საქართველო რუსეთის მტრების სიაში

კითხვის დრო: < 1 minute

კითხვის დრო: < 1 minute

20504168_1596875746998677_1142864805_n
93
VIEWS

2017 წლის 27 ივლისს რუსულმა ფეისბუკ გვერდმა Роисся 24  საკუთარ ფეისბუკ გვერდზე გაზეთ Аргументы и Факты-ს ფოტო “Друзья и враги Росии, кого мы ценим и кого терпеть не можем” (რუსეთის მეგობრები და მტრები, ვის ვაფასებ და ვისი ატანა არ გვაქვს) გააზიარა, რომელზეც რუსეთის მტრებისა და მეგობრების სიაა მოცემული.

"

მტრების სიაში პირველ ადგილს ამერიკის შეერთებული შტატები იკავებს, რომელსაც უკრაინა და ბალტიის ქვეყნები მოსდევენ. სიაში მეოთხე ადგილზე საქართველოა, რომლის შემდეგ დიდი ბრიტანეთი და გერმანია მოდის.

აშშ: რუსეთს NATO-ს ბაზებითა და ანტი-სარაკეტო სისტემებით ალყაში აქცევს და ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ჩვენი სივრციდან მოგლეჯას ცდილობს. ერთადერთი სახელმწიფო, რომელსაც საკუთარი ბირთვული არსენალით რუსეთის განადგურება შეუძლია.

უკრაინა: ქვეყანაში ძალაუფლება რუსოფობებმა და ბანდეროვცებმა მიიტაცეს, რომლებიც საკუთარ მოსახლეობას ებრძვიან.

ლიტვა, ლატვია, ესტონეთი: ამ ქვეყნებში რუსულენოვან მოსახლეობას ავიწროებენ და საერთოდაც, ისინი საბჭოთა კავშირიდან NATO-ში გაიქცნენ.

საქართველო: სააკაშვილის მემკვიდრეები, რომელმაც 2008 წელს სამხრეთ ოსეთთან ომი გააჩაღა.

დიდი ბრიტანეთი: რუსეთს ბერეზოვსკი არ გადასცეს, ჩვენი სხვა ოლიგარქებიც შეიფარეს. მეტისმეტად თავდაჭერილები და ამპარტავნები არიან. და კიდევ ჩერჩილი მეორე ფრონტის გახსნას აჭიანურებდა!

გერმანია: გერმანელებს აქვთ ყველაფერი, რაც არ გვაქვს ჩვენ. მაგალითად, წესრიგი, კარგი გზები და მანქანები. მათთან ჩვენ სერიოზული პრობლემები გვქონდა 1941-1945 წლებში.”

რუსეთის მეგობრების სიაში კი შედიან: ბელარუსი, ჩინეთი, ყაზახეთი, სომხეთი, ინდოეთი, კუბა, აზერბაიჯანი და ბულგარეთი.

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist