საფეხბურთო ქლიქბეით საიტი ფოტოებს მანიპულაციურად ვაქცინაციას უკავშირებს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

15
VIEWS

19 დეკემბერს ქლიქბეით საიტმა footballs.ge გამოაქვეყნა სტატია, სათაურით “რა დაემართა იმ ხალხს, რომელმაც კორონავირუსის ვაქცინა გაიკეთა.” მასალას თან ახლავს დაზიანებული ფილტვისა და ბელის დამბლის მქონე ადამიანის ფოტოები. სტატიაში საუბარია აშშ-ს საკვებისა და წამლების ასოციაციის (FDA) ანგარიშზე, რომლის მიხედვითაც, Pfizer-ის ვაქცინაციის მონაწილე 4 ადამიანს ბელის დამბლა განუვითარდა და სამხრეთ კორეელი ექიმების მიერ გამოქვეყნებულ ფოტოზე, რომელიც კოვიდ-19-სგან გამოჯანმრთელებული ადამიანის დაზიანებულ ფილტვს ასახავს.

 

;

მასალის სათაური მანიპულაციურია და ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ფოტოებზე ასახული მოვლენები აშშ-სა და სამხრეთ კორეაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შედეგია. დაზიანებული ფილტვის ამ სურათს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინასთან კავშირი არ აქვს, ის ივლისში გავრცელდა და covid-19 გადატანილ პაციენტს ეკუთვნოდა. ბელის დამბლის მქონე ადამინის ფოტო კი ინტერნეტში ჯერ კიდევ 2020 წლის ივნისში მოხვდა და მანიპულაციურად ადრეც ვრცელდებოდა. 

  • დაზიანებული ფილტვის ფოტო სამხრეთ კორეიდანაა

სტატიის ძირითად ტექსტში Footballs.ge უთითებს, რომ ფილტვის ფოტო რეალურად სამხრეთ კორეაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ ადამიანს ეკუთვნის, თუმცა მანიპულაციურია სათაური – “რა დაემართა იმ ხალხს, რომელმაც კორონავირუსის ვაქცინა გაიკეთა” – რომელიც თანმხლებ ილუსტრაცასთან ერთად ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ფილტვის დაზიანება და ბელის დამბლა ვაქცინაციის შედეგია.

როიტერის 7 ივლისის სტატიის მიხედვით, სამხრეთ კორეაში 50 წლის პაციენტს, რომელმაც კორონავირუსი გადაიტანა, ფილტვების გადანერგვის ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა. იქამდე დაფიქსირებული შემთხვევებიდან ეს კონკრეტული იმით იყო გამორჩეული, რომ პაციენტმა მსოფლიოში ყველაზე დიდი დრო – 16 კვირა – ECMO-ს აპარატის დახმარებით გაძლო, რომელიც პაციენტის სისხლის წითელ უჯრედებში ჟანგბადის დამატებას უზრუნველყოფს. ფილტვის უკიდურესი დაზიანების გამო ერთადერთი გამოსავალი ფილტვის გადანერგვა იყო, რაც წარმატებით დასრულდა.

როიტერის ვიდეოში ვხედავთ გავრცელებულ ფოტოს დაზიანებული ფილტვის გამოსახულებით, რომელსაც ექიმი ჟურნალისტებს აჩვენებს. ფოტო მსოფლიოს სხვადასხვა მედიასაშუალებაში ფართოდ გავრცელდა.

;

  • ბელის დამბლის მქონე ადამიანების ფოტოები ინტერნეტში ივნისში გამოჩნდა

სათაურის პასუხად გამოყენებული მეორე მანიპულაციური ფოტო ბელის დამბლის (სახის კუნთის პარალიზება) მქონე პაციენტს ასახავს. ფოტო ინტერნეტში 2020 წლის ივნისიდან იძებნება სტატიაში, რომელიც ბელის დამბლის ზოგად სიმპტომებს მიმოიხილავს და საერთო არაფერი აქვს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გვერდით ეფექტებთან.

;

10 დეკემბერს, Pfizer-ის ვაქცინის კვლევასთან დაკავშირებული FDA-ის ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, გაირკვა, რომ ცდებში მონაწილე  43 448 ადამიანიდან ბელის დამბლა 4 მათგანს განუვითარდა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდებოდა მანიპულაციური ინფორმაცია, ბევრ მათგანში დამბლა ვაქვინაციის პირდაპირ შედეგად იყო განხილული მაშინ, როცა FDA-ის განამრტებით, ამ რაოდენობის შემთხვევა ზოგად პოპულაციაშიც მოსალოდნელია და საგანგაშოდ ვერ ჩაითვლება.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს – შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, სამხრეთ კორეა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist