22 დეკემბერს, რუსული პროპაგანდისტული მედიის Украина.ру-ს ფეისბუკ გვერდზე ფრანგული სატირული ჟურნალის “შარლი ებდოს” გარეკანის ფოტო გამოქვეყნდა. კარიკატურაზე უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკია გამოსახული, რომელიც შობის სცენის ფონზე სხვადასხვა ნივთებით ხელში გარბის. აღწერის მიხედვით ზელენსკი შობას იპარავს. “შეწყვიტეთ წუწუნი, მეტი მჭირდება” წერია გარეკანზე.
ჟურნალი 22 დეკემბრით თარიღდება და სპეციალური ნომერი აწერია.
შარლი ებდოს იგივე კარიკატურა ასევე ფეისბუკის ქართულ ანგარიშებზე 1, 2 და ბლოგზე livejournal.com გამოქვეყნდა.
გავრცელებული კარიკატურა ყალბია. შარლი ებდოს უახლესი ნომერი 21 დეკემბერს გამოვიდა და მსოფლიო ჩემპიონატის თემას ეძღვნება. ზელენსკის კარიკატურა ჟურნალის არც სხვა, მათ შორის სპეციალური გამოშვების ნომრებზე, არ გვხვდება.
“შარლი ებდოს” ვებ-გვერდზე არც ტვიტერის და ფეისბუკ გვერდებზე, მსგავს გარეკანს, რომელზეც ზელენსკი არის გამოსახული, არ ვხვდებით. გავრცელებული კარიკატურა 22 დეკემბერით თარიღდება, თუმცა შარლი ებდოს უახლესი ნომერი 21 დეკემბერს გამოვიდა და მსოფლიო ჩემპიონატის თემას ეხმიანება.
შარლი ებდოს ჟურნალის სხვა გარეკანები 20 ივლისიდან 21 დეკემბრის ჩათვლით ასე გამოიყურება:
შარლი ებდოს სახელით უკრაინის თემაზე გაყალბებული გარეკანები “მითების დეტექტორმა” ადრეც გადაამოწმა:
- პოლონეთში ჩამოვარდნილ რაკეტაზე “შარლი ებდოს” სახელით გაყალბებული კარიკატურა ვრცელდება
- უკრაინაზე “შარლი ებდოს” გარეკანის გაყალბებული კარიკატურები ვრცელდება
- В ФЕЙСБУКЕ РАСПРОСТРАНЯЕТСЯ ПОДДЕЛЬНАЯ ОБЛОЖКА ЖУРНАЛА «ШАРЛИ ЭБДО»
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.