სანტა ყალბია, მაგრამ იესო – ნამდვილი!

კითხვის დრო: < 1 minute

კითხვის დრო: < 1 minute

Capture1
127
VIEWS

რიგითმა ამერიკულმა ოჯახმა ალასკიდან საკუთარი ბავშვისთვის საჩუქარი ადგილობრივ სავაჭრო ცენტრში აარჩია, თუმცა ოჯახის წევრების გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა საჩუქარში წერილი აღმოაჩინეს. 19 დეკემბერს ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა აღმოჩენილი წერილის შესახებ ფეისბუკ-ზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც დიდი ასოებით შემდეგი ტექსტი წერია:

“ჰეი ბავშვებო!! სანტა ყალბია, მაგრამ იესო – ნამდვილი”. Brianna Ridge-ს თქმით, საბედნიეროდ მისმა შვილმა წერილი, სადაც სანტას არარსებობის შესახებ წერდნენ, ვერ ნახა და სხვა მშობლებს მოუწოდა, კარგად დაათვალიერონ საჩუქრის ყუთი, რათა სხვა ბავშვებს, რომლებსაც სანტას არსებობის სჯერათ, იმედები არ გაუცრუვდეთ”.

წერილის მეორე მხარეს წერია, რომ “არც მფრინავი ჩრდილოეთის ირმები და არც ელფები ჩრდილოეთ პოლუსზე არ არსებობენ”.  გზავნილში უცნობი მშობლებს მოუწოდებს, შვილებს სანტას შესახებ სიმართლე გაუმხილონ და მათ მოტყუებას შეეშვან.

New York Post-ის მიხედვით

თემატიკა: სხვა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist