საქინფორმის დეზინფორმაცია, თითქოს ფოთის პორტის პროექტები აშშ-ის და ნატოს სამხედრო ფლოტისათვისაა განკუთვნილი

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

saqinformi
167
VIEWS

19 თებერვალს ონლაინ გამოცემამ “საქინფორმი” სტატია, სათაურით “ „შავი ზღვის უსაფრთხოება: რისთვის სჭირდება საქართველოს სამი ღრმაწყლოვანი პორტი, თუ არა აშშ-ის და ნატოს სამხედრო ფლოტისათვის?” გამოაქყვეყნა. საქინფორმის თანახმად,  APM Terminals-ის გეგმა ფოთის პორტის გაფართოების შესახებ და „პეის ჯგუფის“ პროექტი ფოთის პორტში ახალი ტერმინალის აშენების შესახებ აშშ-სა და ნატო-ს სამხედრო ფლოტისთვისაა განკუთვნილი.

საქინფორმი: „9 იანვარს APM Terminals-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ განზრახული აქვს ფოთის პორტის ნავსაყუდელის გაღრმავება 14,5 მეტრამდე – მაშინ როცა სულ რაღაც ერთი წლის წინ კომპანიის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტი არარეალისტურია, ვინაიდან საქართველოს ასეთი პორტი საერთოდ არ სჭირდება. როგორც აღმოჩნდა, ფოთში კიდევ ერთი, რიგით მესამე ღრმაწყლოვანი პორტის აშენებას გეგმავს კომპანია „პეის ჯორჯია“, რომელიც ამ ეტაპზე ფოთის პორტის 8 ტერმინალს მართავს. ამასთან, მოცემულ პროექტს მხარს უჭერს უცხოური ინვესტიციების ამერიკული სააგენტო (OPIC), რომელმაც უკვე განაცხადა მისი რეალიზაციისათვის 50 მილიონი დოლარის გამოყოფის შესახებ”.

საქინფორმის განცხადება დეზინფორმაციაა. APM Terminals-ი და “პეის ჯგუფი“ ტერმინალების აშენებას ტვირთების გადაზიდვის ზრდის მიზნით ითვალისწინებს. ნატო-ს ფლოტი მხოლოდ ნატო-ს წევრ სახელმწიფოში შეიძლება განთავსდეს, ხოლო აშშ-ს ფლოტისათვის გაკუთვნილი ნავსადგური სხვადასხვა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს, რაც  სახელმწფოებს შორის შეთანხმების საგანია.

რას წარმოადგენს ფოთის პორტის გაფართოების შესახებ APM Terminals-ისა  და “პეის ჯგუფის“ პროექტები ?

“APM Terminals ფოთმა“ და „ფოთის ახალი ტერმინალების კონსორციუმმა“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ფოთის პორტის გაფართოების კონცეპტუალური გეგმა წარუდგინეს. პროექტის გეგმის თანახმად, გათვალისწინებულია 14.5 მეტრის სიღრმის და 700 მეტრი სიგრძის ნავმისადგომის კედლის მშენებლობა, ასევე  ღია და დახურული სასაწყობე მეურნეობებისთვის და ნაყარი ტვირთის (ხორბლის, მადნის და სხვადასხვა მინერალების) ოპერირებისთვის 25 ჰექტრის გამოყოფა. ნავმისადგომი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აღიჭურვება ისეთი თანამედროვე ტექნიკითა და მოწყობილობებით, როგორიცაა გემი -ნაპირის (STS) ტიპის ამწეები.

„პეის ჯგუფი“ს პროექტი 25 ჰექტარზე   საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას გულისმობს და  700 მეტრამდე ნავმისადგომის მშენებლობას გეგმავს. პროექტის პირველი ფაზის ფარგლებში  260 მეტრამდე ნავმისადგომი აშენდება, თავად პორტი კი 12 მეტრი სიღრმის იქნება, რის შედეგადაც ნავსადგური შეძლებს 50 ათას ტონამდე ტვირთამწეობის გემების მიღებას. დღესდღეისობით,  „პეის ჯგუფის“  მმართველობაშია 10 ჰექტრამდე ღია და 30 ათასი ტონის ტევადობის დახურული საწყობი. ახალი ინფრასტრუქტურის აშენების შემდეგ “პეის ჯგუფი”   1. (https://househummus.com) 5 მლნ ტონა ტვირთის გატარებას შეძლებს. პროექტის ღირებულება 120 მილიონი აშშ დოლარია, პირველი ფაზისთვის კი, 99 მლნ დაიხარჯება.  ამერიკის კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაცია OPIC-ი აღნიშნულ პროექტს $50 მლნ-ით აფინასებს.

“პეის ჯგუფის “ თანახმად, ტვირთების სიდიდიდან გამომდინარე, საჭიროა დიდი გემების მიღება შეძლონ,  წინააღმდეგ შემთხვევაში ტვირთვებს დაკარგავენ.

  • APM Terminals-ისა  და “პეის ჯგუფის“ პროექტების მიზანი ფოთის პორტში ტვირტბრუნვის ზრდაა.

„პეის ჯგუფი“ და  APM Terminals სატრანსპორტო,  ლოჯისტიკური კომპანიებია და სამხედრო სფეროსთან კავშირი არ აქვთ. “ პეის ჯგუფი”,  27-წლიანი ისტორიით, მსოფლიოში უმსხვილესი სატრანსპორტო კომპანიაა, რომლის ყოველწლიური ტვირთბრუნვა 3 მილიონ ტონას აღემატება.  APM Terminals კი მსოფლიოს მასშტაბით 76 პორტში ოპერირებს და ტვირთების გადაზიდვით არის დაკავებული.

მათი პროექტები ფოთის პორტში ტერმინალების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად, ტვირბრუნვის გაზრდის მიზნთ, რასაც ფინანსური დაინტერესება უდევს საფუძვლად.

  • საქართველოში ნატოსა და აშშ-ს სახედრო ფლოტი განლაგებისათვის არავითარი საფუძველი არ არსებობს

აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის მიერ 2006 წელს შემუშვებული ერთიანი აღჭურვილობის კრიტერიუმის თანახმად (Unified Facilities Criteria (UFC) ) აშშ-ს სამხედრო ბაზები (საზღვაო, საჰაერო და სახმელეთო) კონკრეტულ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს. შესაბამისად აშშ-ს ბაზის აშენება  სამხედრო შენართის მეთვალყურეობითა და კონტოლით იგეგმება და მიმდინარეობს. გარდა ამისა, აშშ-ს სამხედრო ბაზის განლაგებას სხვა ქვეყანაში თავდაცვის სფეროში ქვეყნებს შორის გაფორმებული ხეშეკრულება უდევს საფუძვლად.  მსგავსი ხელშეკრულება კი საქართველოსა და აშს-ს შორის არ არსებობს.

ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსს სამხედრო ბაზები ნატოს არაწევრ სახელმწიფოთა ტერიტორიაზე არ ჰყავს, რადგან ალიანსი წარმოადგენს თავდაცვით სამხედრო-პოლიტიკურ კავშირს მხოლოდ იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც მისი წევრები არიან.


“ საქინფორმის” შესახებ

მედია-მეტრის თანახმად, “საქინფორმი”  ღიად პრორუსულ სარედაქციო პოლიტიკას ატარებს და რუსულ წყაროებზე (REGNUM RT warfiles.ru Накануне.RU Российская газета  და სხვები) დაყრდნობით ინფორმაციის ფაბრიკაციას ახდენს. გამოცემა ქსენოფობიური და ჰომოფობიური შინაარსითაც გამოირჩევა.შპს საინფორმაციო სააგენტო საქინფორმის 100%-იანი წილის მფლობელი გამოცემის რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილია. დამოუკიდებლობა.com-ს თანახმად, “საქინფორმის” დომეინი პრორუსული ორიენტაციის ორგანიზაციის “ისტორიული მემკვიდრეობის” ხელმძღვანელის, ტარას გაგნიძის სახელზეა რეგისტრირებული, რომელიც Geworld.ge-საც ფლობს

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, ნატო
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist