სენატის შუალედური არჩევნების წინ კრემლმა ტროლები და ბოტები კვლავ გაააქტიურა

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

59
VIEWS

მომზადებულია The New York Times-ის სტატიის მიხედვით.

მკვლევრებმა მთელ რიგ რუსულ ინფორმაციულ ოპერაციებს მიაკვლიეს, რომლებიც აშშ-ის არჩევნებზე ზემოქმედებასა და უკრაინისადმი მხარდაჭერის შემცირებას ისახავდა მიზნად.

ერთ წლიანი დუმილის შემდეგ, სოციალიური ქსელი Gab-ის მომხმარებელი ‘ნორა ბერკა’  ულტრაკონსერვატიულ პლატფორმას აგვისტოში დაუბრუნდა. მანამ სანამ საკუთარი კრიტიკული აზრების გავრცელებას მიჰყოფდა ხელს, ბერკამ არაერთი მკვეთრად კონსერვატიული თემატიკის პოსტი გადააზიარა.

პოსტების უმეტესობა პრეზიდენტი ჯო ბაიდენისა და სხვა ცნობილი დემოკრატების დაკნინებას ცდილობდა, უკრაინის დასახმარებლად ამერიკელი გადასახადების გადახმდელთა ფულის ფლნგვის გამო წუხილს გამოთქვამდა, უკრაინის პრეზიდენტს კი რუსული პროპაგანდის მიერ დახატულ კარიკატურულ პერსონაჟად წაროაჩენდა.

თუმცა, პოლიტიკური გზავნილების მსგავსი ნაზავი შემთხვევითი ნამდვილად არაა.  მომხმარებელი ნორა ბერკა  2016 და 2020 წლების არჩევნებში ჩარევაში ეჭვმიტანილ რამდენიმე რუსულ ორგანიზაციასთან არის დაკავშირებული.

ნორა ბერკას მიერ გამოქვეყნებული პოსტები იმ დიდი კამპანიის ნაწილია, რომელიც 8 ნოემბრის შუალედური არჩევნების პერიოდში მძვინვარებს. კამპანიის მიზანი, როგორც უწინ, კონსერვატორ ამომრჩევლებში ბრაზის გაჩენა და ამერიკული არჩევნების სისტემის ლეგიტიმაციის შერყევაა. ამ შემთხვევაში, მიზნებს ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ უკრაინისთვის გაწეული დახმარების დისკრედიტაციაც დაემატა. კამპანიის ფარგლებში, სოციალური ქსელის ისეთი ანგარიშები, როგორიც ნორა ბერკაა, თავს განრისხებულ ამერიკელებად ასაღებენ და მოსახლეობაში არსებულ პოლიტიკურ და სოციალურ უთანხმოებებს კიდევ უფრო ამწვავებენ.

ერთის მხრივ, კამპანია ცხადყოფს, თუ რაოდენ მოწყვლადია ამერიკული საარჩევნო სისტემა უცხოური ინტერვენციების პირისპირ, თუმცა კიდევ უფრო საგანგაშოა ის ფაქტი, თუ რამდენად დაიხვეწნენ დეზინფორმაციის გამავრცელებლები, რომლებსაც დიდი სოციალური მედია პლატფორმების მიერ ყალბი შინაარსის გავრცელების შემაკავებელი მექანიზმები უფრო და უფრო ნაკლებ დაბრკოლებას უქმნით.

გასულ თვეს, გამოძიების ფედერალურმა ბიურომ და კიბერ და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების სააგენტომ სპეციალური განცხადება გაავრცელეს, რომლის მიხედვითაც არჩევნებთან დაკავშირებული დეზინფორმაცია ბნელი ვების (Dark web) მედია არხების, ონლაინ ჟურნალების, აპლიკაციების, ელექტრონული ფოსტის, ტექსტური შეტყობინებებისა და ყალბი ონლაინ პერსონების მიერ ვრცელდებოდა. დეზინფორმაციული მტკიცებები შეიცავდა გზავნილებს, თითქოს არჩევნების მონაცემები და შედეგები დაჰაკული და მოდიფიცირებულია.  სააგენტოებმა მოსახლეობას მოუწოდეს, არ მოეწონებინათ, გადაეზიარებინათ და განეხილათ უცნობი და ნაკლებად სანდო წყაროების მიერ გამოქვეყნებული პოსტები.

  • ახალი საკომუნიკაციო არხები

პარალელურად, კვლევითმა ორგანიზაციებმა ისეთი რუსული დეზინფორმაციული კამპანიები გამოააშკარავეს, რომლებიც ძირითად საკომუნიკაციო არხად Gab-ს, Parler-ს, Getter-სა და სხვა ისეთ ახლადშექმნილ პლატფორმებს იყენებდა, რომლებიც სიტყვის თავისუფლების სახელით, კონტენტის მოდერაციას არ ახდენს.

2016 წელთან შედარებით, როდესაც არაავთენტური ანგარიშები Facebook-სა და სხვა დიდ პლატფორმებზე მილიონობით მომხმარებლებს მიწვდნენ, ამჟამინდელი კამპანიები ნაკლებად მასშტაბურია, თუმცა, ისინი  არანაკლებ საზიანოა, ვინაიდან, ამ შემთხვევაში, აუდიტორია გაცილებით მეტად შეღწევადია. კონსერვატიული სენტიმენტების მქონე მომხმარებლებზე ზემოქმედება რუსული მიზნების განხორციელების პროცესში მეტად ეფექტიანია.

კამპანიის ფაგლებში იდენტიფიცირებულ ანგარიშებს ადრე ახალი ამბების პლატფორმა ‘ნიუსრუმი ამერიკელი და ევროპელი მოქაქლაქეებისთვის“ იყენებდა. 2020 წელს Meta-მ მოცემული პლატფორმა ე.წ ‘ინტერნეტის კვლევის სააგენტოს’ მიერ წარმოებულ რუსულ ინფორმაციულ ოპერაციებთან დააკავშირა. მას შემდეგ ქსელი დაიშალა, მასთან დაკავშირებული ანგარიშებიც ნაკლებად აქტიურები გახდნენ, თუმცა, ამ წლის აგვისტოსა და სექტემბერში კვლავ გააქტიურდნენ.

ნორა ბერკას არაავთენტური ანგარიშისთვის დამახასიათებელი არაერთი თვისება აქვს. ანგარიშს პროფილის ფოტო არ აქვს, არც რაიმე ბიოგფრაფიული დეტალი გვხვდება, ანგარიშმა  Gab-ზე გაგზავნილ შეტყობინებებსაც არ უპასუხა. ბერკას 8000 მიმდევარი ჰყავს, მხოლოდ პოლიტიკურ საკითხებზე პოსტავს და მცდარ და შეცდომაში შემყვან ინფორმაციასაც ხშირად ავრცელებს. პოსტების უმეტესობას შეზღუდული ჩართულობა აქვს, თუმცა გამოძიების ფედერალური ბიუროს  (FBI) შესახებ გამოქვეყნებულ ბოლო პოსტს 43 რეაქცია, 11 პასუხი და 64 გადაზიარება აქვს.

სექტემბრიდან მოყოლებული, ანგარიში აქამდე უცნობი პლატფორმა electiontruth.net-ის ბმულებს აზარებს, რომელიც, კვლევითი ორგანიზაცია Recorded Future-ის მიხედვით, რუსულ დეზინფორამციულ კამპანიასთანაა დაკავშირებული. Electiontruth.net-ის პირველი პოსტი 5 სექტემბერს გამოქვეყნდა, თუმცა მას შემდეგ პოსტებს ყოველდღიური ხასიათი მიეცა. მათი უმრავლესობა პრეზიდენტ ჯო ბაიდენისა და სხვადასხვა დემოკრატი კანდიდატებს აქილიკებს, რასის, კრიმინალსა და გენდერთან დაკავშირებულ პოლიტიკას აკრიტიკებს და ამტკიცებს, რომ მსგავსი საკითხები აშშ-ს ანგრევს. „ამერიკა და კომუნიზმი“ პლატფორმის ერთ-ერთი ტიპური სათაურთაგანია. საკონტაქტო ინფორმაციის სექციაში electiontruth.net-ს არკანზასის ერთ-ერთ ქალაქში არსებული კაფე აქვს მითთებული. კაფე დახურულია, იგი ადგილობრივი სასურსათო მაღაზიით ჩანაcვლდა, თუმცა, მისმა მესაკუთრემ საიტის შესახებ არაფერი იცის.

  • კამპანია უკრაინის წინააღმდეგ

აღსანიშნავია, რომ ინფორმაციულ კამპანიების თან სდევდა გზავნილი, რომ აშშ-სა და პრეზიდენტ ბაიდენის მიერ რუსულ ოკუპაციასთან ბრძოლაში უკრაინის დამარება უბრალოდ ფულის კარგვა იყო. მაგალითისთვის, ნორა ბერკამ სექტემბერში უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის გაყალბებული ფოტო გამოაქვეყნა, სადაც იგი ბაიდენის გაგზავნილ ფულში ბანაობდა. „მაშინ როდესაც ამერიკელებს საკვებისა და საწვავის შეძენა უჭირთ, ჯო ბაიდენს უკრაინისთვის დამატებით 13.7 მილიარდი დოლარის გაგზავნა სურს.“ – ამბობდა ანგარიში. გასაკვირი არაა, რომ მოცემული გზავნილი თანხვედრაშია რესპუბლიკური პარტიის წევრების მიერ გამოთქმულ ბოლოდროინდელ კრიტიკასთან, რომლებიც ეჭვევქვეშ აყენებენ აშშ-ის უკრაინისთვის მიწოდებული იარაღისა და სხვა სამხედრო დახმარების ადრესატამდე მიღწევის შესაძლებლობას.

წინა წლების მსგავსად, ძნელია იმ ზიანის ზუსტი განსაზღვრა, რომელიც მოცემულ ინფორმაციული ოპერაციებს მოაქვთ. დანამდვილებით იმის თქმა შეიძლება, რომ ისინი ხელს უწყობენ აშშ-ის პოლიტიკურ პროცესებში ე.წ. „ხელოვნური ქაოსის“ შექმნას.

წყარო
ასევე დაგაინტერესებს

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist