საკუთრების უფლების ჩამორთმევა თუ მდგრადი განვითარების სამოქმედო გეგმა – გაეროს 2023 წლის სამიტის მიზნები

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

64
VIEWS

12 იანვარს ფეისბუკ-ანგარიშებზე (1, 2, 3) გავრცელდა ინფორმაცია, რომ 2023 წლის სექტემბერს, გაეროს ეგიდით, მომავლის სამიტი ტარდება, სადაც ერებისა და ქვეყნების არსებობის საკითხი გადაწყდება.  ფეისბუკ-ანგარიშების თანახმად, სამიტისთვის მზადდება კანონპროექტები ტყის მასივების, მიწისა და წყლის რესურსების ერთობლივ მართვაზე, რაც მათივე განმარტებით, ერებისთვის საკუთრების უფლების ჩამორთმევას და გაეროს უკან მდგარი პლუტოკრატების საკუთრებაში გადასვლას ნიშნავს.

ინფორმაცია, თითქოს 2023 წლის სექტემბერს გაეროს სამიტზე მზადდება კანონპროექტი, რომელშიც ერების არსებობა და საკუთრების უფლების ჩამორთმევა განიხილება, არანაირ ფაქტობრივ ინფორმაციას არ ეყრდნობა. 19-20 სექტემბერს, გარეოს შტაბ-ბინაში, მდგრადი განვითარების გეგმა 2030 – ის შუალედური შეხვედრა ჩატარდება, სადაც პროგრამის განხორციელების პროცესს შეაფასებენ, თუმცა პროგრამა სახელმწიფოებისთვის ტყის მასივებისა და წყლის რესურსების საკუთრების უფლების ჩამორთმევაზე კანონპროექტის განხილვას არ მოიცავს.

2023 წლის 19-20 სექტემბერს მდგრადი განვითარების შესახებ, გაეროს გენერალური ასამბლეის ეგიდით, მაღალი დონის პოლიტიკური ფორუმი გაიმართება. 

სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები,  ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში შეიკრიბებიან, რათა პროგრამა –  “მდგრადი განვითარება 2030-ისა” და ამ პროგრამისთვის დაგეგმილი 17 მიზნის განხორციელების ეტაპები განიხილონ. 2023 წლის სამიტი, დღის წესრიგის მიმდინარობის განსახილველად რიგით მეორე შუალედური შეხვედრაა. სამიტზე მთავრობის მეთაურებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები, ახალგაზრდები და სხვა დაინტერესებული პირები. 

გაეროს გლობალური მდგრადი განვითარების სამოქმედო გეგმა მოიაზრებს მსოფლიოში ვითარების გაუმჯობესებას სამი ძირითადი მიმართულებით: ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი. პროგრამის ფარგლებში შემუშავებულია 17 მიზანი და 169 ინდიკატორი, რომლებზეც გაეროს ყველა წევრი ქვეყანა თანხმდება.  ეს მიზნები მსოფლიოში არსებულ თანამედროვე გლობალურ გამოწვევებს ეხება, მათ შორისაა, დედამიწის ეკოსისტემების, წყლის რესურსების, კლიმატის ცვლილებების საწინააღმდეგო ქმედებების საკითხი, თუმცა არსად არის ნახსენები, რომ  გამოწვევების გასამკლავებლად საკუთრების უფლება უქმდება და მართვის სათავეები გაეროს გადაეცემა. სამოქმედო გეგმაში მე-6 მიზნად გაწერილია სასმელი წყლის ხელმისაწვდომობა, წყლის ეფექტურად გამოყენება დეფიციტის აღმოფხვრის მიზნით, წყალთან დაკავშირებული ეკოსისტემების აღდგენა და დაცვა, ადგილობრივების გაძლიერება და მხარდაჭერა წყლისა და სანიტარული პირობების გამჯობესების საკითხში.

წყარო: sdgs.un.org

უშუალოდ წყლისა და სანიტარიის თემაზე გაეროს ეგიდით კონფერენცია 2023 წლის 22-24 მარტსაც ჩატარდება, სადაც მდგრადი განვითარების გეგმის მე-6 მიზანში გაწერილი საკითხების დაჩქარებულად განხორციელების გზებს განიხილავენ. 

მე-13 მიზნად კი გაწერილია კლიმატის ცვლილებასთან და მის ზემოქმედებასთან საბრძოლველად გადაუდებელი ზომების მიღება, კლიმატის ცვლილების პროექტების ინტეგრირება ეროვნულ პოლიტიკაში, სტრატეგიებსა და დაგეგმარებაში. ასევე, 2020 წელს აღებული ვალდებულებით, ყოველწლიურად 100 მილიარდი ევროს მობილიზება განვითარებადი ქვეყნებში მწვანე პოლიტიკის გასატარებლად. რაც შეეხება ზღვის ეკოსისტემის დაცვას, რომელიც მე-14 მიზნად არის გაწერილი, 2025 წლისთვის იგეგმება ზღვის დაბინძურების მნიშვნელოვნად შემცირება. 2030 წლისთვის კი – ზღვის ეკოსისტემის მდგრადი გამოყენებით განვითარებადი ქვეყნებისთვის ეკონომიკური სარგებლის გაზრდა. სამოქმედო გეგმის მე-15 მიზანში, 2030 წლისთვის გაწერილია ხმელეთის ეკოსისტემის დაცვა, აღდგენა და ხელშეწყობა – ტყეების მდგრადი მართვა, გაუდაბნოებასთან ბრძოლა. 

არსად არის აღნიშნული, რომ ამ მიზნის მისაღწევად ქვეყნებში საკუთრების უფლება უქმდება.

წყარო: sdgs.un.org

გაეროს გლობალური მდგრადი განვითრების გეგმა 2030 – ში გაწერილია 17 მიზანი

  1. სიღარიბის აღმოფხვრა
  2. ნულოვანი შიმშლი
  3. ჯანმრთელი ცხოვრება და კეთილდღეობა
  4. ხარისხიანი განათლება
  5. გენდერული თანასწორობა
  6. სუფთა წყალი და სანიტარია
  7. ხელმისაწვდომი და მდგრადი ენერგია
  8. ღირსეული სამუშაო ეკონომიკური ზრდა
  9. მრეწველობა, ინოვაცია და ინფრასტრუქტურა
  10. შემცირებული უთანასწორობა
  11. მდგრადი ქალაქები და დასახლებები
  12. მდგრადი მოხმარება და წარმოება
  13. კლიმატის ცვლილების საწინააღმდეგო ქმედებები
  14. ოკეანისა და ზღვის რესურსი
  15. დედამიწის ეკოსისტემები
  16. მშვიდობა, სამართლიანობა და ძლიერი ინსტიტუტები
  17. პარტნიორობა მიზნების მისაღწევად
წყარო: unisef.org

მდგრადი განვითარების პროგრამა 2030 – ის შუალედური შეხვედრები

2016 წელს წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ მდგრადი განვითარების სამოქმედო გეგმის შუალედური შეფასებისთვის ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ ანგარიშს მოამზადებენ. პირველი ანგარიში გაეროს გენერალური მდივნის მიერ დანიშნულმა მეცნიერთა დამოუკიდებელმა ჯგუფმა 2019 წელს მოამზადა. შემდეგი შუალედური ანგარიში კი 2023 წელს გამოქვეყნდება და პოსტპანდემიური კრიზის დაძლევის პოლიტიკას შეეხება. გაეროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, აქცენტი გაკეთდება იმ დაბრკოლებების აღმოფხვრის დაჩქარებაზე, რაც ხელს უშლის მდგრადი განვითარების პროგრამის განხორციელებას.  

წარსულში გაეროს მდგრადი განვითარების პროგრამის 17 მიზანთან დაკავშირებული კონსპირაციაც ვრცელდებოდა. ვრცლად, იხილეთ:

ქვეყნებისთვის სუვერენიტეტის ჩამორთმევაზე დეზინფორმაცია მითების დეტექტორმა  წარსულშიც გამოავლინა. ვრცელდებოდა მტკიცება, თითქოს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია წევრი ქვეყნებისთვის სუვერენიტეტის ჩამორთმევას გეგმავს. ასევე, გავრცელდა დეზინფორმაცია, თითქოს სახელმწიფოები ჯანმოს პანდემიის მართვის ერთპიროვნულ უფლებას გადასცემდნენ, ხოლო ქვეყნის ძირითადი კანონები და კონსტიტუცია ძალას დაკარგავდა. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” სტატიები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: გაერო
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist