დეზინფორმაცია
13 სექტემბერს ფეისბუქ-მომხმარებელმა მაია თვალთვაძემ გამოაქვეყნა პოსტი, რომლის თანახმადაც გამოცემა Financial Times-მა აღიარა, რომ “ქიმტრეილები” შეთქმულების თეორია არ არის და ისინი გლობალურ დათბობასთან ბრძოლაში გვეხმარება. პოსტში ასევე წერია, რომ “ქიმტრეილები” ადამიანებს  მძიმე მეტალებით წამლავს. კომენტარების ველში, პოსტის ავტორმა გამოცემა The People’s Voice-ის სტატიის ბმული მიუთითა, რომელიც პოსტში გამოთქმულ მტკიცებებს იმეორებს. იგივე ინფორმაცია რუსულ ენაზეც გავრცელდა....
აშშ-ში-ხმის-ელექტრონულად-მიცემაზე-ილონ-მასკის-განცხადება-მანიპულაციურად-გავრცელდა
17 ივნისს სოციალურ ქსელ Threads-ზე რუსულენოვანმა ანგარიშმა გამოაქვეყნა პოსტი, რომლის მიხედვითაც ამერიკელმა ბიზნესმენმა და X-ის მფლობელმა, ილონ მასკმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ხმის მიცემის აპარატები შექმნილია ისე, რომ დაუშვას თაღლითობის შესაძლებლობა. ანგარიშის მტკიცებით, მასკი მოითხოვს, რომ აშშ-ში მთლიანად აიკრძალოს არჩევნებზე ელექტრონული მოწყობილობების გამოყენება. პოსტს თან აქვს დართული სქრინშოტი, რომელიც ამ თემაზე ინგლისურენოვანი მედიის მიერ...
დეზინფორმაცია, თითქოს ჯანმო ფრინველის გრიპის ვაქცინების მოწინააღმდეგეებს დასჯის
7 ივნისიდან ქართულენოვან (1, 2, 3) და რუსულენოვან ფეისბუკ-ანგარიშებზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) წევრი 194 ქვეყანა შეთანხმდა დაიწყონ იმ მოქალაქეების დაპატიმრება და დევნა, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ფრინველის გრიპის ვაქცინებს. ზოგიერთ პოსტში ასევე აღნიშნულია, რომ ჯანმოს მიღებული შესწორებები აუქმებს ქვეყნების ეროვნულ სუვერენიტეტს და WHO -ს ფართო უფლებამოსილებას ანიჭებს, მიიღოს კანონები დასავლურ ქვეყნებში. პოსტის ავტორები...
FDA
2024 წლის 2 ივნისს ანონიმურმა ფეისბუქ-მომხმარებელმა Maria Maria გაავრცელა ინფორმაცია, რომ FDA (აშშ-ის საკვებისა და წამლის ადმინისტრაცია) გეგმავს, ამერიკაში მარილი ჩუმად შეცვალოს Microsoft-ის დამფუძნებლის, ბილ გეითსის მიერ წარმოებული ახალი სინთეზური “მარილის შემცვლელით”, რომელიც მესენჯერულ რნმ-ს (mRNA) ქიმიკატებს შეიცავს. პოსტის აღწერაში ავტორი ეყრდნობა 2023 წლის 26 აგვისტოს The People’s Voice-ის ვებ-საიტზე გამოქვეყნებულ სტატიას.   იგივე მტკიცება ქართული...
დეზინფორმაცია,-თითქოს-მელ-გიბსონმა-პრინც-უილიამს-ანტიქრისტე-უწოდა
23-28 თებერვალს ფეისბუკ ანგარიშებმა (1,2,3) გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის თანახმად, ჰოლივუდის ვარსკვლავი, მელ გიბსონი პრინც უილიამს ანტიქრისტეს უწოდებს და ამტკიცებს, რომ მას ერთიანი მსოფლიოს ლიდერად ამზადებენ. იდენტური ინფორმაცია რამდენიმე დღით ადრე რუსულენოვანმა ფეისბუკ ანგარიშებმაც (1,2,3) გამოაქვეყნეს. გავრცელებულ პოსტებში ანიშნულია, რომ მელ გიბსონმა თანამშრომლებსა და კოლეგებს უთხრა, რომ პრინცი უილიამი ახალი მსოფლიო წესრიგის ფარგლებში ერთიანი მსოფლიო მთავრობის...
დეზინფორმაცია,-თითქოს-იაპონია-ამტკიცებს,-რომ-COVID-19-ბიოლაბორატორიებში-შექმნეს
9 ოქტომბერს ანონიმურმა ფეისბუქ-ანგარიშმა “ეროვნული სულისკვეთება” გააზიარა ინგლისურენოვანი სქრინშოტი, თითქოს იაპონია ავრცელებს მტკიცებულებებს, რომლის მიხედვითაც COVID-19-ის ყველა შტამი ბიოლაბორატორიებში იყო შექმნილი.   მტკიცება, თითქოს იაპონია COVID-19-ის ყველა შტამის ბიოლაბორატორიაში შექმნაზე კვლევას ავრცელებს, დეზინფორმაციულია. კვლევა იაპონიის ოფიციალური უწყებების დაკვეთით არ ჩატარებულა და მასში საუბარია “SARS-CoV-2 ვარიანტების არაბუნებრივ ევოლუციურ პროცესებსა და მიზანმიმართული ბუნებრივი გადარჩევის შესაძლებლობაზე”, თუმცა ავტორები არ...
მოუწოდა-თუ-არა-WEF-მა-მთავრობებს-კოვიდ-საკონცენტრაციო-ბანაკების-აშენებისკენ
21 სექტემბერს სოციალური ქსელის მომხმარებლებმა (Gvantsa Grimaldi, Giorgi Mamisashvili) კოვიდ-საკონცენტრაციო ბანაკების აშენების შესახებ გაავრცელეს ინფორმაცია. გამოქვეყნებული პოსტების თანახმად, მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა (WEF) მოუწოდა მთავრობებს, რომ მთელ მსოფლიოში კოვიდ-საკონცენტრაციო ბანაკები ააშენონ, რათა შემდეგ დააპატიმრონ მოქალაქეები, რომლებიც მათ ოფიციალურ შეხედულებას არ დაეთანხმებიან. პოსტში ასევე მითითებულია ვებ-საიტის ufospace.net ბმული და სქრინშოთი მასზე გამოქვეყნებული სტატიიდან. ინფორმაცია მსოფლიოში კოვიდ საკონცენტრაციო...
დეზინფორმაცია,-თითქოს-გაერო-პედოფილიის-დაკანონებას-ითხოვს
7 აგვისტოს ფეისბუქის ქართულ (1, 2,) და რუსულენოვანმა (1, 2) მომხმარებლებმა გაავრცელეს პოსტი, რომელშიც ვკითხულობთ, რომ გაერომ ქრისტიანები გააფრთხილა, თუ ისინი სრულად არ მიიღებენ პედოფილიის ლეგალიზაციას, გარიყულნი იქნებიან საზოგადოებრივი ცხოვრებისგან და მასში მონაწილეობისგან. პოსტებში ასევე წერენ, რომ გაეროს ექსპერტის ვიქტორ მადრიგალ-ბორლოზის განცხადებით, რელიგიური თავისუფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიშვება, თუ მორწმუნეები სრულად მიიღებენ გლობალისტურ დღის წესრიგს,...
გაყალბებული-ციტატა
11 ივნისს ცნობილი გახდა, რომ 92 წლის ფილანტროპი, ბიზნესმენი და “ღია საზოგადოების ფონდის” დამფუძნებელი – ჯორჯ სოროსი 25 მილიარდის ღირებულების ფონდის მართვის სადავეებს საკუთარ 37 წლის შვილს, ალექს სოროსს გადასცემს. ამ ფაქტის გავრცელების შემდეგ რუსულენოვან პროპაგანდისტულ მედიასა (1, 2, 3) და ქართულენოვან ანონიმურ ფეისბუკ-ანგარიშზე ალექს სოროსის ინტერვიუს ფრაგმენტები გავრცელდა, რომელშიც ის პირობას დებს, რომ კონსერვატორებს ინტერნეტიდან აღმოფხვრის და...
დეზინფორმაცია
14-15 აპრილს ფეისბუქ-ანგარიშმა სო- სოფი, ასევე რუსულენოვანმა ანგარიშებმა (1, 2, 3) გამოაქვეყნეს პოსტები, რომლებშიც წერენ, რომ გლობალისტური ელიტის მტკიცებით, წყალზე წვდომა ადამიანის უფლება არ არის და მსოფლიოს წყლის მარაგი ელიტების მიერ პრივატიზებული და კონტროლირებადი უნდა იყოს. ერთ-ერთ პოსტს, რომელსაც მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის  დამფუძნებლის, კლაუს შვაბის, ფოტო ახლავს, წყაროდ ვებ-გვერდი thepeoplesvoice.com აქვს მითითებული, რომლის სათაურშიც აღნიშნულია,...

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist