სატურნ-პლუტონის შეერთება თუ ბიოლოგიური იარაღი – რატომ გავრცელდა კორონავირუსი?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

დწწდწდ
785
VIEWS

კორონავირურის შესახებ კონსპირაციები არ წყდება. საქმეში ამჯერად ასტროლოგები და საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლები ჩაერთვნენ.

ასტროლოგ რამაზ გიგაურის რჩევები კორონავირუსთან გამკლავების შესახებ კრემლისტურმა გამოცემა News Front Georgia-მ შემოგვთავაზა. მისი თქმით, კორონავირუსი სატურნი-პლუტონის შეერთებას უკავშირდება და ვირუსის დაძლევის “გასაღებიც” სწორედ აქ არის. სპუტნიკის ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა კი განაცხადა, რომ “ჩინელებმა ღამურებში 50 შტამი სხვადასხვა გრიპის ვირუსი შეუშვეს. აქედან გამომდინარე ერთ-ერთი ღამურა ან გაუშვეს ან გაექცათ.” მისივე მტკიცებით, სწორედ ქალაქ უხანშია სპეც ლაბორატორია და რადგან ღამურებს საკვებ პროდუქტად იყენებენ, ვირუსის გავრცელებაც ამიტომ მოხდა. ცაგარელის პროგნოზით, ასევე შესაძლებელია, კორონავირუსის საფრთხე აპრილში დასრულდეს.

ბიოლოგიურ იარაღად თვლის კორონავირუსს მსახიობი ლალი მოროშკინაც, რომელმაც “პალიტრა ნიუსისთვის” მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ Covid-19 2015 წლიდან არსებობდა. ის ახსენებს ამერიკელი მწერლის დინ კუნცის ნაწარმოებს „სიბნელის თვალები”,  რომელიც 1981 წელს გამოიცა და რომელშიც ჩინეთში გავრცელებული კონოროვირუსის მსგავსი ვირუსი “უხან-400”-ია ნახსენები.

მოროშკინა ასევე ამტკიცებს, რომ კორონა ვირუსი ბიოლოგიური იარაღია და მისი  გავრცელება სავარაუდოდ ამერიკის ან ამერიკასთან დაკავშირებული რომელიმე ჯგუფის ინტერესში შედიოდა.

"

""

"

1. პანგოლა თუ ღამურა? – კორონავირუსის გამომწვევი მიზეზები ჯერ ბოლომდე შესწავლილი არ არის. 

BBC- ის ცნობით, კორონავირუსის პირველწარო შესაძლოა მართლაც ყოფილიყვნენ ღამურები, რადგან ისინი დიდ ჯგუფებად და გრძელ დისტანციებზე დაფრინავენ. ასევე, ღამურები გავრცელებულები არიან ყველა კონტინენტზე და შუძლიათ იყვნენ ვირუსის მატარებლები ისე, რომ თავად არ დაინფიცირდნენ.

თუმცა, ამ პროცესში ღამურების როლი ჯერ დადასტურებული არ არის. ღამურებთან ერთად არსებობს ეჭვი, რომ ვირუსის ადამიანებზე გადაცემა პანგოლინიდან მოხდა. რადგან კორონავირუსი ნაპოვნი იქნა პანგოლინებშიც და ვირუსის ეს ვერსია ასევე ძალიან ჰგავს ადამიანის ახალ კორონავირუსს.

მოხდა თუ არა ვირუსის გენეტიკური მასალის მიმოცვლა პანგოლინებსა და ღამურებს შორის ჯერ უცნობია და ექსპერტები ფრთხილობენ ამ საკითხთან დაკავშირებით დასკვნის გაკეთებას. ამასთან,  პანგოლინების შესწავლის შესახებ სრული მონაცემები ჯერ არ გამოქვეყნებულა, რაც ინფორმაციის გადამოწმებას შეუძლებელს ხდის.

"

2. მოსალოდნელია თუ არა კორონავირუსის აპრილში “დასრულება”?

რაც შეეხება მიხეილ ცაგარელის განცხადებას, რომ “ეს ყველაფერი [კორონავირუსი] აპრილში დასრულება”,აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ჯერ არ გაუკეთებია ოფიციალური განცხადება ვაქცინის გამოშვების სავარაუდო თარიღთან დაკავშირებით

"

3. კონსპირაციები დინ კუნცის რომანის “უხან-400”-ის  და ამერიკის ინტერესების შესახებ

ვირუსი “უხან-400” მართლაც არის ნახსენები დინ კუნცის რომანში, თუმცა, “წინასაწრმეტყველება” რეალურ ფაქტებს არ ემთხვევა:

  • კუნცის წიგნში “უხან-400” ადამიანის ხელით შექმნილი ბიოლოგიური იარაღია, ახალი კორონავირუსი კი კორონავირუსების ჯგუფის ერთ-ერთი, აქამდე უცნობი დაავადებაა, რომელიც ცხოველიდან ადამიანზე  გადავიდა.
  • წიგნში “უხან-400” ადამიანების სიკვდილს 100%-ით იწვევს. მართალია, მეცნიერები ჯერ ისევ იკვლევენ ახალ კორონავირუსს, მისი სიკვდიალობის მაჩვენებელი ამ დროისათვის 2%-ს არ აღემატება.
  • “უხან-400”-ს საინკუბაციო პერიოდი 4 საათს გრძელდება, ხოლო კორონავირუსის საინკუბაციო პერიოდი 2-14 დღეა.

კუნცის წიგნი 1981 წელს გამოიცა და თავდაპირველ რედაქციაში ვირუსი საბჭოთა კავშირმა ქალაქ გორკიში შექმნა და მას “გორკი-400” ერქვა. ოფიციალური ვერსია, თუ რატომ შეიცვალა მოგვიანებით ეს დასახელება არავინ იცის, თუმცა რომანის 2008 წლის რედაქციაში ის “უხან-400”-მა ჩაანაცვლა. სააგენტო Reuters South China Morning Post-ზე დაყრდნობით წერს, რომ ვირუსის სახელის ცვლილება აშშ-სა და საბჭოთა კავშირს შორის ცივი ომის დასრულებას უკავშირდება.

"
წყარო: Snopes.com/Twitter

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის ბიოლოგიურ იარაღად წარმოჩენა და ამერიკის დაკავშირება ბიო-საფრთხეებთან კრემლისტური ნარატივია და მსგავსი შინაარსისი კონსპირაციის თოერიები რუსულ მედიაშიც აქტიურად ვრცელდება.

 

დარღვევის ტიპი: კონსპირაციის თეორია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist