“საქინფორმმა” შვედეთის პრემიერ-მინისტრები აურია, Яндекс.Дзен-მა ნატოზე განცხადება გააყალბა

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

გბ
152
VIEWS

2018 წლის 7 მარტს ონლაინ გამოცემა “საქინფორმმა” ინფორმაცია, სათაურით “სკანდალი! შვედეთმა და ფინეთმა ნატოში შესვლაზე უარი თქვეს და უკრაინას რუსეთთან მეგობრობაზე იყოლიებენ”  გამოაქვეყნა. სტატიის თანახმად, ფედერალური კრებისადმი ვლადიმერ პუტინის მიმართვის შემდეგ, შვედეთმა ნატოს წევრობაზე უარი საბოლოოდ თქვა. წყაროდ საქინფორმი შვედეთის პრემიერ-მინისტრს, ფრედრიკ რეინფელდტს ასახელებს, რომლის განცხადებითაც, შვედეთი, NATO-ში გაწევრიანებით, ქვეყნის უსაფრთხოებას საფრთხის ქვეშ არ დააყენებს.

საქინფორმი: “შვედეთმა საბოლოოდ თქვა უარი ნატოს წევრობაზე, როგორც ეს ადრე ფინეთმა გააკეთა. 2018 წლის 5 მარტს შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ფრედრიკ რეინფელდტმა განაცხადა, რომ „შექმნილ საერთაშორისო ვითარებაში მის ქვეყანას არ შეუძლია, გაძლიერებადი რუსეთის ფონზე, თავისი უსაფრთხოება რისკის ქვეშ დააყენოს“.

საქინფორმის სტატია დეზინფორმაციაა. შვედეთის ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი სტეფან ლოფვენია და არა ფრედრიკ რეინფელდტი. რეინფელდტმა პრემიერ-მინისტრის პოსტი 2014 წელს დატოვა. ციტატის პირველწყარო კი, რომელსაც “საქინფორმი” შვედეთის არარსებულ პრემიერ-მინისტრს მიაწერს, რუსული პორტალი Яндекс.Дзен არის.

               1. ფრედრიკ რეინფელდტმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 2014 წელს დატოვა

ფრედრიკ რეინფელფტი ამჟამად შვედეთის პრემიერ-მინისტრი არ არის. მან თანამდებობა 2014 წელს დატოვა, შესაბამისად, მას 2018 წლის 1 მარტს პუტინის გამოსვლის შემდეგ NATO-ს შესახებ მსგავსი განცხადება რომც გაეკეთებინა, ის შვედეთის მთავრობის ოფიციალურ პოზიციად ვერ ჩაითვლება.

               2. საქინფორმის პირველწყარო რუსული პორტალი Яндекс.Дзен არის

შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრს შეფასება NATO-ს შესახებ პირველად რუსულმა პორტალმა Яндекс.Дзен-მა 2018 წლის 3 მარტს გამოაქვეყნა, თუმცა მათ ვებ-გვერდზე ინფორმაცია დღეს ხელმისაწვდომი აღარ არის. იგივე ინფორმაცია 2018 წლის 6 მარტს Facebook-ის რუსულენოვანმა გვერდმა День России გაავრცელა.

"

"

""

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: გაყალბებული ციტატა
ქვეყანა/ორგანიზაცია: ნატო, რუსეთი, უკრაინა, ფინეთი, შვედეთი
წყარო

წყარო

საქ
საქინფორმი

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist