სასწაულმოქმედი წყარო თუ ბუნებრივი მოვლენა – რას ასახავს გავრცელებული ვიდეო?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

232
VIEWS

20 თებერვალს ფეისბუქ ანგარიშმა გოჩა ქართველი წყაროს ამსახველი ვიდეო გაავრცელა. წყაროს სათავიდანაც წყალთან ერთად ცეცხლი გამოდის. თანდართული აღწერის მიხედვით, წყარო მექაში გაჩნდა და ყურანის თანახმად, ასეთი წყაროს გამოჩენა სამყაროს აღსასრულის ერთ-ერთი ნიშანია. 2023 წლის თებერვლის დასაწყისიდან ვიდეოს იდენტური აღწერით რუსულენოვანი ანგარიშებიც (1,2,3,4,5) ავრცელებდნენ.

tsqharo სასწაულმოქმედი წყარო თუ ბუნებრივი მოვლენა - რას ასახავს გავრცელებული ვიდეო?

ვიდეო, რომელშიც ბუნებრივ წყაროს ვხედავთ, კონსპირაციული აღწერით ვრცელდება. რეალურად წყარო ერაყის ქურთისტანის რეგიონში მდებარეობს. მსგავსი ფენომენი კი დედამიწის არაერთ წერტილში ფიქსირდება. ცეცხლი წარმოქმნილია მიწის ქვეშ დაგროვილი ბუნებრივი აირის აალებით, რომელიც წყალთან ერთად გამოიყოფა. 

ფეისბუქზე გავრცელებული ვიდეო ახალი არაა. ის სხვადასხვა აღწერით 2017 წლიდან ვრცელდება. 2020 წელს ვიდეო დამოუკიდებელმა არაბულენოვანმა ფაქტების გადამოწმების ორგანიზაცია Misbar-მა შეისწავლა და აღმოაჩინა, რომ ის სინამდვილეში არა მექაში, არამედ ერაყის ქურთისტანის რეგიონშია გადაღებული. გამოცემამ იგივე ბუნებრივი წყარო ალ-ჯაზირას 2015 წლის სიუჟეტში აღმოაჩინა. 

სიუჟეტისა და გავრცელებული ვიდეოს შედარებით ცხადი ხდება, რომ ისინი ნამდვილად ერთსა და იმავე წყაროს ასახავენ. Ამას ადასტურებს მსგავსი ლანდშაფტი, ბორცვი წყაროს უკან, ასევე შედარებით გამწვანებული მონაკვეთი წყაროს წინ.

tsqharo 1 სასწაულმოქმედი წყარო თუ ბუნებრივი მოვლენა - რას ასახავს გავრცელებული ვიდეო?
წყარო: ალ-ჯაზირას სიუჟეტიდან (მარცხნივ) და გავრცელებული ვიდეოდან.

ალ-ჯაზირას სიუჟეტის მიხედვით, ვიდეო სასოფლო-სამეურნეო ზონაშია გადაღებული, მიწის გაბურღვა ადგილზე წყლის ამოსაღებად დაიწყეს, რათა ის სასოფლო-სამეურნეო მიზნებისთვის გამოეყენებინათ, თუმცა მიწის ქვეშ დაგროვილი ბუნებრივი აირის გამოჟონვის შედეგად, ჭაბურღილიდან ამოსულ წყალს ცეცხლი ამოყვა

მტკიცება, რომ ცეცხლმოკიდებული წყარო მექაში მდებარეობს და ის სამყაროს აღსასრულს მოასწავებს თავად ალ-ჯაზირას სიუჟეტში გამოყენებულ ვიდეოსთან ერთადაც გავრცელდა. 2018 წელს ეს ინფორმაცია იორდანულმა ფაქტების გადამოწმების ორგანიზაცია Fatabyyano-მ შეისწავლა და მისი ნამდვილობა უარყო

აღსანიშნავია, რომ ეს მოვლენა უნიკალური არაა და მსგავსი წყაროები სხვა ქვეყნებშიც მრავლად გვხვდება, მათ შორის აზერბაიჯანში, ტაივანში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და სხვა არაერთ ქვეყანაში. 

tsqharo 2 სასწაულმოქმედი წყარო თუ ბუნებრივი მოვლენა - რას ასახავს გავრცელებული ვიდეო?
Yanar Bulag-ის წყარო აზერბაიჯანში, ფოტო: atlasobscura.com

შესაბამისად, ცეცხლი, რომელსაც წყაროსთან ერთად ვხედავთ,  ბუნებრივი მოვლენაა,   და არ არსებობს მტკიცებულება, რომ ის ყურანში ნახსენებ წყალს, რომელსაც ცეცხლი უკიდია (სურა 52, აია 6) რაიმე სახით უკავშირდება. 

ფეისბუქ ანგარიშს გოჩა ქართველი ანტიდასავლური შინაარსის დეზინფორმაციული მტკიცებები და შეთქმულების თეორიები წარსულშიც არაერთხელ გაუვრცელებია.

tsqharo 3 სასწაულმოქმედი წყარო თუ ბუნებრივი მოვლენა - რას ასახავს გავრცელებული ვიდეო?


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: რელიგია
დარღვევის ტიპი: კონსპირაციის თეორია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ერაყი, საუდის არაბეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist