“სატანის ეკლესიასა” და ოლიმპიადაზე USA Today-ს სახელით გაყალბებული ვიდეო ვრცელდება

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

სატანის ეკლესია
724
VIEWS

4-6 აგვისტოს ფეისბუქ-გვერდმა ZNEOBA.GE და სხვა ქართულენოვანმა მომხმარებლებმა (1,2,3,4,5) გამოაქვეყნეს ვიდეო, რომელშიც ნათქვამია, რომ ამერიკულმა “სატანის ეკლესიამ” პარიზის ოლიმპიადის ორგანიზატორებს გახსნის ცერემონიისთვის მადლობა გადაუხადა. ვიდეოში, რომელსაც USA Today-ს ლოგო აქვს დართული, მოყვანილია პიტერ გილმორის ციტატა, რომელსაც ეკლესიის მღვდელმთავარს უწოდებენ.გილმორი გახსნის ცერემონიაზე ამბობს, რომ “ეს იყო ადამიანური თავისუფლების ზეიმი ღმერთზე” და საუკეთესო მასობრივი ღონისძიება ბოლო 50 წლის განმავლობაში. გარდა ამისა, ვიდეოს მიხედვით, “სატანის ეკლესიის” წარმომადგენლებმა ოლიმპიადაზე დეტალურად თავიანთ პოდკასტში ისაუბრეს.  

იდენტური ვიდეო და ინფორმაცია 5 და 6 აგვისტოს რუსულენოვანმა ფეისბუქ-ანგარიშებმა გაავრცელეს (1,2,3,4,5), ასევე, გამოქვეყნდა საინფორმაციო სააგენტო პრავდაზე.

სატანის ეკლესია

USA Today-ს სახელით “სატანის ეკლესიასა” და პარიზის ოლიმპიადაზე გაყალბებული ვიდეო ვრცელდება. ინფორმაცია, თითქოს ეკლესიამ ოლიმპიადის ორგანიზატორებს გახსნის ცერემონიალისთვის მადლობა გადაუხადა, სიმართლეს არ შეესაბამება, ხოლო პიტერ გილმორის ციტატა გაყალბებულია. გავრცელებული ვიდეოს ნამდვილობა უარყვეს USA Today-მ და პიტერ გილმორმა.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს USA Today-ს ლოგო აქვს დატანილი, რაც ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ინფორმაცია ამერიკულმა საინფორმაციო სააგენტომ გაავრცელა. ვიდეო “რილსის” ფორმატშია გამოქვეყნებული, რაც იმას ნიშნავს, რომ სააგენტოს “ინსტაგრამის” და “ფეისბუკის” გვერდებზე უნდა იყოს გავრცელებული, თუმცა, იდენტურ ან მსგავსი ტიპის ვიდეოს ვერც USA Today-ის ინსტაგრამის, ფეისბუკის ოფიციალურ გვერდებზე და ვერც ვებ-საიტზე ვერ ვხვდებით. “მითების დეტექტორი” ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, USA Today-ის დაუკავშირდა. საინფორმაციო სააგენტოს წარმომადგენლის განცხადებით,  USA TODAY-ის ლოგოს გამოყენებით გავრცელებული ვიდეო ყალბია. 

USA TODAY-ის სპიკერი: “ფეისბუკზე გავრცელებული პოსტი USA TODAY-ის ლოგოსა და ბრენდის გამოყენებით ყალბია. USA TODAY-ის ფაქტების გადამოწმების გუნდმა დეზინფორმაციის გავრცელების შემცირების მიზნით, პოსტი ყალბად შეაფასა.“

ვიდეოში ასევე ნათქვამია, რომ პიტერ გილმორმა გამოხატა აღფრთოვანება ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიასთან დაკავშირებით და გახსნის ცერემონიას ეპიკურიანიზმისა და ფესვგადგმული ღვთაებებისგან თავისუფლების ზეიმი უწოდა. ვიდეოს თანახმად, აღნიშნული განცხადება გილმორმა პოდკასტში Satansplain გააჟღერა. ოლიმპიური თამაშების გახსნის ღონისძიება 2024 წლის 26 ივლისს პარიზში ჩატარდა. შესაბამისად, პოდკასტი, რომელშიც გახსნის ცერემონიაზე უნდა ყოფილიყო საუბარი, 26 ივლისის შემდეგ პერიოდში უნდა გავრცელებულიყო. 26 ივლისის შემდეგ მხოლოდ ერთი პოდკასტი გვხვდება Satansplain #068 – Psychic Vampires (Satanic Statement #6), თუმცა ამ ეპიზოდში საუბარია ერთ-ერთი სატანისტური განცხადების დაფარულ მნიშვნელობაზე და მასში ოლიმპიური თამაშები საერთოდ არ არის ნახსენები. 

გარდა ამისა, გავრცელებულ ვიდეოს თავად პიტერ გილმორიც გამოეხმაურა. გილმორის განცხადება 5 აგვისტოს The Church of Satan-ის X-ის (ყოფილი Twitter) გვერდზე გამოქვეყნდა:  

მე არ მაქვს ინტერესი პარიზის ოლიმპიადის მიმართ. არ მინახავს ის, ამიტომ ვერც კომენტარს გავაკეთებდი და ვერც მოვიწონებდი გახსნის ცერემონიას. მე არ მქონია ინტერვიუ ამ თემაზე. გამოქვეყნებული განცხადებები, რომლებიც სხვაგვარად ამტკიცებენ, სიცრუეა”.

სატანის ეკლესია
წყარო: The Church Of Satan
  • რა ვიცით “სატანის ეკლესიის” შესახებ? 

The Church of Satan არის ორგანიზაცია, რომელიც 1966 წელს ანტონ ლავეიმ სან-ფრანცისკოში დააარსა. ეს არის ათეისტური ორგანიზაცია, რომელსაც არ სჯერა სატანის და არ სცემს სატანას თაყვანს. სამაგიეროდ, ის იყენებს „სატანას“, როგორც ინდივიდუალიზმის, თავმოყვარეობისა და ტრადიციული რელიგიური ნორმების წინააღმდეგ აჯანყების სიმბოლოს. ამ ორგანიზაციის ფილოსოფია ეფუძნება ლავეის სატანურ ბიბლიას, რომელიც ასახავს მის პრინციპებს, მათ შორის თვითგამორკვევის მნიშვნელობას, გავრცელებული რელიგიური და მორალური კოდექსების უარყოფას და მიწიერი სიამოვნებების აღნიშვნას. სატანის ეკლესიის წევრებს არ სწამთ ღმერთის, სატანის ან სხვა ღვთაებების. შესაბამისად, სატანის ცნება გამოიყენება მხოლოდ მეტაფორულად სიამაყის, ინდივიდუალიზმისა და პირადი თავისუფლების წარმოსაჩენად. გარდა ამისა, ეკლესია ხელს უწყობს ადამიანებს ეძიონ პირადი წარმატება, სიამოვნება და კმაყოფილება, ტრადიციული რელიგიური წესების დაცვის გარეშე. სატანის ეკლესიის მიმდევრები ასრულებენ სიმბოლურ რიტუალებს, რომლებიც მიზნად ისახავს მათი რწმენის განმტკიცებას და წევრების გაძლიერებას, მაგრამ ეს რიტუალები არ არის გამიზნული რაიმე ზებუნებრივი ძალების გამოძახებისთვის. 

არქივი: (1,2 ,3,4


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სპორტი
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, საფრანგეთი
წყარო

წყარო

სოლიდარობა მშვიდობისთვის
პოლიტიკური გაერთიანება „სოლიდარობა მშვიდობისთვის“

წყარო

ქართული
საზოგადოება “ქართული”

წყარო

United Neutral Georgia
საზოგადოებრივი მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველო”

წყარო

Untitled-1
საქართველო უპირველეს ყოვლისა - geo-first.com

წყარო

საქართველო-თუდეი
Sakartvelo Today News

წყარო

Untitled-1
შიინ ევროპისკენ

წყარო

skoti
სკოტ რიტერი

წყარო

Untitled-1
ერმილე ნემსაძე

წყარო

Untitled-1
iNews • აინიუსი

წყარო

პროფილი
ძალა სიმართლეშია

წყარო

Untitled-1
ემი ჯგუფი

წყარო

Untitled-1
InfoAnalytical.ge

წყარო

Untitled-1
სეზონი TV

წყარო

Untitled-1
Spacesnews • სივრცეები

წყარო

ზნ
zneoba.ge

წყარო

ტჰე
The Caucasian Telegraph

წყარო

ტაო
ტაონიუსი

წყარო

ფაქ
Fაქტები

წყარო

ცარ
Царьград

წყარო

ფონდ
სტრატეგიული კულტურის ფონდი - Фонд стратегической культуры (fondsk.ru)

წყარო

ახალი
ტელეკომპანია ახალი

წყარო

დავიტ
გიორგობიანი დავითი

წყარო

ახალ
ახალგაზრდული

წყარო

isa
ისაკაძე დავით

წყარო

მმკ
მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი (მმკ)

წყარო

ბავ
ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება

წყარო

წინ
წინააღმდეგობა / Resistance

წყარო

ილი
თავისუფალი არხი “ილიონი”

წყარო

კვ
ემზარ კვიციანი

წყარო

ირ
გოგავა ირაკლი

წყარო

ჰოტ
Hotnews.ge

წყარო

წს
wnews.ge

წყარო

სირც
სირცხვილის კორიდორი

წყარო

გ,
შენ ხარ საქართველო

წყარო

12
ტელეკომპანია TV12

წყარო

საქარ
საქართველო უპირველეს ყოვლისა

წყარო

ანტ
ანტი-პარადოქსი

წყარო

rua
შოთა აფხაიძე

წყარო

sa
News Front Georgia

წყარო

ტვ
თვალსაზრისი.გე - Tvalsazrisi.ge

წყარო

სტა
"სტალინი"

წყარო

ტიმ
Timenews.ge

წყარო

qaer
ქართული გვერდი/Georgian Page

წყარო

კა
კარდჰუ

წყარო

sd
აპოლიტიკური გაერთიანება "ლილე"

წყარო

st
TS • news

წყარო

ჯაბა - Copy
ჯაბა მუსელიანის ბლოგი

წყარო

რტ
Russia Today

წყარო

Zero Hedge
Zero Hedge

წყარო

სპუტ
სპუტნიკ საქართველო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist