“საქართველო რუსეთის წინააღმდეგ” – ვისთვის ვინ გაიმარჯვა სტრასბურგში? 

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

70
VIEWS

21 იანვარს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებული საქმის შესახებ გადაწყვეტილება გამოაცხადა და საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის ძირითადი პუნქტები დააკმაყოფილა. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, 2008 წლის 12 აგვისტოდან 10 ოქტომბრამდე აფხაზეთის, ე.წ.  სამხრეთ ოსეთისა და “ბუფერული ზონის” ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაცია ეფექტურ კონტროლს ახორციელებდა და ამ პერიოდში საქართველოს მოქალაქეების უფლებების დარღვევის ფაქტებზე პასუხისმგებლობა მას ეკისრება. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ქართულმა მხარემ “ისტორიული მნიშვნელობის” გამარჯვებად შეაფასა, რომლითაც 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია და იქ განხორციელებული ეთნიკური წმენდა საერთაშორისო სამართლის დონეზე დადასტურდა. სასამართლო გადაწყვეტილებას ამერიკის საელჩოც გამოეხმაურა და მას “მკაფიოდ საქართველოს სასარგებლო” უწოდა.

სტრასბურგის სასამართლოს რუსული მხარე და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებიც გამოეხმაურნენ. რუსული მხარის ოფიციალური ნარატივი ქართული კრემლისტური, ანტი-ლიბერალური მედიებისა და ჯგუფების შეფასებებშიც აისახა. “მითების დეტექტორი” გთავაზობთ აღნიშნული აქტორების ძირითადი გზავნილების მიმოხილვას.

  • რუსეთის ოფიციალური მხარისა და ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენელთა განცხადებები 

სტრასბურგის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ 21 იანვარს ოფიციალური განცხადება  გამოქვეყნა და მასში მთავარი აქცენტი საქართველოს სარჩელის იმ ნაწილზე გააკეთა, რომელზეც სასამართლომ არ უმსჯელია. სტრასბურგის სასამართლომ არ განიხილა  საქართველოს სარჩელის ის პუნქტი, რომელიც 2008 წლის 8-12 აგვისტოს უშუალოდ საომარი მოქმედებებისას ადამიანის უფლებების დარღვევაზე პასუხისმგებლობის რუსეთის ფედერაციისათვის დაკისრებას შეეხებოდა. რუსეთის იუსტიციის სამინისტროს განცხადება სტრასბურგის გადაწყვეტილების სწორედ ამ ნაწილზე აპელირებს, ხოლო ვერდიქტის ძირითად ნაწილს, რომელიც რუსეთის ფედერაციას 2008 წლის შემდეგ ადამიანის უფლებათა დარღვევის “ადმინისტრაციულ პრაქტიკის” შემწყნარებლობისთვის დამნაშავედ ცნობს, “არ ეთანხმება”. რუსეთის იუსტიციის სამინისტროს განცხადება პრო-რუსულმა გამოცემამ საქინფორმმაც გამოაქვეყნა.

სტრასბურგის გადაწყვეტილებას ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვიც გამოეხმაურა. ბიბილოვის თქმით, 21 იანვარს გამოქვეყნებული დოკუმენტი “ცალმხრივი” და “პოლიტიზებული” უწოდა. ბიბილოვის თქმით, დოკუმენტს ”საერთო არაფერი აქვს ჭეშმარიტ მოვლენებთან და ფაქტებთან”. ბიბილოვის აღნიშნული განცხადება კრემლისტურმა გამოცემებმა sputnik-ossetia-მ და News Front-მაც გამოაქვეყნეს.

პრო-რუსული მედიებისა და ანტილიბერალური ჯგუფების გამოხმაურებები სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კრემლისტურ მედია საშუალებებსა და ანტი-ლიბერალურ ჯგუფების ნარატივებში რამდენიმე ძირითადი გზავნილი გამოიკვეთა. კრემლის პროპაგანდისტული მედიები sputnik-georgia და sputnik-ossetia, ასევე ქართული პრო-რუსული ონლაინ გამოცემები tvalsazrisi.ge, საქართველო და მსოფლიო, News Front, “ევრაზიის ინსტიტუტის” წევრებთან ერთად,  რუსული მხარის ოფიციალურ ნარატივს ტირაჟირებდნენ და სასამართლო გადაწყვეტილების რუსული მხარისთვის სასარგებლო პუნქტებზე ამახვილებდნენ ყურადღებას. პრო-რუსული და ანტილიბერალური ჯგუფების სხვა გზავნილის მიხედვით კი, სტრასბურგის სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოსთვის არაფერს ცვლის და დეოკუპაციის პროცესში არავითარ როლს არ შეასრულებს, პირიქით, შესაძლოა რუსეთის გაღიზიანება და ახალი საფრთხეების წარმოქმნა გამოიწვიოს.

  1. სტრასბურგის სასამართლომ რუსეთის მიმართ საქართველოს ბრალდებები უარყო. ომის დაწყებაზე პასუხისმგებლობა საქართველოს დაეკისრა.

Sputnik-ossetia.ru
21 იანვარი

Tvalsazrisi.ge, rambler.ru
21 იანვარი

კარდჰუ
22 იანვარი

მურატ ჯიოევი, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენელი 22 იანვარი

„ECHR-მა საქართველოს მიერ სამხრეთ ოსეთში რუსეთის ფედერაციისათვის წაყენებული ბრალდებები უსაფუძვლოდ მიიჩნია“

„რუსეთი არ შეჭრილა სამხრეთ ოსეთში 2008 წლის 7 აგვისტოს. TASS იტყობინება, რომ ასეთ დასკვნამდე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მივიდა…სასამართლომ ასევე უარი თქვა რუსეთისთვის დაეკისრებინა პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის შესაბამისად, 2008 წლის 8-12 აგვისტოს მომხდარი ინციდენტების გამო, როდესაც რუსეთის სამხედრო მოსამსახურეებმა მოიგერიეს ქართველების შეტევა სამშვიდობო კონტინგენტზე და მშვიდობიან მოსახლეობაზე. (-ზე დაყრდნობით)”

“მიუხედავად იმისა, რომ სტრასბურგის სასამართლომ გამოუტანა გამამტყუვნებელი განაჩენი რუსეთს ეთნოწმენდის გამო, სამწუხაროდ, საომარი მოქმედებების დაწყებაში დამნაშავედ ისევ ქართული მხარე გამოიყვანეს…მოკლედ რომ ვთქვათ, ომი თქვენ დაიწყეთ, მაგრამ ეთნოწმენდა შემდეგ რუსეთმა მოახდინაო.”

„გამოდის, რომ ევროპული სასამართლო ისეთივე დასკვნამდე მივიდა, რა დასკვნაც დადო 2010 წელს ევროკავშირის დამოუკიდებელმა კომისიამ ჰაიდი ტალიავინის ხელმძღვანელობით, რომელმაც აღიარა, რომ სწორედ საქართველომ დაიწყო ომი სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ.“

  1. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება რუსეთისთვის უფრო სასარგებლოა. ის ამყარებს აზრს, რომ რუსი ჯარისკაცები შიდა ქართლის სოფლებს იცავდნენ

აღსანიშნავია, რომ ეს გზავნილი, კრემლისტური ნიუსფრანტის და ევრაზიული ინსტიტუტის ხელმძღვანელის შემთხვევაში სიტყვა-სიტყვით ემთხვევა ერთმანეთს, თუმცა სხვადასხვა მედიაში სხვადასხვა სახელით გავრცელდა.

შოთა აფხაიძე, ნიუსფრანტის რედაქტორი, 22 იანვარი

გულბაათ რცხილაძე, ევრაზიის ინსტიტუტი, 22 იანვარი

“სტრასბურგის სასამართლო აღიარებს, რომ რუსეთის ჯარები არ მონაწილეობდნენ ქართველების დარბევაში, მათი სახლების გადაწვაში, ტყვედ აყვანასა და წამებაში. პირიქით, სტრასბურგის სასამართლო ამყარებს ევრაზიის ინსტიტუტის მიერ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმში – “ლაპარაკობს ქართველი ხალხი!” გადმოცემულ ფაქტებს იმის თაობაზე, რომ რუსული რეგულარული საჯარისო ნაწილები შიდა ქართლის სოფლებს იცავდნენ მაროდიორებისაგან და ყაჩაღებისაგან.

“სტრასბურგის სასამართლო აღიარებს, რომ რუსეთის ჯარები არ მონაწილეობდნენ ქართველების დარბევაში, მათი სახლების გადაწვაში, ტყვედ აყვანასა და წამებაში. პირიქით, სტრასბურგის სასამართლო ამყარებს ევრაზიის ინსტიტუტის მიერ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმში –  “ლაპარაკობს ქართველი ხალხი!”გადმოცემულ ფაქტებს იმის თაობაზე, რომ რუსული რეგულარული საჯარისო ნაწილები შიდა ქართლის სოფლებს იცავდნენ მაროდიორებისაგან და ყაჩაღებისაგან.”

  1. სტრასბურგის გადაწყვეტილება რუსეთს გააღიზიანებს და საფრთხეში ჩაგვაგდებს

ასავალ-დასავალი, დიტო ჩუბინიძე
25 – 31 იანვარი:

სტალინი, 24 იანვარი

“შიში მიპყრობს, რომ სტრასბურგის სასამართლომ ამ სამართლიანი გადაწყვეტილებით საქართველოს სწორედ ივანე მრისხანის კვერთხი მოუღერა!…ჩვენ რუსეთს ისე ვუჩხიკინებთ და ისე ვაღიზიანებთ, გამორიცხული არ არის, ივანე მრისხანის კვერთხი საქართველოს თავში კიდევ ერთხელ მოხვდეს!…”

“საქართველოს და ქართველი ხალხის   ბედნიერება-კეთილდღეობა იქამდე არ იქნება,  სანამ რუსეთთან არ დავალაგებთ ურთიერთობას.    ამას  არც ქოცები და არც ნაცები ცოცხალი თავით არ გააკეთებენ. რუსეთს დავა მოუგეთო? იდიოტები  რუსეთს ეჭიდავებიან…”

  1. სტრასბურგის გადაწყვეტილებას არაფერს ცვლის, დეოკუპაცია მხოლოდ რუსეთთან დიალოგზეა დამოკიდებული

Alt-TV, 21 იანვარი

ასავალ-დასავალი, დიტო ჩუბინიძე, ჟურნალისტი, 25 – 31 იანვარი

გულბაათ რცხილაძე, ევრაზიის ინსტიტუტი, 22 იანვარი 

დავით ნემსაძე, სამხედრო ბლოგერი, 22 იანვარი

გიორგი ქარდავა, წამყვანი: „ყველაზე არაკონფრონტაციული, ყველაზე უკბილო ფორმით მიღებული განცხადება, რომლითაც არანაირი ვალდებულება არ ეკისრება რუსეთს და რომც დაეკისროს, ფეხებზე კიდია რუსეთს ეგ ვალდებულებები.“

Alt-TV, შოთა მარტინენკო: „სინამდვილეში ვართ სრული კატასტროფის წინაშე. ეს გადაწყვეტილება, რაც დღეს გვამცნეს, როგორც ის წარმოგვიდგინეს, იმისი დემონსტრაციაა, რომ დასავლეთში არანაირი პერსპექტივა აღარ დევს.“

“ჩვენც უნდა მოვითმინოთ და ავიტანოთ ის უბედურება, რაც რუსებმა დაგვმართეს და ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად სწორედ რუსთხელმწიფეს ვეწვიოთ ყარაყორუმში, თორემ სტრასბურგის სასამართლოს ვერდიქტებით აფხაზეთი და ცხინვალი ვერ დაბრუნდება!” 

“არანაირად არ არის ეს გადაწყვეტილება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის ხელშემწყობი; შეიძლება, პირიქით, უფრო გვაშორებს პერსპექტივას, მოლაპარაკებების გზით მოვაგვაროთ პრობლემები, როგორც აფხაზებთან და ოსებთან, ისე, პირველ რიგში, რუსეთთან, რომელსაც გადამწყვეტი სიტყვა ეთქმის ამ კონფლიქტებში.”

“საქართველოს ბედი სტრასბურგში კი არა მოსკოვში წყდება! რა აზრი აქვს ისეთ გადაწყვეტილებას რომელიც რუსეთის კეთილი ნების გარეშე ვერ აღსრულდება… მსოფლიოში არ მოიძებნება სახელმწიფო, რომელიც მას ამ ქმედებაში ხელს შეუშლის. არარსებობს სასამართლო რომელიც მის ქმედებას სამართლებრივი შედეგით გაასამართლებს.”

  1. სტრასბურგის გადაწყვეტილება საქართველოს მარცხი და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების წინაპირობაა

sputnik-ossetia, 22 ნოემბერი

sputnik-ossetia, სტანისლავ კაზოვი, კავკასიის ექსპერტი, 22 ნოემბერი

“სახელმწიფოებრიობის აღიარების წინაპირობა: რუსი ექსპერტი სამხრეთ ოსეთის შესახებ ECHR-ის გადაწყვეტილებაზე”

“ECHR-ის გადაწყვეტილება [სამხრეთ ოსეთის] სახელმწიფოებრიობის აღიარების საწინდარია… ქართველებს, რომლებიც თავიანთი “ტერიტორიული მთლიანობისათვის” იბრძვიან, შანსი არ აქვთ. მათ ომიც წააგეს და დიპლომატიაც. ეს გადაწყვეტილება ახალ შესაძლებლობებს აჩენს სოხუმისა და ცხინვალისთვის, რომელიც უნდა გამოიყენოთ.”

“საქართველო რუსეთის წინააღმდეგ” – სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ

საქართველომ რუსეთ-საქართველოს ომის საკითხზე სტრასბურგის სასამართლოს 2008 წლის 11 აგვისტოს მიმართა, ხოლო სრული საჩივარი 2009 წელს წარუდგინა. საჩივარი ევროპული კონვენციის 8 მუხლის დარღვევას შეეხებოდა, მათ შორის სიცოცხლის უფლება, წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება,საკუთრების დაცვა, მიმოსვლის თავისუფლება და ა.შ. თორმეტწლიანი დავის ფარგლებში სასამართლომ ასობით სამხილი და 33 მოწმის ჩვენება განიხილა.

სასამართლომ ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე პასუხისმგებლობის დაკისრებისას “ეფექტური კონტროლის” და ექსტრატერიტორიული იურისდიქციის სტანდარტებით იხელმძღვანელა. 21 იანვარს გამოქვეყნებული გადაწყვეტილების მიხედვით, რუსეთის ფედერაცია 2008 წლის 12 აგვისტოდან აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რეგიონზე ეფექტურ კონტროლს ახორციელებდა, ამიტომაც სრულადაა პასუხისმგებელი ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე. სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეების უფლებათა დარღვევა 12 აგვისტოს შემდგომ პერიოდში “ადმინისტრაციულ პრაქტიკას” წარმოადგენდა და რუსული სამხედრო მმართველების მიერ “ოფიციალურად შეწყნარებული” იყო.

რუსული მხარის მიერ მანიპულაციების ძირითადი ობიექტი სასამართლოს გადაწყვეტილების 8-12 აგვისტოსთან დაკავშირებული ნაწილი გახდა. სასამართლოს განმარტებით, 12 აგვისტოს შემდგომი პერიოდისგან განსხვავებით, 8-12 აგვისტოს უშუალოდ საბრძოლო მოქმედებების მიმდინარეობისას საომარ ზონაში “ეფექტურ კონტროლს” ვერც ერთი მხარე ვერ ახორციელებდა და სასამართლომ სარჩელის ეს ნაწილი არ განიხილა. ეს არ ნიშნავს, რომ სასამართლომ 8-12 აგვისტოს განმავლობაში ადამიანის უფლებათა დარღვევის შემთხვევები უარყო, ევროპული სასამართლოს მითითებით კონფლიქტის აქტიურ ფაზაზე ვრცელდება საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მოქმედება, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია ინდივიდუალური დავების წარმოება ჰააგის სასამართლოში.

 

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist