სერბეთის პრეზიდენტის Snapchat ეფექტით შეცვლილი ვიდეო რეალურ კადრებად ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

105
VIEWS

15 სექტემბერს ფეისბუქ მომხმარებელმა Elga Kilasonia გამოაქვეყნა სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის ვიდეო, რომელშიც ის თვალებს და ენას არაბუნებრივად ამოძრავებს. პოსტის ავტორის აღწერით ის “მწყობრიდან გამოვიდა”. 

Screenshot 9 5 სერბეთის პრეზიდენტის Snapchat ეფექტით შეცვლილი ვიდეო რეალურ კადრებად ვრცელდება

სერბეთის პრეზიდენტის ამსახველი ვიდეო ნამდვილი არაა. ის აპლიკაცია Snapchat-ის ეფექტითაა შეცვლილი, რომელსაც Tongue Twister ჰქვია. 

გავრცელებული ვიდეო აპლიკაცია Snapchat-შია დამუშავებული, კერძოდ, გამოყენებულია ეფექტი Tongue Twister, რომელიც აპლიკაციის მომხმარებლებს ადამიანის როგორც უძრავი, ისე მოძრავ გამოსახულებების შეცვლის შესაძლებლობას აძლევს. 

Screenshot 10 4 სერბეთის პრეზიდენტის Snapchat ეფექტით შეცვლილი ვიდეო რეალურ კადრებად ვრცელდება

აღნიშნული ეფექტის გამოყენებით შექმნილი ვიდეოები  არაერთ პლატფორმაზე, მათ შორის ინსტაგრამსა და ტიკ-ტოკზე შეგვიძლია ვნახოთ. ქვემოთ მოცემულია ეფექტის გამოყენების რამდენიმე მაგალითი ცნობილი ფილმის სცენაზე, მუსიკალურ ვიდეოსა და ჯო ბაიდენის საჯარო გამოსვლის ამსახველ ვიდეოზე

Screenshot 11 3 სერბეთის პრეზიდენტის Snapchat ეფექტით შეცვლილი ვიდეო რეალურ კადრებად ვრცელდება Screenshot 12 3 სერბეთის პრეზიდენტის Snapchat ეფექტით შეცვლილი ვიდეო რეალურ კადრებად ვრცელდება

Elga Kilasonia-ს პოსტზე ასევე გვხვდება სხვა ფეისბუქ მომხმარებლების კომენტარები, სადაც ჩანს, რომ ნაწილი გავრცელებულ ვიდეოს რეალურად აღიქვამს, ხოლო ერთ-ერთი ფეისბუქ მომხმარებელის მტკიცებით, ალექსანდრ ვუჩიჩი რეპტილიაა.

Screenshot 13 2 სერბეთის პრეზიდენტის Snapchat ეფექტით შეცვლილი ვიდეო რეალურ კადრებად ვრცელდება

კონსპირაცია იმის შესახებ, რომ ცნობილი ადამიანების ნაწილი რეპტილიაა, პერიოდულად ვრცელდება, ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის”  მასალებში: 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: სერბეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist