდეგ, რაც სატვირთო მანქანის მძღოლებმა გამკაცრებული კოვიდ-რეგულაციების გამო ხუთასამდე სატვირთო ავტომანქანით მთავარი გზები გადაკეტეს. ამ ფაქტმა აშშ-ისკენ მიმავალი სავაჭრო გზების პარალიზება გამოიწვია, რამაც ეკონომიკას გარკვეული ზარალი მიაყენა. ვიდეოში წარმოდგენილი დეპუტატი რიკ ნიკოლსია – ონტარიოს პარტიიდან. იგი პროგრესული კონსერვატორული პარტიიდან ვაქცინის გაკეთებაზე უარის თქმის გამო გარიცხეს. ახლა ნიკოლსი სწორედ ამ პარტიის მიერ შემოთავაზებულ კანონპროექტს აღუდგა წინ. 13 აპრილის მდგომარეობით კანონპროექტზე უკვე სამი მოსმენა ჩატარდა, თუმცა ის ჯერჯერობით არ დამტკიცებულა.


მითების დეტექტორის ლაბორატორია


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: კანადა
წყარო
ასევე დაგაინტერესებს

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist