საქართველო – NATO – რუსეთის ფორმატი – “პატრიოტთა” ბლეფი

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

20
VIEWS

18 სექტემბერს, TV ობიექტივის ეთერში პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა დავით თარხან-მოურავმა მათი პარტიის ინიციატივაზე, კერძოდ საქართველო – NATO – რუსეთის ახალ ფორმატზე ისაუბრა და განმარტა, რომ აღნიშნული ფორმატის შექმნის მიზანი თავდაუსხმელობის გარანტიებია, რადგან NATO შესაძლოა თავს დაესხას როგორც რუსეთს, ასევე საქართველოს.
დავით თარხან-მოურავი, პატრიოტთა ალიანსის ლიდერი: „ასევე NATO -ც თვლის, რომ რუსეთს შეიძლება დაესხას და ჩვენც ვთვლით, რომ ჩვენც შეიძლება დაგვესხას… მოდი მაშინ შევქმნათ ახლი ფორმატი: საქართველო- NATO -რუსეთი და ამ ფორმატში სწორედ ამაზე ვილაპარაკოთ. საქართველო- NATO -რუსეთის ფორმატი იმიტომ არ იქმნება, რომ საქართველო NATO -ში შევა თუ არა, ეს ფორმატი სულ სხვა მიზნით იქმნება: აქ უნდა ვილაპარაკოთ თავდაუსხმელობაზე, თავდაუსხმელობის გარანტიებზე.“

TV ობიექტივი, ღამის სტუდია, 18 სექტემბერი

  • NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ჯეიმს აპატურაის განცხადებით, NATO საქართველოს მომავალზე მოლაპარაკებების წარმოებას  რუსეთთან ან ნებისმიერ სხვა მესამე მხარესთან არ აპირებს, რადგან საქართველოს მომავალი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში მხოლოდ საქართველოს გადასაწყვეტია.
  • NATO – რუსეთის თანამშრომლობა უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციის და ყირიმის უკანონო ანექსიის შედეგად შეწყვეტილია.
  • პატრიოტთა ალიანსის ლიდერის განცხადება ნატოს მხრიდან საქართველოსა და რუსეთზე თავდასხმითი საშიშროების შესახებ აბსურდულია, რადგან NATO თავისი არსით თავდაცვითი სამხედრო-პოლიტიკური ორგანიზაციაა.

კოლექტიური თავდაცვის პრინციპი

NATO-ს მიზანია ალიანსის წევრი ქვეყნების თავისუფლებისა და უსაფრთხოების პოლიტიკური და სამხედრო საშუალებებით უზრუნველყოფა.

  • პოლიტიკურ საშუალებებში იგულისხმება წევრი ქვეყნების დემოკრატიული ფასეულობების ხელშეწყობა, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე კონსულტაციისა და თანამშრომლობის გზით პრობლემების გადაწყვეტა, ნდობის განმტკიცება და გრძელვადიან პერსპექტივაში კონფლიქტის პრევენციის უზრუნველყოფა.
  • სამხედრო  საშუალებების განმარტებაში აღნიშნულია, რომ NATO დავების მშვიდობიანი გადაწყვეტისკენაა მოწოდებული. იმ შემთხვევაში, თუ დიპლომატიური ძალისხმევა უშედეგოა, NATO კრიზისის მართვის ოპერაციების წამოწყებისთვის სამხედრო ძალას იყენებს. NATO-ს  სამხედრო ოპერაციები ხორციელდება კოლექტიური თავდაცვის პრინციპის ქვეშ, რომელიც ალიანსის დამფუძნებელი ვაშინგტონის ხელშეკრულების მე-5 მუხლშია ჩადებული.

NATO-ს მხრიდან სამხედრო ძალის გამოყენება  კოლექტიური თავდაცვის პრინციპის ქვეშ მხოლოდ მაშინ ხდება, როდესაც ალიანსის წევრ ერთ ან ერთზე მეტ სახელმწიფოზე შეიარაღებულ თავდასხმას აქვს ადგილი, რაც  თავის მხრივ NATO-ს  ყველა წევრ სახელმწიფოზე შეიარაღებულ თავდასხმად განიხილება. ასეთ შემთხვევაში, ჩრდილოატლანტიკური რეგიონის უსაფრთხოების აღდგენისა და შენარჩუნების მიზნით, ალიანსი საფრთხის ქვეშ მყოფ ქვეყანას ან ქვეყნებს დახმარებას გაუწევს და განახორციელებს ყველა საჭირო ქმედებას, მათ შორის სამხედრო ძალის გამოყენებას.

ვაშინგტონის ხელშეკრულების მე-5 მუხლი აქამდე მხოლოდ ერთხელ 2001 წელს აშშ-ზე განხორციელებული 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმის საპასუხოდ ამოქმედდა.

NATO – რუსეთის ურთიერთობები

ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, რუსეთთან ურთიერთობის სექციაში აღნიშნულია, რომ ორ ათეულ წელზე მეტია NATO რუსეთთან საერთო ინტერესების სფეროში პარტნიორული ურთიერთობის, დიალოგისა და პრაქტიკული თანამშრომლობის განვითარებისკენ მიისწრაფის, თუმცა თანამშრომლობა რუსეთის მხრიდან უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის შედეგად  შეწყდა. იქვე განმარტებულია, რომ მიუხედავად NATO-სა და რუსეთს  შორის არსებული ძირეული და უცვლელი უთანხმოებებისა, ალიანსი არ მიისწრაფის რუსეთთან კონფრონტაციისკენ და არ წარმოადგენს მისთვის  საფრთხეს.

  • 2002 წელს შეიქმნა NATO-რუსეთის საბჭო, რომელიც NATO-სა და რუსეთს შორის უსაფრთხოების საკითხებზე  კონსულტაციებისთვის და სხვადასხვა სფეროებში პრაქტიკული თანამშრომლობისთვის ერთგვარ ფორუმს წარმოადგენდა.
  • 2008 წლის აგვისტოში, რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოში განხორციელებული არაპროპორციული სამხედრო მოქმედებების შედეგად,  NATO-რუსეთის საბჭოს ფორმალური შეხვედრები და გარკვეულ სფეროებში თანამშრომლობა 2009 წლის გაზაფხულამდე შეწყდა.  NATO მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ხოლო რუსეთს  საქართველოს შემადგენელი ნაწილების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების უკან წაღებისკენ მოუწოდებს.
  • 2014 წლის აპრილში, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის საპასუხოდ NATO-რუსეთის საბჭოს ფარგლებში რუსეთთან ყველა სახის სამოქალაქო და სამხედრო თანამშრომლობა შეწყდა, თუმცა არხები პოლიტიკური და სამხედრო კომუნიკაციისთვის ღიაა. NATO-ს განცხადებით, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისო სამართალი და მოქმედებს ევროატლანტიკური პარტნიორობის საბჭოს საბაზისო დოკუმენტის, NATO-რუსეთის ორმხრივი ურთიერთობების, თანამშრომლობისა და უსაფრთხოების  შეთანხმების და რომის დეკლარაციის პრინციპებისა და ვალდებულებების საწინააღმდეგოდ, რამაც საგრძნობლად შეარყია რუსეთსა და NATO -ს შორის ნდობა. რუსეთთან შენარჩუნებული პოლიტიკური დიალოგის ფორმატი მხოლოდ არსებული კრიზისის შესახებ მოსაზრებების გაცვლას გულისხმობს.

პატრიოტთა ალიანსის მესიჯბოქსი და კრემლის ოფიციალური პოლიტიკა

2017 წლის 10 ივლისს პატრიოტთა ალიანსის წევრების სამკაციანი დელეგაცია ადა მარშანიას, გიორგი ლომიას და ნატო ჩხეიძის შემადგენლობით მოსკოვში ვიზიტით გაემგზავრნენ და 11 ივლისს  რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატებთან შეხვედრა გამართეს. რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ინფორმაციით შეხვედრაზე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების აღდგენის პერსპექტივა, საქართველოს ნატოსთან თანამშრომლობის საკითხები და აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებული სიტუაცია განიხილეს.

"

2017 წლის 13 ივლისს,  NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ჯეიმს აპატურაის განცხადებით, NATO საქართველოს მომავალზე მოლაპარაკებების წარმოებას  რუსეთთან ან ნებისმიერ სხვა მესამე მხარესთან არ აპირებს, რადგან საქართველოს მომავალი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში მხოლოდ საქართველოს გადასაწყვეტია.

2017 წლის 6 აგვისტოს, TV ობიექტივის ეთერში გასულ ვიდეო კლიპში პატრიოტთა ალიანსმა მოწოდებები ახალი პოლიტიკური ფორმატი საქართველო- NATO -რუსეთის შექმნისკენ, რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებების აუცილებლობასა და ოკუპაციის კანონის გაუქმებასთან ერთად დაანონსა და მოსახლეობას სექტემბერ-ოქტომბერში დაგეგმილ აქციებში მონაწილეობისკენ მოუწოდა. ვიდეო კლიპში პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა დავით თარხან მოურავმა განმარტა, რომ საქართველო- NATO -რუსეთის ფორმატში საუბარია „თავდაუსხმელობასა და საზღვრების უცვლელობაზე“.

თავდაუსხმელობა საზღვრების უცვლელობა რუსეთთან პირდაპირი დიალოგის რისკები კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ
საქართველოსრუსეთთან მიმართებაში ცალმხრივად აქვს აღებული ძალის გამოუყენებლობის ვალდებულება, რუსეთი უარს აცხადებს ამგვარი ვალდებულების აღებაზე. რუსეთმა 2008 წლის 26 აგვისტოს,  აფხაზეთი და ე.წ სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა. 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდგომ, საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგის ერთადერთი ფორმატი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებია,რომელიც იმ მხრივაა მნიშვნელოვანი რომ საქართველო აგრესორი ქვეყნის პირისპირ ერთი-ერთზე არაა დარჩენილი და მასში საქართველოს  მნიშვნელოვანი პარტნიორები -,გაერო, ეუთო და ევროკავშირია  ჩართული. ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის მიზანია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად ოკუპირებული ტერიტორიების სტატუსის განსაზღვრა და ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმის დადგენა, რაც გულისხმობს შეზღუდვებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე თავისუფლად გადაადგილების, კანონით გათვალისწინებული ეკონომიკის საქმიანობის განხორციელების, უძრავ ქონებასთან დაკავშირებით გარიგების დადების და სხვა საკითხებთან დაკავშირებით.

“პატრიოტთა ალიანსის” მსგავსად, კანონი მიუღებელია კრემლისთვის, რასაც რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის და მისი მოადგილის, გრიგორი კარასინის განცხადებები ცხადყოფს.

 

დარღვევის ტიპი: შეცდომაში შემყვანი
ქვეყანა/ორგანიზაცია: ნატო, რუსეთი
წყარო

წყარო

პატ
პატრიოტთა ალიანსი

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist