შეამჩნიეს თუ არა ზელენსკი სავაჭრო ცენტრში სანტა კლაუსთან ერთად?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

305
VIEWS

12 დეკემბრიდან რუსულენოვანი ტელეგრამ-არხები სატირული გამოცემის Babylon Bee-ს პოსტის სქრინშოთს ავრცელებდნენ (1,2,3,4). პოსტების თანახმად, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სავაჭრო ცენტრში სანტა კლაუსის მუხლებზე მჯდარი შეამჩნიეს და მან სანტას დამატებით 50 მილიარდი დოლარი სთხოვა. 12 დეკემბერს რუსულენოვანმა საინფორმაციო სააგნტომ Мрiя ტელეგრამში გავრცელებული პოსტი თავის რუბრიკაში “ტელეგრამის მიმოხილვა” გამოაქვეყნა.

ინფორმაცია, რომ ზელენსკი სავაჭრო ცენტრში სანტა კლაუსთან ერთად შეამჩნიეს, სატირაა და ინგლისურენოვანი სატირული გამოცემის The Babylon Bее-ის გამოგონილია.

სატირულმა გამოცემამ The Babylon Bee 12 დეკემბერს გამოაქვეყნა სტატია, რომლის თანახმად ზელენსკი სავაჭრო ცენტრში სანტა კლაუსთან ერთად შენიშნეს და მან სანტას 50 მილიარდი დოლარი სთხოვა.

გამოცემის საიტზე “ჩვენს შესახებ” განყოფილებაში აღნიშნულია, რომ გამოცემა სატირული შინაარსის გამოგონილ ამბებს აქვეყნებს, თუმცა ტელეგრამზე გავრცელებულ პოსტებში მითითებული არ არის, რომ ინფორმაცია სატირული შინაარსისაა.

Babylon Bee-ს სატირულ მასალებზე დაყრდნობით სხვადასხვა ინფორმაცია წარსულშიც არაერთხელ გავრცელდა:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: სატირა
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, უკრაინა
წყარო
ასევე დაგაინტერესებს

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist