სავალდებულოა თუ არა რელიგიის სწავლება დიდ ბრიტანეთში, იტალიასა და საბერძნეთში?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

371
VIEWS

16 ივნისს ტელეკომპანია ალტ-ინფოს გადაცემაში “ალტ-ინტერვიუ” ერთ-ერთი სტუმარი მღვდელი გიორგი ვაშალომიძე იყო, რომელთანაც გადაცემის წამყვანმა თათია გაბრიჭიძემ ნინოწმინდის ბავშვთა სახლთან დაკავშირებულ მოვლენებზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ რელიგიის სკოლებში სავალდებულო სწავლება ევროპის ქვეყნებში კარგად არის დარეგულირებული და დომინანტი კონფესიის რელიგიის სწავლება სავალდებულო საგანია. ვაშალომიძეს მაგალითებად დიდი ბრიტანეთი, იტალია და საბერძნეთი მოჰყავს.

გიორგი ვაშალომიძე, მღვდელი: “ნებისმიერ, თუნდაც ევროსაბჭოს წევრ ქვეყანაში, სადაც ყველაზე მეტი აღმსარებელია, იქ ის აღმსარებლობა სავალდებულო საგნად ისწავლება, როგორც სკოლებში, ისე უმაღლეს სასწავლებელში… საბერძნეთი ავიღოთ, იტალია ავიღოთ, იქ კათოლიკურია, საბერძნეთში მართლმადიდებლური და პროტესტანტული ბრიტანეთში.

მტკიცება, თითქოს დიდ ბრიტანეთში, იტალიასა და საბერძნეთში ქრისტიანული აღმსარებლობის გაკვეთილები სავალდებულოა, ნაწილობრივ მცდარია, რადგან: 1. დიდი ბრიტანეთის სკოლებში რელიგიური განათლების (RE) სილაბუსში არა მხოლოდ ქრისტიანობა, არამედ მსოფლიოს 6 ძირითადი რელიგიაა შეტანილი; 2. იტალიის სკოლებში კათოლიკური სწავლების საგნის არსებობა სავალდებულოა, თუმცა მოსწავლეებისთვის დასწრება ნებაყოფლობითია; 3. საბერძნეთის სკოლებში მართლმადიდებლური სწავლება დომინანტურია, თუმცა მოსწავლის მშობლის მოთხოვნის საფუძველზე, ბავშვი რელიგიის გაკვეთილიდან თავისუფლდება.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნაწილში საჯარო სკოლების კურიკულუმში რელიგიის საგანი შედის, რაც სეკულარულ ქვეყნებში მოიცავს რელიგიის ისტორიის, მსოფლიოს სხვადასხვა რელიგიის მსოფლმხედველობისა და ჰუმანიზმის სწავლებას. ქვეყნების ნაწილში სკოლებისათვის ამ საგნის სწავლება არჩევითია. რამდენიმე ქვეყანაში, მაგალითად, საფრანგეთსა და სლოვენიაში რელიგიური განათლება სასკოლო სასწავლო გეგმის ნაწილი საერთოდ არ არის. იმ ქვეყნების უმეტესობაში, სადაც სკოლებში რელიგიური განათლების საგნის არსებობა სავალდებულოა, მოსწავლეთათვის მასზე დასწრება არჩევითია. უმეტეს ქვეყანაში მოსწავლის რელიგიის გაკვეთილებიდან გათავისუფლება მშობლების თანხმობის საფუძველზე ხდება.

დიდი ბრიტანეთის სკოლებში რელიგიური განათლების (RE) სილაბუსში მსოფლიოს 6 ძირითადი რელიგიაა შეტანილი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების 2020 წლის ანგარიშის მიხედვით, დიდ ბრიტანეთში კანონის მიხედვით, საჯარო სკოლებში რელიგიური განათლება (RE) და ღვთისმსახურება 3-18 წლის ასაკში ბავშვებისთვის სავალდებულოა და შინაარსი ადგილობრივ დონეზე წყდება, რაც იმას ნიშნავს, რომ თითოეულ სკოლას სილაბუსის ადაპტირების საშუალება აქვს. მიუხედავად ამისა, მშობლებს შეუძლიათ მოითხოვონ და საკუთარი შვილები რელიგიური განათლების გაკვეთილებსა და ღვთისმსახურებას არ დაასწრონ, ხოლო 14 წლის ასაკიდან მოსწვალეებს გაკვეთილზე დასწრებაზე უარის თქმა თავადაც შეუძლიათ.

რელიგიური განათლების (RE) 2020-2025 წლის სილაბუსში მსოფლიოს 6 ძირითადი რელიგია (ბუდიზმი, ქრისტიანობა, ინდუიზმი, ისლამი, იუდაიზმი, სიქიზმი) და ჰუმანიზმია შეტანილი.  საგნის სწავლების ძირითად მიზნებში კი აღნიშნულია, რომ ის მოსწავლეებს მსოფლიოს რელიგიების, მსოფლმხედველობებისა და რელიგიური რიტუალებისა და პრაქტიკების მრავალფეროვნების შესწავლაში ეხმარება, გარდა ამისა, ხაზგასმულია RE-ს გაკვეთილების დროს ტოლერანტობის მნიშვნელობაც.

;

;

იტალიაში “რელიგიის საათი” სკოლებისთვის სავალდებულოა, მოსწავლეებისთვის კი ნებაყოფლობითი 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების 2020 წლის ანგარიშის მიხედვით, იტალიაში “რელიგიის საათის” ყოველკვირეული კურსის ქონა საჯარო სკოლებში სავალდებულოა, მიუხედავად ამისა, კურსები მოსწავლეებისთვის სავალდებულო არ არის, მოსწავლეებს, რომლებსაც ამ გაკვეთილზე დასწრება არ სურთ, შეუძლიათ მის ნაცვლად სხვა საგნები შეისწავლონ ან გაკვეთილს არ დაესწრონ და მშობლის თანხმობით, სკოლიდან ადრე წავიდნენ.

მართალია, “რელიგიის საათის” მასწავლებლებს კათოლიკური ეკლესია ირჩევს, თუმცა  სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული სასწავლო მასალა რელევანტურია როგორც კათოლიკეებისთვის, ისე არაკათოლიკური რელიგიური ჯგუფებისთვის.

გარდა ამისა, თუ რომელიმე  მოსწავლე არა-კათოლიკური რელიგიური ჯგუფიდან მოითხოვს, რომ ჩაუტარდეს რელიგიური გაკვეთილები, ამ ჯგუფმა უნდა უზრუნველყოს მასწავლებლის მოძიება და დაფაროს სწავლების საფასური, მათ მთავრობასთან გაკვეთილის შინაარსის შეთანხმება არ მოეთხოვებათ.

საბერძნეთში მშობლის მოთხოვნის საფუძველზე მოსწავლე მართლმადიდებლურ სწავლებაზე დასწრებისგან თავისუფლდება

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების 2020 წლის ანგარიშის მიხედვით, საბერძნეთში რელიგიური სწავლება, უმეტესად ბერძნული მართლამდიდებლური სწავლებები, დაწყებითი და საშუალო სკოლის მოსწავლეებისთვის სავალდებულოა. თუმცა, მშობლის ან მეურვის მოთხოვნისა საფუძველზე გაკვეთილებისგან მოსწავლეების გათავისუფლება შესაძლებელია, გათავისუფლებულ მოსწავლეებს შეუძლიათ ამ დროის განმავლობაში სხვადასხვა საგნის გაკვეთილებს დაესწრონ.

კანონი ითვალისწინებს ისლამის რელიგიურ სწავლებას თრაკიის საჯარო სკოლებში მუსლიმური უმცირესობისთვის და კათოლიკურ რელიგიურ სწავლებას თინოსისა და სიროსის კუნძულებზე მდებარე საჯარო სკოლებში. კანონი ასევე შეიცავს დებულებებს, რომლებიც სკოლებს ამ არასავალდებულო კურსებზე რელიგიის მასწავლებლების აყვანას და შენარჩუნებას უადვილებს.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: ნაწილობრივ მცდარი
ქვეყანა/ორგანიზაცია: დიდი ბრიტანეთი, იტალია, საბერძნეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist