“სატყუარა პუტინი” და ქლიქბაითები, რომლებიც აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაბრუნებას გვპირდებიან

კითხვის დრო: 5 წუთი

კითხვის დრო: 5 წუთი

sfdd
2.8k
VIEWS

ქლიქბაით საიტები, როგორც წესი, ეკონომიკური მოგების მიზნით აუდიტორიის მოზიდვას სატყუარა სათაურებით და ვიზუალური ეფექტებით ცდილობენ. მათი მოტივაციაც სწორედ ეკონომიკური სარგებლის მიღების ინტერესით აიხსნება.  თუმცა, არსებობს გამონაკლისებიც, როცა ყვითელი შეფერილობის სენსაციურ მედია კონტენტში  პოლიტიკური დატვირთვის მქონე ინფორმაციის შეფარულად განთავსებაც ხდება. გარდა ამისა, ზოგიერთი ბმული მავნე პროგრამასაც შეიცავს, რომელიც მომხმარებლის პირად მონაცემებს მისი ნებართვის გარეშე იპარავს.

2020 წლის 23-24 აპრილს ქლიქბაიტ საიტებმა abcnews.com.ge და timesnews.ge გამოაქვეყნეს ინფორმაციები, რომელთაც თითქმის იდენტური შემდეგი შინაარსის სათაურები ჰქონდათ: “დროა ვითანამშროლოთ საქართველოსთან და აღვადგინოთ ურთიერთობები! აფხაზეთი და ოსეთი უნდა დაუბრუნდეს განხილვის საკითხს!” და “სასწრაფოდ! ცნობილი ხდება წარმოუდგენელი რამ მოხდა დროა ვითანამშროლოთ საქართველოსთან და აღვადგინოთ ურთიერთობები! აფხაზეთი და ოსეთი უნდა დაუბრუნდეს განხილვის საკითხს!” მსგავსი შინაარსის ინფორმაცია 24 აპრილს წყაროს მითითების გარეშე ასევე გამოაქვეყნა პრორუსულმა ფეისბუქ გვერდმა “სტალინი”, ონლაინ გამოცემა infocovid-19.ru-მ და ქლიქბაით საიტებმა arxi.ge და geomediapress.ge. ამ უკანასკნელის ფეისბუქ პროფილმა “ჯეომედიაპრესი სიახლეები” საკუთარი სტატია, სათაურით “ძალზე თბილად ვართ განწყობილი საქართველოს მიმართ – პუტინი” შემდეგ ფეისბუქ ჯგუფებში გააზიარა: რუსთავი 21 / RUSTAVI 21, Georgia • საქართველო, კახა კალაძე თბილისის მერი.

ყველა ეს პუბლიკაცია იდენტურ გზავნილს შეიცავს, თითქოს პუტინმა რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიეთობების აღდგენაზე ისაუბრა, მათ შორის უვიზო რეჟიმის შემოღებასა და აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის საკითხების გადახედვაზე. პუბლიკაციები, რომლებიც არავითარი წყაროთი არ არის გამყარებული, ასევე თითქმის იდენტური შინაარსის სათაურები რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ფოტოთი ქმნიან შთაბეჭდილებას, რომ ეს საკითხი შესაძლოა საქართველოსთვის პოზიტიურად  გადაწყდეს.

აღნიშნულ ინფორმაციას მხოლოდ 2 შემთხვევაში აქვს მითითებული წყარო, თუმცა, ორივე წყარო ფიქტიური და შეუსაბამოა. მაგალითად, abcnews.com.ge-ზე მითითებულ წყაროს პორტუგალიის ტურიზმის სააგენტოს რეკლამაზე გადავყავართ, ხოლო timesnews.ge-ს სტატიის ბოლოს მითითებული “პირველწყარო” გიორგი მელიქიძის პირადი ბლოგი Georges’ Blog-ია, რომელიც თავის მხრივ არავითარ წყაროს არ ეყრდნობა, ხოლო გიორგი მელიქიძე abcnews.com.ge-ს და timesnews.ge-ს მფლობელია.

"'

აღსანიშნავია, რომ პუტინის შესახებ ინფორმაციას გიორგი მელიქიძე მის პირად ბლოგზე სხვა აპოლიტიკურ ბლოგპოსტებთა ერთად ავრცელებს, რომლებიც მის განათლებას, სამუშაოს, გართობას და საქართველოს პატრიარ ილია II-ს ეხება.

"'

"'

infocovid-19.ru-ზე შეცდომაში შემყვანი სათაურით “დავკარგეთ ქართველების მეგობრობა და სიყვარული, 4 მილიონი ქართველი გავცვალეთ 300 ათას აფხაზში” ვლადიმერ პუტინის ფოტოთი 25 აპრილს გამოქვეყნებული კიდევ ერთი ინფორმაცია გვხვდება. სატყუარა სათაური და ფოტო ქმნის შთაბეჭდილებას, რომ მსგავსი განცხადება ვლადიმერ პუტინმა გააკეთა, თუმცა თავად ინფორმაცია განსხვავებული შინაარსისაა და იტყობინება, რომ россия1-ის ეთერით  პოლიტოლოგმა, ანდრეი ნიკულინმა შემდეგი კომენტარი გააკეთა: „რუსეთს თუ უნდა პოლიტიკური ურთიერთობა დალაგდეს საქართველოსთან, აფხაზეთიდან დევნილები უნდა დააბრუნოს თავიანთ სახლებში“.

'

პუტინზე სატყუარა მასალების გამოქვეყნების გარდა, სხვადასხვა დროს აღნიშნულ პორტალებზე ვრცელდებოდა სხვა პოლიტიკური შეფერილობის დეზინფორმაცია და შეცდომაში შემყვანი მასალები, რომლებიც კოორდინირებულად სხვა აქტორების მიერაც ზიარდებოდა.

წყარო სტატია
abcnews.com.ge; 27 მარტი, 2020 გაოცებულია თუ არა ტრამპი კორონავირუსთან ბრძოლაში საქართველოს შედეგებით?
abcnews.com.ge; 23 მარტი, 2020 კლონირებული ABCNEWS-ი: რამდენი მილიონი ლარი გამოყო ივანიშვილმა ჯანდაცვისთვის?
abcnews.com.ge; 7 აპრილი, 2020 ყალბი BBC, CNN, ABC-ის დეზინფორმაცია, თითქოს ჰარვარდის პროფესორი COVID-19-ის შექმნის გამო დააკავეს
timesnews.ge; 15 აგვისტო, 2017 თურქების მიერ ბათუმში მღვდლის ცემის შესახებ ინფორმაციას არც შსს, არც სხვა დამოუკიდებელი წყარო ადასტურებს
geomediapress.ge; 28 ოქტომბერი, 2017 Fake news-ის თანმხლებ ფოტოზე სასტუმროდან გადმოვარდნილი თურქეთის მოქალაქეა
geomediapress.ge; 9 თებერვალი, 2018 მანიპულაციები, თითქოს დასავლეთი საქართველოს ნატოში გაწევრიანებას ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე სთავაზობს

ვინ ავრცელებს ინფორმაციას პუტინის სამშვიდობო ინიციატივაზე?

როგორც ქვემოთ მოცემულ ცხრილში ჩანს ვებ-გვერდების უმეტესობა მარტსა და აპრილში ახალი რეგისტრირებულია (infocovid-19.ru, abcnews.com.ge, arxi.ge). infocovid-19.ru-ზე მასალებს Vaaviki-ს პროფილით აზიარებენ, ხოლო abcnews.com.ge-ს და timesnews.ge-ს გიორგი მელიქიძე ფლობს. arxi.ge რეგისტრირებულია საბირ კაირიმოვზე, რომელიც ამავე დროს კიდევ 2 ქლიქბაით საიტს gadacema.ge-ს და gasagebia.ge-ს ფლობს; geomediapress.ge კი ეთერ ბალაძის სახელზეა რეგისტრირებული.

Vaaviki ? გიორგი მელიქიძე საბირ კიარიმოვი  ეთერ ბალაძე
infocovid-19.ru
23.03.2020
abcnews.com.ge – 20.03.2020 arxi.ge
22.04.2020
geomediapress.ge
4.08.2016
timesnews.ge
2.07.2019
gadacema.ge
2.03.2020
gasagebia.ge
4.03.2020

infocovid-19.ru Whois Lookup-ის ინფორმაციით 2020 წლის 23 მარტსაა რეგისტრირებული და მისი IP მისამართი მოსკოვშია.  საიტზე დამალულია ვირუსი/მავნე პროგრამა JS/Adware.Chogdoul, რომელიც მომხმარებლის პირად ინფორმაციას, IP მისამართის და სხვა მონაცემების ჩათვლით მისი ნებართვის გარეშე იპარავს.

""

infocovid-19.ru-ზე ინფორმაცია Vaaviki-ს პროფილი ვრცელდება, რომელიც Vaaviki-ის სახელით ინფორმაციების ძიებისას გუგლის საძიებო სისტემა კიდევ 2 ქლიქბაით საიტს გვიგდებს, სადაც ინფორმაციაა იგივე პროფილით არის განთავსებული. ესენია: news.mins.ge და viki.ge. News.mins.ge-ზე ვხვდებით სხვადასხვა კონსპირაციებს კორონავირუსთან და 5G-სთან დაკავშირებით, ასევე ინფორმაციებს, რომლებიც vaaviki-ს პროფილით ქვეყნდება.

""

Viki.ge-ს და infocovid-19.ru-ს ინტერფეისი თითქმის იდენტურია. მასალების განთავსებას ამ საიტზე, რომელიც 2020 წლის 28 იანვარს არის რეგისტრირებული vaaviki-ს პროფილი ახდენს. აქვე ვხვდებით ყალბ ინფორმაციას, რომელიც ამტკიცებს რომ ჰარვარდის უნივერსიტეტსი პროფესორი COVID-19-ის შექმნის გამო დააკავეს.

'

abcnews.com.ge, timenews.ge-ის მფლობელია გიორგი მელიქიძე, რომელიც ასევე ფიგურირებს პარტნიორად კომპანიაში “დაბლიუ-ოუ-ემ”, რომელიც გამოცემა timesnews.ge-ს იურიდიული სახელწოდებაა. საჯარო რეესტრის მონაცემებით, აღნიშნული ორგანიზაცია კობა ვასაძემ 2015 წლის 7 აპრილს დაარსა, 2016 წლის 13 დეკემბერს განხორციელებული ცვლილებების თანახმად, კობა ვასაძემ საკუთარი წილის 40% გიორგი მელიქიძეს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადასცა. გიორგი მიქელაძის სახელზე ასევე ფიგურირებს შპს გმ კორპორეიშენი.

''

arxi.ge 2020 წლის 22 აპრილს არის რეგისტრირებული და მისი მფლობელი sabir kiarimov-ია, რომელიც ამავე დროს კიდევ 2 ქლიქბაით საიტს gadacema.ge-ს და gasagebia.ge-ს ფლობს.

"

geomediapress.ge-ის რეგისტრაციის თარიღი 2016 წლის 4 აგვისტოა, ხოლო მფლობელი ეთერ ბალაძეა.

"

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist