განახლება: “მითების დეტექტორის” მიერ აღნიშნულ თემაზე მასალის გამოქვეყნების შემდეგ itar.ge-მ პირვანდელი ინფორმაცია შეასწორა, ხოლო newposts.ge-მ – წაშალა.
11-12 მარტს ვებ-გვერდებმა newposts.ge, itar.ge და www.ge გაავრცელეს ინფორმაცია, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ Tiktok-ზე დარეგისტრირდა და რამდენიმე ვიდეოც ატვირთა.
12 მარტის 16:00 საათის მდგომარეობით, newsposts-ის მასალას 2045, www.ge-ს მასალას 1638, itar.ge-ის კი 203 ნახვა აქვს.
სალომე ზურაბიშვილის სახელით შექმნილი ტიკტოკის ანგარიში ყალბია. ინფორმაციის ნამდვილობა ზურაბიშვილმა ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე უარყო და დაწერა, რომ მას ტიკტოკის ანგარიში არ აქვს და არც არასდროს ჰქონია.
სალომე ზურაბიშვილის ტიკტოკის ყალბი ანგარიშის შესახებ ინფორმაცია 11 მარტის საღამოს გავრცელდა. ზურაბიშვილი მომხდარს მალევე გამოეხმაურა და ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ ტიკტოკზე მისი სახელით შექმნილი ანგარიში ყალბია.
ზურაბიშვილის მიერ პოსტის გამოქვეყნების შემდეგ რამდენიმე ვებ-გვერდმა გამოქვეყნებული მცდარი ინფორმაცია წაშალა, ზოგიერთ ქლიქბეით ვებ-გვერდზე კი ზურაბიშვილის ტიკტოკის ყალბი ანგარიშის შესახებ ინფორმაცია კვლავ იძებნება.
12 მარტის 16:00 საათის მდგომარეობით, აღნიშნული ინფორმაცია გამოქვეყნებულია შემდეგ ვებ-გვერდებზე: newposts.ge, itar.ge და www.ge.
თავდაპირველად ტიკტოკის ყალბ ანგარიშს სახელწოდებით “salomezurabishvili1” მთავარ ვიზუალად სალომე ზურაბიშვილის ფოტო ჰქონდა ატვირთული, ანგარიშის მოკლე აღწერის ნაწილში კი “ერთიანი საქართველო” ეწერა. ტიკტოკზე 5 ვიდეო იყო გამოქვეყნებული, აქედან 3 სალომე ზურაბიშვილის 2020 წლის 18 მარტის ფეისბუქ-ლაივიდანაა ამოჭრილი, რომელშიც ის დაბადების დღის მილოცვისთვის მადლობას იხდიდა.
ამჟამად ტიკტოკის ანგარიშზე ზურაბიშვილის პროფილის ფოტო და ყველა ვიდეო წაშლილია.
არქივის ბმულები:
newposts.ge
itar.ge
www.ge
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.