საფრანგეთის პირველი ლედის ტრანსგენდერობის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

საფრანგეთის პირველი ლედის ტრანსგენდერობის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება
20
VIEWS

2021 წლის 22 დეკემბერს ფეისბუკ გვერდმა  „ახალგაზრდული“ გამოაქვეყნა პოსტი სათაურით: “ვინ მართავს მსოფლიოს?” პოსტის  თანახმად, საფრანგეთის პირველ ლედის, ბრიჯიტ მაკრონს სქესი შეცვლილი აქვს და მისი ნამდვილი სახელი ჟან-მიშელ ტრონიე არის. პოსტს თან ახლავს ბრიჯიტ მაკრონის ფოტო, რომელიც თითქოს საფრანგეთის პირველი ლედის მამაკაცობას ამტკიცებს. იდენტური ინფორმაცია ფეისბუკ მომხმარებელმა ირაკლი ზაქარეიშვილმა რამდენიმე საათით ადრე  გამოაქვეყნა.

"
სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია  ბრიჯიტ მაკრონის ტრანსგენდერობის შესახებ მტკიცებულების გარეშეა. გენდერთან დაკავშირებული სპეკულაციები საფრანგეთის პირველი ლედის შესახებ კონსპირაციაა და ემანუელ მაკრონის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად, რომელიც 2022 წლის არჩევნებში კენჭს იყრის.

დეზინფორმაცია ბრიჯიტ მაკრონის ტრანსგენდერობის შესახებ უცხოურ სოციალურ ქსელებში  მარტიდან ვრცელდება, თუმცა ვირუსული სახე ბოლო ორი თვის განმავლობაში მიიღო. სინამდვილეში,  ბრიჯიტ მაკრონს პირველი ქორწინებიდან სამი შვილი ჰყავს და მისი სახელი სახელი ჟან-მიშელ ტრონიე არასდროს ყოფილა. გავრცელებული  განცხადების მიხედვით, დეზინფორმაციას ბრიჯიტ მაკრონი გამოეხმაურა  და ცრუ ინფორმაციის გამავრცელებლების წინააღმდეგ საქმეც აღიძრა.

კაბა, რომელიც კონსპირაციის სამიზნე გახდა ბრიჯიტ მაკრონს 2019 წლის აგვისტოში დიდი შვიდეულის სამიტზე ეცვა. სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტო მოძრაობის დროს არის გადაღებული და ნაწილს, რომელსაც მაკრონის სასქესო ორგანოს ამსგავსებენ, კაბის ნაკეცები ქმნის.
"
ამავე დღეს გადაღებულ სხვა ფოტოებზე კაბის ნაკეცი არ ჩანს.
"

“ევრონიუსის” თანახმად, ყალბი ამბავი ფეისბუკზე პირველად თვითმარქცვია ჟურნალისტმა  ნატაშა რეიმ გამოაქვეყნა, რომელიც კოვიდ-დიატატურისა და კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინების შესახებ კონსპირაციებს ინტენსიურად ავრცელებს.  შეთქმულების თეორია “ბრიჯიტ მაკრონის საიდუმლოზე” 2021 წლის ოქტომბერში ასევე ულტრამემარჯვენე ვებგვერდზე “Faits et document” გამოქვეყნდა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ემანუელ და ბრიჯიტ მაკრონები გენდერისა და სექსუალური ორიენტაციის შესახებ გავრცელებული შეთქმულებების სამიზნე გახდნენ.  2017 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს ემანუელ მაკრონს  მოუწია იმ ბრალდების უარყოფა, რომ ის გეი იყო. არაერთხელ გამხდარა კრიტიკის საგანი პრეზიდენტისა და მის მეუღლეს შორის არსებული ასაკობრივი სხვაობაც.

აღსანიშნავია, რომ იდენტური ინფორმაცია ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პირველი ლედის, მიშელ ობამას შესახებაც ვრცელდებოდა. დეზინფორმაცია მიშელ ობამას ტრანსგენდერობის შესახებ “მითების დეტექტორმა” 2021 წლის მაისში გადაამოწმა.
ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:
როგორ გახდა მიშელ ობამას კაბა კონსპირაციების წყარო?


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: საფრანგეთი
წყარო
ასევე დაგაინტერესებს

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist