10-13 მარტს ფეისბუკის ქართულ და რუსულენოვან ანგარიშებზე ( 1, 2, 3, 4) უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვის ფრაგმენტი გამოქვეყნდა. პოსტების მიხედვით, ზელენსკიმ მიმართვაში აღნიშნა, რომ საქართველოს ისეთივე წარმატებას უსურვებს, რასაც უკრაინელებმა მაიდანზე მიაღწიეს.
11 მარტს ზელენსკის ვიდეო რუსულ ენაზე იმავე აღწერით ბლოგების საიტზე livejournal და ფორუმზე zugunder.com-ზეც გამოქვეყნდა.
ზელენსკის განცხადება, თითქოს მან თბილისის საპროტესტო აქციები მაიდანს შეადარა, გაყალბებულია. უკრაინის პრეზიდენტს მსგავსი განცხადება კანონპროექტის წინააღმდეგ გამართულ პროტესტზე არც გავრცელებულ ფრაგმენტში და არც მიმართვის სრულ ვერსიაში არ გაუკეთებია. იგი ქართველ ხალხს მხარდაჭერას უცხადებს და საპროტესტო აქციებზე უკრაინული ჰიმნის გაჟღერებისა და უკრაინის დროშების ფრიალისთვის მადლობას უხდის.
9 მარტს ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა. ვიდეოს პირველი ნაწილი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხება. მეორე ნაწილში კი უკრაინის პრეზიდენტი საქართველოში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობაზე” კანონპროექტის წინააღმდეგ გართულ საპროტესტო აქციებს ეხმაურება. ზელენსკის ვიდეო მიმართვაში მაიდანი არ უხსენებია. მან ქართველ ხალხს უკრაინელების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ არ არსებობს უკრაინელი, რომელიც საქართველოს წარმატებას არ უსურვებს.
ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი: “მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვისაც ამ დღეებში საქართველოს მოედნებსა და ქუჩებში უკრაინის დროშები უჭირავს. მინდა მადლიერება გამოვხატო ჩვენი ეროვნული ჰიმნის თბილისში გაჟღერებისთვის. ეს ჟესტი უკრაინის პატივისცემაა და მეც მინდა საქართველოს მიმართ ჩემი გულწრფელი პატივისცემა გამოვხატო. არ არსებობს უკრაინელი, რომელიც ჩვენს მეგობრულ საქართველოს წარმატებას არ უსურვებს. დემოკრატიულ წარმატებას. ევროპულ წარმატებას. ჩვენ გვინდა ვიყოთ ევროკავშირში და ვიქნებით. ჩვენ გვინდა საქართველო ევროკავშირში და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება. ჩვენ გვინდა მოლდოვა ევროკავშირში და დარწმუნებული ვარ, იქნება. ევროპის ყველა თავისუფალი ერი ამსახურებს ამას”.
აღსანიშნავია, რომ თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებსა და მაიდნის აქციებს შორის ნეგატიურ კონტექტში პარალელის გავლება კრემლის პროპაგანდის ნაწილია. კრემლის მხარდამჭერი აქტორები ცდილობენ აზრის დამკვიდრებას, რომ საპროტესტო აქციებში უკრაინელებიც მონაწილეობენ და მათ თბილისში მაიდნის მოწყობა სურთ. ვრცლად, იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:
- აფხაიძე და მოროშკინა კრემლის პროპაგანდისტულ არხებზე თბილისში საპროტესტო აქციებზე დეზინფორმაციულ ნარატივებს ავრცელებენ
- უკრაინელები მოლოტოვის კოქტეილით თუ ქართველი მოხალისეები ფიზიოლოგიური ხსნარით?
გზავნილი, რომ უკრაინას საქართველოში არეულობა სურს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმაც, გააჟღერა, რაც კრემლის მედიაში აქტიურად გაშუქდა.
7-9 მარტს გამართული საპროსტესტო აქციები “ხალხის ძალის” მიერ დაინიცირებულ და შემდეგ პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებულ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონს მოჰყვა. 9 მარტს მმართველმა პარტია “ქართულმა ოცნებამ” გაავრცელა ინფორმაცია, რომ კანონპროექტს უკან გაიწვევდა, ხოლო 10 მარტს გამართულ პლენარულ სხდომაზე საქართველოს პარლამენტმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონპროექტი მეორე მოსმენით კენჭისყრისას ჩააგდო.
წყაროების შესახებ
ზელენსკის ყალბ განცხადებას უმეტესად ის ფეისბუკ-ანგარიშები აზიარებდნენ, ვისაც დეზინფორმაცია წარსულშიც გაუვრცელებია:
Mano Beridze-ს პოსტები ხშირად ანტივაქსერული შინაარსისაა და მითების დეტექტორს არაერთხელ გადაუმოწმებია.
Davit Jebashvili უკრაინის შესახებ დეზინფორმაციას ხშირად ავრცელებს.
რუსეთ-უკრაინის ომის კონტექსტში დეზინფორმაციის გავრცელებაში შემჩნეულია ანონიმური ანგარიში Злой Ёжик და ასევე კიდევ ერთი რუსულენოვანი ფეისბუქ ანგარიში, რომლის ზოგიერთი პოსტი სოციალურ ქსელში ყალბად არის მონიშნული.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.