საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებული პლატფორმები Facebook-მა დაბლოკა

კითხვის დრო: < 1 minute

კითხვის დრო: < 1 minute

ბიდზო
852
VIEWS

20 დეკემბერს ფეისკბუკმა საქართველოდან, ვიეტნამიდან და ამერიკიდან კოორდინირებული არავთენტური ქმედების გამო ასობით ანგარიში  დაბლოკა,  მათ შორის 386 ქართული.  ბევრი მათგანი საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებული ფეისბუკ გვერდი და ჯგუფია.

ფეისბუკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია,  რომ საქართველოსთან დაკავშირებული გვერდები პოზიციონირებდნენ, როგორც მედია და იმიტირებდნენ პოლიტიკურ პარტიებს.

“მიუხედავად იმისა, რომ ამ ანგარიშების უკან მდგომი ადამიანები ცდილობდნენ, დაეფარათ თავიანთი იდენტობა და კოორდინირებული მუშაობა, ჩვენი გამოძიებით ეს აქტივობები საქართველოში მოქმედ სარეკლამო კომპანია პანდასა და ქართული ოცნების ხელისუფლებას უკავშირდება,”- ნათქვამია განცხადებაში.

გაუქმებულ გვერდებს შორისაა ისეთი პლატფორმები, რომლებიც მედიების სახით პოზიციონირებდნე, კერძოდ Daily Info, NewsHub.ge, TodayNews.ge, OnTime.ge და ასე შემდეგ.

ფეისბუკზე აღარ არის ხელმისაწვდომი ხელისუფლებასთან დაკავშირებული კიდევ ერთი გვერდი, რომელიც ხელოვნური ინტელექტით გენერირებულ ფოტოს იყენებდა და გიორგი აღაპაშვილის სახელით პოზიციონირებდა.”მითების დეტექტორის” კვლევის გამოქვეყნების შემდეგ აღნიშნულმა გვერდმა სახელი შეიცვალა და ხელოვნური ინტელექტი დაირქვა. ამჟამად კი ხელმისაწვდომი არ არის.

aga.jpg

გაუქმებულ გვერდებს შორისაა ასევე მედიის განვითარების ფონდის კვლევებში გამოვლენილი სხვადასხვა სახელისუფლებო გვერდები, როგორიცაა მეხუთე კოლონა, მიმისტი, პოლიტიკური სამრეცხაო, ქართული სახელმწიფო.

ატლანტიკური საბჭოს ციფრული გამოძიების კვლევის ლაბორატორიის შეფასებით, აღნიშნული გვერდები აცხადებს, გვერდები ავრცელებდნენ ისეთ კონტენტს, რომელიც საზოგადოების პოლარიზაციას უწყობდა ხელს.

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist