სასწრაფო უარყოფს სახელისუფლებო მედიის დეზინფორმაციას, თითქოს ადამიანი საპროტესტო აქციის გამო გარდაიცვალა

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

111111111111111111111111
752
VIEWS

18 ნოემბერს ონლაინ გამოცემა “მარშალპრესმა” ფეისბუქ მომხმარებლის ლიკა გამრეკელის პოსტზე დაყრდნობით გამოაქვეყნა ინფორმაცია, სათაურით “აქციონერები კი არა პოტენციური მკვლელები ხართ! – ჯალათების მონებმა სასწრაფო არ გაატარეს, ამის გამო ადამიანი დაიღუპა!” მასალაში აღნიშნულია, რომ შემთხვევა თაბუკაშვილის ქუჩაზე მოხდა და სასწრაფოს ექიმებს დანიშნულების ადგილამდე ფეხით მისვლა მოუწიათ, რადგან რუსთაველზე აქციის მონაწილეებმა სასწრაფოს მანქანა არ გაატარეს. “მარშალპრესის” ინფორმაცია მხოლოდ ერთ წყაროს – ლიკა გამრეკელს ეყრდნობა და ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში გადამოწმებული არ არის.

""

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი “მითების დეტექტორთან” აცხადებს, რომ  გამოძახების ადგილზე ფეხით მისვლა მათ მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე არსებული უძრავი საცობის გამო მოუწიათ, ხოლო აქციის მონაწილეების მიერ გზის გადაკეტვის გამო ადამიანის გარდაცვალების შესახებ გავრცელებული ცნობები მედიის ინტრეპრეტაციაა.

“მითების დეტექტორი” ინფორმაციის გადამოწმების მიზნით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობების სამსახურს დაუკავშირდა,  სადაც გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მომიტინგეებმა სასწრაფოს ბრიგადას გზა გადაუღობეს უარყვეს. სამსახურის წარმომადგენელმა, რომელმაც თავისი ვინაობა არ დაასახელა, სატელეფონო კომენტარში მათი უწყების სახელით განაცხადა, რომ სასწრაფოს გადაადგილება მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე საცობის გამო ვერ მოხერხდა, რის შემდეგაც მათ გზა ფეხით განაგრძეს. თაბუკაშვილის ქუჩამდე ფეხით მისასვლელად, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ინფორმაციით, 13-14 წუთი გახდა საჭირო, თუმცა მამაკაცი მათ გარდაცვლილი დახვდათ. გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი, საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენელი: “იცით რა არის, სადღაც, დაახლოებით 13-14 წუთში, აი ყველაფრის მიუხედავად, სირბილით მოანდომეს ასვლას სადღაც 13-14 წუთი, მაინც მოახერხეს მისვლა, მამაკაცი უკვე გარდაცვლილი იყო და რა მიზეზით, როგორ, რანაირად, რამ გამოიწვია მისი სიკვდილი, უეცარი თუ სხვა მიზეზით, ეს უკვე ექსპერტიზის პასუხს უნდა დაელოდოთ. აი ეს იყო რეალობა. გეუბნებით რაც არის და შემდეგ ინტერპრეტაციებზე ჩვენ პასუხს ვერ ვაგებთ.  ანუ ჩვენ გეუბნებით ზუსტად ის, რაც იყო, იყო საცობი, მკვდარი საცობი, რამდენიმე მეტრის გავლის შემდეგ საერთოდ ვერ დაიძრა მანქანა და ექიმებმა იმოქმედეს აბსოლუტურად ოპერატიულად როგორც კი შესაძლებელი იყო იმ სიტუაციაში. მარჯვენა სანაპიროდან ვიდრე თაბუკაშვილის ქუჩამდე იყო საცობი.”

{“preview_thumbnail”:”/sites/default/files/styles/video_embed_wysiwyg_preview/public/video_thumbnails/il9YWNsLvIs.jpg?itok=uYHOEUdi”,”video_url”:”https://www.youtube.com/watch?v=il9YWNsLvIs&feature=youtu.be&fbclid=IwAR0eeDW8NWK-041YK4cAbcDBmvejXOdeN9wb7RiYnUNc_nCLcT1dLaSKAs”,”settings”:{“responsive”:1,”width”:”854″,”height”:”480″,”autoplay”:0},”settings_summary”:[“Embedded Video (Responsive).”]}

აღნიშნული ინფორმაცია მოგვიანებით ორგანიზებულად როგორც სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის, ასევე კრემლისტურმა მედიამ გაავრცელა.

18 ნოემბერს “მარშალპრესის” სტატიის დამოწმებით იდენტური ინფორმაცია გამოაქვეყნა  გაზეთმა “ალიამ”. 19 ნოემბერს აღნიშნული ინფორმაცია, თითქოს რუსთაველზე შეკრებილებმა სასწრაფოს გზა არ გაუხსნეს, დამატებით დეტალებთან ერთად (გარდაცვლილის ვინაობა და ასაკი) ასევე გამოქვეყნდა ვებ-გვერდზე exclusivenews.ge, რომელიც წყაროს არ ასახელებს. 20 ნოემბერს Exclusivenews.ge-ზე დაყრდნობით ეს ცნობება “რეზონანსმა” და კრემლისტური გამოცემამ News Front-მაც გამოაქვეყნეს. მოგვიანებით, 20 ნოემბერს “პროგრესნიუსმა” მედიაჰოლდინგ “რეპორტიორზე” დაყრდნობით იმავე შინაარსის პუბლიკაცია, სათაურით “სასწრაფოს ბრიგადას აქციის წევრებმა გზა გადაუღობეს – გარდაიცვალა 50 წლის მამაკაცი” გაავრცელა. თუმცა “რეპორტიორის” სტატია ვებ-გვერდზე ამჟამად აღარ იძებნება.

აღსანიშნავია ისიც, რომ სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მქონე POSTV-მ 19 ნოემბერს მანიპულაციურად გააშუქა მომხდარი. მათ ვიდეოს აღწერილობაში აღნიშნეს, რომ “სასწრაფო დახმარების მანქანას რუსთაველზე შეკრებილებმა გზა არ გაუხსნეს”, რამდენიმე საათის შემდეგ POSTV-მ სათაური შეცვალა, ბოლოს კი ვიდეო წაშალეს. 20 ნოემბერს POSTV-მ შეცვლილი აღწერილობით ვიდეო ხელახლა გამოაქვეყნა.

"

პირველწყაროს შესახებ

აღნიშნული ინფორმაცია ონლაინ მედიის ვებ-გვერდებზე გამოქვეყნებამდე, ლიკა გამრეკელმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გაავრცელა. ამასთან, ლიკა გამრეკელის სხვა პოსტებს, გარდა მარშალპრესისა, აზიარებენ ისეთი მედია-საშუალებები, როგორიცაა “ქართული აზრი”, “ექსკლუზივ ნიუსი”, timenews.ge და tvm.ge. ისინი ლიკა გამრეკელს სამოქალაქო აქტივისტს უწოდებენ.

ლიკა გამრეკელი სოციალურ ქსელში აქტიურად აქვეყნებს რუსთაველზე საპროტესტო აქციის მონაწილეების მადისკრედიტირებელ პოსტებს. გამრეკელი მთავრობას “ლოიალურობას” უწუნებს და მიიჩნევს, რომ აქციის დაშლა გაფრთხილების გარეშე უნდა დაწყებულიყო.

"

"

"

მანიპულაციურად გაშუქებული ინფორმაცია მედიაში 

"

"

"

"

"

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist