საშიშია თუ არა ვიდეო „მარტინელლი“ და რა უნდა ვქნათ, თუ WhatsApp-ში გამოგვიგზავნიან?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

დაად
240
VIEWS

რამდენიმე დღეა Facebook-ის ქართველი მომხმარებლები ვირუსულად ავცელებენ ინფორმაციას საშიში ვიდეოს შესახებ, რომელიც “მარტინელლის” სახელითაა ცნობილი. აღნიშნული ინფორმაციის თანახმად, ვიდეო “Martineli” გავრცელდება აპლიკაცია WhatsApp-ში და მომხმარებლებს მოუწოდებენ, არ გახსნან ვიდეო, რადგან ის მათ ტელეფონებში „კიბერ შეტევის სახით“ შეაღწევს და მისი შეკეთება ვეღარ მოხერხდება. იქვეა გაფრთხილება, რომ თუ მივიღებთ შეტყობინებას WhatsApp-ის აპლიკაციის WhatsApp Gold-ით განახლებაზე, განახლებისაგან თავი უნდა შევიკავოთ.

""

""

რა არის „მარტინელლის“ ვიდეო?

სინამდვილეში არავინ იცის, რა ვიდეოზეა საუბარი. არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ვინმე WatsApp-ის მომხმარებლებს მსგავსი შინაარსის შეტყობინებას უგზავნის. ამის შესახებ არანირი ინფორმაცია არ გამოქვეყნებულა BBC-ის ვებ-გვერდზე. გამოცემა The Independent იტყობინება, რომ ზუსტად იგივე ინფორმაცია ინტერნეტში 2016 წლიდან ვრცელდება, თუმცა დღემდე არავის მსგავსი ვიდეო არ მისვლია.

"

რა უნდა მოვიმოქმედოთ, თუ ტელეფონზე მსგავს შეტყობინებას მივიღებთ?

The Independent-ის მიხედვით, მართალია, გავრცელებული ინფორმაცია „მარტინელლის“ ვიდეოს შესახებ აზრს მოკლებულია, გაფრთხილება WhatsApp აპლიკაციის განახლების შესახებ – სრულიად სამართლიანია.  თაღლითები დიდი ხანია WhatsApp-ის მომხმარებლებს არწმუნებენ, რომ აპლიკაცია ფასიანი,  პრემიუმ ვერსია მათ ახალ ფუნქციებს გაუხსნის და ამის სანაცვლოდ თანხის გადახდას სთხოვენ. მაგრამ ეს სიცრუეა. WhatsApp უფასო აპლიკაციაა და ეს მოცემულობა უახლოეს მომავალში არ შეიცვლება.

 

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist