შეადარა თუ არა ბორის ჯონსონმა პუტინი და ლუკაშენკო მოხუც გეი წყვილს?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

9.8k
VIEWS

15 მაისიდან ქართულ და რუსულენოვან ფეისბუქზე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტები ვლადიმერ პუტინი და ალექსანდრე ლუკაშენკო მოხუც გეი წყვილს შეადარა. რუსულენოვან პოსტებში (1,2,3,4,5,6) გამოქვეყნებულ ჯონსონის ფოტოს თან ერთვის წარწერა: “პუტინისა და ლუკაშენკოს ყველა ძალისხმევა, აღადგინონ საბჭოთა კავშირი, ჰგავს ორი მოხუცი გეის მცდელობას, ბავშვი ჩასახონ. რაც მეტად ცდილობენ, მით მეტად სტკივათ ტ****.” ფეისბუქ ანგარიშმა Irakli Chichka Gvalia აღნიშნული ფოტო და წარწერა ქართული თარგმანით გამოაქვეყნა. 

ბორის ჯონსონს ციტატა გაყალბებულია. ბრიტანეთის პრემიერის მსგავსი განცხადება ღია წყაროებში არ იძებნება. აღნიშნული ფრაზა ფეისბუქზე სხვადასხვა ფოტოსთან ერთად გავრცელდა და უმეტეს შემთხვევაში წყაროდ ტელეგრამ არხი – Соловьиный Помёт-ია მითითებული. 

ლუკაშენკოსა და პუტინის მოხუც გეი წყვილთან შედარების შესახებ ბორის ჯონსონის ციტატა არცერთ ღია სანდო წყაროში არ იძებნება. ფრაზა ლუკაშენკოსა და პუტინის შესახებ ბორის ჯონსონის ფოტოსთან ერთად ფეისბუქზე 15 მაისს გავრცელდა. ამავე დღეს აღნიშნული ფრაზა სხვა პოსტებშიც გვხვდება (1,2), რომლებშიც ბორის ჯონსონს საერთოდ არ ახსენებენ. 

ორივე პოსტს წყაროდ ტელეგრამ არხი Соловьиный Помёт აქვს მითითებული, რომელზეც ფრაზა პუტინისა და ლუკაშენკოს შესახებ (Все усилия Путина и Лукашенко возродить Советский Союз напоминают попытки двух старых геев зачать ребёнка. Чем больше стараются, тем сильнее болит ж…) 15 მაისს გამოქვეყნდა. თუმცა, ამ შემთხვევაშიც, ბორის ჯონსონი ფრაზის ავტორად დასახელებული არ არის. 

თავის მხრივ, ტელეგრამ არხი Соловьиный Помёт კრემლის მაღალჩინოსნებისა და პროპაგანდისტი ჟურნალისტების შესახებ იუმორისტული შინაარსის ცნობებს ხშირად ავრცელებს.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: გაყალბებული ციტატა
ქვეყანა/ორგანიზაცია: ბელორუსი, დიდი ბრიტანეთი, რუსეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist