სერბეთი თუ ერაყი? რას ასახავს რეალურად “კარდჰუს” მიერ გამოქვეყნებული ფოტო 

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

200
VIEWS

10 თებერვალს ფეისბუქ-გვერდმა კარდჰუ ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც ცეცხლმოკიდებული ქალაქის ხედი ჩანს. ფოტოს აღწერაში მითითებულია, რომ ის 1999 წელს ნატოს ძალების მიერ სერბეთის დაბომბვას ასახავს.

Screenshot 1 8 სერბეთი თუ ერაყი? რას ასახავს რეალურად “კარდჰუს” მიერ გამოქვეყნებული ფოტო 

“კარდჰუს” მიერ გამოქვეყნებული ფოტო ნატოს მიერ სერბეთის დაბომბვას არ ასახავს. ფოტო 2003 წლის 21 მარტს ერაყის დედაქალაქ ბაღდადშია გადაღებული, და აშშ-ს მეთაურობით, სადამ ჰუსეინის რეჟიმის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია „ერაყის თავისუფლების” დროს პირველ შეტაკებებს ასახავს.

ფოტოს საძიებო ხელსაწყო Reverse image search-ით ძიებისას “კარდჰუს” მიერ გამოქეყნებულ ფოტოს არაერთ ვებ-გვერდზე მივაგენით. Tineye-ს მონაცემების მიხედვით, ფოტო ბოლოს გამოცემა “ფორბსის” ვებ-გვერდზე განმოქვეყნებულ სტატიაშია გამოყენებული. 

Screenshot 2 7 სერბეთი თუ ერაყი? რას ასახავს რეალურად “კარდჰუს” მიერ გამოქვეყნებული ფოტო 

Forbes.com-ის სტატია “შოკისა და შიშის” (Shock & Awe) სახელით ცნობილი საბრძოლო ტაქტიკის ავტორის ჰარლან ულმანის შეფასებებს ეყრდნობა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება იმუშაოს აღნიშნულმა ტაქტიკამ  უკრაინის შემთხვევაში. 

რაც შეეხება ფოტოს, აღწერის მიხედვით, ის არა სერბეთს, არამედ 2003 წელს ბაღდადში სადამ ჰუსეინის მინისტრთა საბჭოს შენობის დაწვას ასახავს.

Screenshot 3 8 სერბეთი თუ ერაყი? რას ასახავს რეალურად “კარდჰუს” მიერ გამოქვეყნებული ფოტო 

ფოტო getty images-ზეც იძებნება და აქაც აღნიშნულია, რომ ის 2003 წლის 21 მარტს ერაყის დედაქალაქ ბაღდადშია გადაღებული და საერთაშორისო კოალიციის ძალების მიერ აშშ-ს მეთაურობით ერაყის დიქტატორის, სადამ ჰუსეინისა და მისი რეჟიმის წინააღმდეგ წამოწყებული სამხედრო ოპერაცია „ერაყის თავისუფლების” პირველ შეტაკებებს ასახავს.

Screenshot 4 8 სერბეთი თუ ერაყი? რას ასახავს რეალურად “კარდჰუს” მიერ გამოქვეყნებული ფოტო 

აღსანიშნავია, რომ ფოტო რამდენიმე ვებ-გვერდს სერბეთის კონტექსტში აქვს გამოყენებული, მათ შორისაა კრემლისტური გამოცემა NEWS FRONT-იც. 2021 წლის მარტში en.news-front.info-ზე  ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ იუგოსლავიის დაბომბვასთან დაკავშირებულ განცხადებას აღნიშნული ფოტო აქვს დართული.

Screenshot 5 5 სერბეთი თუ ერაყი? რას ასახავს რეალურად “კარდჰუს” მიერ გამოქვეყნებული ფოტო 

“კარდჰუს” შესახებ

ფეისბუქ-გვერდი 2017 წლის 23 ივლისს შეიქმნა და ამ დროისთვის 45 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს. “კარდჰუ” სიძულვილის ენას ეროვნული, სექსუალური და სხვა უმცირესობების მიმართ  ავრცელებს, ასევე ევროსკეპტიციზმსა და უნდობლობას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიმართ აღვივებს.

გვერდს დეზინფორმაციული და მანიპულაციური ინფორმაცია აქამდეც არაერთხელ გაუვრცელებია, იხილეთ რამდენიმე მათგანი:

მისაღებია თუ არა ამერიკისთვის რუსეთის უკრაინაში “ცოტათი შეჭრა”?

რის გამო გაუქმდა ავიამიმოსვლა რუსეთთან და ვინ უკავშირებს ტურიზმის შემცირებას გიორგი გაბუნიას?

მუშაობს თუ არა ენგურჰესი ზამთარში მხოლოდ აფხაზებზე?

როგორ გააყალბეს FB ანგარიშებმა ივერი მელაშვილის სატელევიზიო კომენტარი?

“კარდჰუ” ამერიკის ელჩის კომენტარს აყალბებს


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ერაყი, სერბეთი
წყარო

წყარო

კა
კარდჰუ

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist