შეაჩერა თუ არა ოლიმპიადის სპონსორობა Samsung-მა ქრისტიანული გრძნობების შეურაცხყოფის გამო?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

პარიზის ოლიმპიადა
193
VIEWS

30 ივლისს  სოციალური ქსელის მომხმარებლებმა ფანტი ნა, თეო ჯაველიძეRati Kavelashvili გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, Samsung-მა ქრისტიანული გრძნობების შეურაცხყოფის გამო ოლიმპიადის სპონსორობა შეაჩერა და 1 მილიარდი დოლარი უკან გაიტანა.

ოლიმპიადის სპონსორობა

ინფორმაცია, თითქოს Samsung -მა ოლიმპიადის სპონსორობაზე უარი თქვა, სათავეს სატირული გამოცემიდან იღებს. ტექნოლოგიური კომპანია Samsung კვლავ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პარტნიორია და IOC-სთან პარტნიორობას 2028 წლამდე აგრძელებს.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტექნოლოგიურმა კომპანია Samsung-მა 1 მილიარდი დოლარის ოდენობის ოლიმპიური თამაშების სარეკლამო კამპანია დატოვა, თავდაპირველად, 29 ივლისს სატირულმა ვებსაიტმა SpaceXMania-მ გაავრცელა. სტატიაში ნათქვამია, რომ ამ პროცესის მთავარი კატალიზატორი პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია გახდა, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა კონსერვატიული აუდიტორიისა და რელიგიური ჯგუფების მხრიდან და მათ ოლიმპიადა “ვოუქური” დღის წესრიგის პოპულარიზაციაში დაადანაშაულეს. თუმცა მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ აღნიშნული სტატია SpaceXMania-ზე “სატირის” კატეგორიაში არის გამოქვეყნებული და, ამასთან ერთად, მასში Samsung-ის ან საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის განცხადებები არ არის წარმოდგენილი.

ოლიმპიადის სპონსორობა
სქრინშოთი: SpaceXMania

ვებსაიტის მისიის განაცხადში ვკითხულობთ, რომ SpaceXMania-ს ფლობს და მართავს Funky Productions LLC და მისი მიზანია, მკითხველს უახლესი ყალბი ამბები და სატირის საკმარისი დოზა მიაწოდოს. 

ოლიმპიადის სპონსორობა
სქრინშოთი: SpaceXMania

იდენტური ინფორმაცია 29 ივლისს ასევე გავრცელდა SpaceX Fanclub-ის ფეისბუკ გვერდზეც, თუმცა პოსტშივე მითითებულია, რომ ინფორმაცია სატირულია. 

ოლიმპიადის სპონსორობა
სქრინშოთი: SpaceX Fanclub

სამსუნგი კვლავაა ოლიმპიური პარტნიორობის პროგრამის (TOP) ჩამონათვალში, რაც არის ოლიმპიური სპონსორობის უმაღლესი დონე და ანიჭებს ექსკლუზიურ, გლობალურ მარკეტინგის უფლებებს ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშებისა და ოლიმპიური გუნდებისთვის მთელ მსოფლიოში. 

აღსანიშნავია ისიც, რომ 29 ივლისს Samsung-მა გამოაქვეყნა სტატია ოლიმპიური მედალოსნების შესახებ, რომლებიც კომპანიის ნაჩუქარი Samsung-ის ტელეფონებით პოზირებდნენ. 

ასევე, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სპიკერმა reuters-ს განუცხადა, რომ ინტერნეტში გავრცელებული ცნობა სიმართლეს არ შეესაბამება და IOC-ს Samsung-თან 2028 წლამდე აქვს კონტრაქტი გაფორმებული. სოციალურ ქსელში გავრცელებული ცნობები ფაქტების გადამოწმების არაერთმა პლატფორმამ, მათ შორის Snopes-მა შეისწავლა. 

პარიზის ოლიმპიადა 26 ივლისს გაიხსნა. ღონისძიებასთან დაკავშირებული რამდენიმე დეზინფორმაცია “მითების დეტექტორმა” უკვე გადაამოწმა.

წყაროების შესახებ:

ფეისბუკ ანგარიშს ფანტი ნა, თავის სხვა ანგარიშებთან ერთად (1,2) დეზინფორმაციული პოსტები წარსულში არაერთხელ აქვს გავრცელებული. “მითების დეტექტორმა” მომხმარებლის მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაცია მრავალჯერ გადაამოწმა.  

ფეისბუკ მომხმარებელი თეო ჯაველიძე “კონსერვატიული მოძრაობის” მხარდამჭერი და “ალტ-ინფოსთან” დაკავშირებული ფეისბუკ ჯგუფის “ალტერნატივა საქართველოსთვის” ერთ-ერთი ადმინია. ჯაველიძე  ანტიდასავლური, ანტიუკრაინული და ანტიოპოზიციური შინაარსის პოსტებს რეგულარულად აქვეყნებს. მის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია, “მითების დეტექტორმა” წარსულშიც არაერთხელ გადაამოწმა

ფეისბუკ მომხმარებელი Rati Kavelashvili ფეისბუკ გვერდების მართლმადიდებლური სიახლეები, ქართული გვერდი / Rati’s Page მფლობელია. ამ გვერდების მიერ გავრცელებული მცდარი და მანიპულაციური ინფორმაცია “მითების დეტექტორს” წარსულშიც გადაუმოწმებია. 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სპორტი
დარღვევის ტიპი: სატირა
ქვეყანა/ორგანიზაცია: საფრანგეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist