სატანისტური რიტუალი ნატოს სამიტზე თუ მხატვრული პერფორმანსი გენტის უნივერსიტეტში – რას ასახავს ვიდეო?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

1.3k
VIEWS

30 ივლისს ფეისბუკ-ანგარიშმა სულიერი სამყარო  ვიდეო შემდეგი აღწერით გამოაქვეყნა: “ამასობაში ნატო სერიოზულ გადაწყვეტილებებს იღებს”. ვიდეოში ორი ქალი ჩანს, რომელიც დამსწრე საზოგადოებისთვის პერფორმანსს მართავს. სულიერი სამყარო ამტკიცებს, რომ ხელოვნების სახელით სატანისტურ რიტუალებს ატარებენ.  გავრცელებული პოსტი ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს ვიდეოში ნაჩვენები პერფორმანსი ნატოს სამიტზე გაიმართა. 

Screenshot 24 1 სატანისტური რიტუალი ნატოს სამიტზე თუ მხატვრული პერფორმანსი გენტის უნივერსიტეტში - რას ასახავს ვიდეო?

სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია ნატოს სამიტზე სატანისტური რიტუალის გამართვის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. რეალურად, ვიდეო 2017 წელს, ბელგიაში, გენტის უნივერსიტეტის  გახსნის ცერემონიალზე გამართულ  მხატვრულ პერფორმანსს ასახავს.

ვიდეოს საძიებო ხელსაწყოს InVid-ის შედეგების მიხედვით ვიგებთ, რომ აღნიშნული ვიდეო  YouTube-ზე 2017 წლის ნოემბერში გამოქვეყნდა. ვიდეო YouTube-არხმა PolandBall სათაურით „მემარცხენე მეცნიერება გენტის უნივერსიტეტში [ბელგია]“ გაავრცელა.
Screenshot 25 1 სატანისტური რიტუალი ნატოს სამიტზე თუ მხატვრული პერფორმანსი გენტის უნივერსიტეტში - რას ასახავს ვიდეო?

სქრინშოთი: PolandBall

აღსანიშნავია, რომ ვიდეოში ტრიბუნაზე გენტის უნივერსიტეტის ლოგოა დატანილი,  წარმოდგენის მონაწილე ქალის უკან კი ევროკავშირისა და ბელგიის დროშებია განთავსებული.
Screenshot 26 1 სატანისტური რიტუალი ნატოს სამიტზე თუ მხატვრული პერფორმანსი გენტის უნივერსიტეტში - რას ასახავს ვიდეო?

სქრინშოთი:  beeld.ugent.be

2017 წელს აღნიშნული ღონისძიების ჩატარების ამსახველი სურათები გენტის უნივერსიტეტის ვებ-გვერდზეა ხელმისაწვდომი. ალბომში სახელწოდებით „2017/2018 სასწავლო წლის გახსნა“ ნაჩვენებია იგივე მოცეკვავეები, რომლებიც სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოშიც ჩანს.
Screenshot 27 1 სატანისტური რიტუალი ნატოს სამიტზე თუ მხატვრული პერფორმანსი გენტის უნივერსიტეტში - რას ასახავს ვიდეო?

სქრინშოთი: beeld.ugent.be

პერფორმანსი 2017 წელს გენტის უნივერსიტეტში სასწავლო წლის გახსნის ცერემონიის შემადგენელი ნაწილი იყო.  მხატვრული ინტერმეცო თეატრალურმა კომპანიამ Action Zoo Humain მოამზადა, რომელიც შემოქმედებით განვითარებაზეა ორიენტირებული და პერფორმანსებში “ადამიანური ზოოპარკის” ისტორიულ კონცეპტს იყენებს. აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი პერფორმანსი  ნატოს სამიტთან კავშირი არ აქვს.

სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო ფაქტების გადამოწმების პლატფორმა checkyourfac-მაც გადაამოწმა. ორგანიზაციას  გენტის უნივერსიტეტის წარმომადგენელმა, სტეფან ლენუარმა დაუდასტურა, რომ ღონისძიება გენტის უნივერსიტეტში ჩატარდა და  მას ნატოსთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ბელგია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist