საკრებულოს დეპუტატი, ცხინვალის KGB, სპუტნიკ ოსეთია, სტალინი და სხვები ვაჟა ექიმის წინააღმდეგ

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

Untitled-1
813
VIEWS

2019 წლის 9 ნოემბერს საოკუპაციო ძალებმა ახალგორის რაიონში ექიმი-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი დააკავეს. ის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მას შემდეგ გადავიდა, რაც 60 წლის ჭაში ჩავარდნილ ქალს ექიმის დახმარება დასჭირდა და მისი თბილისში გადაყვანა გამშვები პუნქტის ჩაკეტვის გამო ვერ მოხერხდა. ვაჟა გაფრინდაშვილს ბრალი საზღვრის უკანონო კვეთაში დასდეს და წინასწარი 2 თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ექიმი 13 დეკემბრს სასამართლომ არ გაათავისუფლა, რადგან ის საზღვრის გადაკვეთას არ აღიარებდა და აცხადებდა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებოდა.

საზოგადოების პროტესტი ამ თემასთან დაკავშირებით მას შემდეგ გააქტიურდა, რაც თბილისის საკრებულოს ქართული ოცნების დეპუტატის, ერეკლე კუხიანიძემ ფეისბუკზე  გაფრინდაშვილი შეგნებულ პროვოკაციაში დაადანააულა.

ერეკლე კუხიანიძე: „ძალიან სერიოზული მყრალი პროვოკაციის ოხშივარი ასდის ამ ამბავს! პირდაპირ გეუბნებით – როდესაც იცი, იქ ოკუპანტია და დაგიჭერს და მაინც სპეციალურად მიდიხარ… ისიც იცი, რომ შენი ქვეყანა მოკლებულია იმას, რომ ქმედითი წინააღმდეგობა გაუწიოს ოკუპანტს და ამის შემდეგ შენი ოჯახი სახელმწიფოს უპირისპირდება – ან მთელი ოჯახი იდიოტები ხართ, ან პროვოკატორები თქვენი დედაც.“

"

მსგავს გზავნილს ავრცელებდნენ სხვა კრემლისტური აქტორებიც, კერძოდ ცხინვალის KGB, სპუტნიკ ოსეთია, პრორუსულად განწყობილი ფეისბუკ მომხმარებელი სანდრო ჯამასპიშვილი, ფეისბუკ გვერდი “სტალინი”, კრემლისტური ონლაინ გამოცემა ნიუსფრონტი.

სხვა გზავნილები, რომლებიც ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკაავშირებით ვრცელდებოდა ასე გამოიყურება:

  • ვაჟა გაფრინდაშვილისთვის ოკუპირებული რეგიონების აღიარება არ მოუთხოვიათ
  • ვაჟა გაფრინდაშვილი ოპოზიციის აგენტია

გზავნილი პრო-სახელისუფლებო პრო-რუსული
ვაჟა გაფრინდაშვილი წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციის სცენარით მოქმედებდა ერეკლე კუხიანიძე ცხინვალის KGB
სპუტნიკ ოსეთია
ფეისბუკ მოხმარებელი – სანდრო ჯამასპიშვილი
ფეისბუკ გვერდი – სტალინი
ნიუსფრონტი
ვაჟა გაფრინდაშვილისთვის ოკუპირებული რეგიონების აღიარება არ მოუთხოვიათ ფეისბუკ გვერდი – სტალინი
ნიუსფრონტი
ვაჟა გაფრინდაშვილი ნაცების, გირჩელების, მაქარაშვილის დოსტების აგენტია ფეისბუკ გვერდი – სტალინი
ფეისბუკ მომხმარებელი – სანდრო ჯამასპიშვილი
ნიუსფრონტი
TVM News

გზავნილი 1 – ვაჟა გაფრინდაშვილის წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია

ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით ცხინვალის KGB-მ აუდიოჩანაწერები და ინფორმაცია გამოაქვეყნა. მათი მტკიცებით, სანამ ექიმი “საზღვარს” გადაკვეთდა, ესტონეთში იმყოფებოდა და იქიდან დაბრუნებულს ანგარიშზე დიდი რაოდენობით თანხა ჩაერიცხა. საუბრის ჩანაწერების ავთენტურობა ჯერ არ არის დადგენილი, თუმცა ისინი მაინც არაფერს მნიშვნელოვანს არ ამტკიცებს. (Adderall)

ფეისბუკ მომხარებელმა სანდრო ჯამასპიშვილმა ამის შემდგომ გაავრცელა პოსტი, სადაც ის ვაჟა გაფრინდაშვილის ქმედებას წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციის სცენარს უწოდებდა და აღნიშნავდა, რომ ამას ქართული ლიბერალური პრესა არ გამოაქვეყნებდა. აღსანიშნავია, სანდრო ჯამასპიშვილი KGB-ს გავრცელებულ ვერსიას იმოწმებდა.

სანდრო ჯამასპიშვილი: “დანარჩენი ცხინვალის წყარო არ ამბობს რა დაფქვა ვაჟამ ან რა მისიიით იყო უბრალოდ ხაზი გაუსვეს რომ კარგად მომზადებული და მტკიცე ხასიათით იყო თავიდან! ამას იმიტომ ვაქვეყნებ რომ ჩაცხრეს ხელოვნური აჟიოტაჟი ვაჟას “გმირობაზე” და არ იქნას გამოყენებული ფერადი რევოლუციისათვის ეს მსხვილი წინასწარ დაგეგმილი სცენარი!”

საგულისხმოა, რომ აღნიშნული ფეისბუკ პოსტი, რომელიც პრორუსული გზავნილებით ცნობილ სანდრო ჯამასპიშვილს ეკუთვნის, ასევე საკრებულოს ოცნების დეპუტატმა ერეკლე კუხიანიძემაც გააზიარა.

"

მიუხედავად იმისა, რომ KGB-ს გავრცელებულ ჩანაწერებში სერიოზული არაფერი არ იყო, საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა ამის თაობაზე განცხადება მაინც გააკეთა:

“საოკუპაციო რეჟიმის მიერ გაკეთებული განცხადება წარმოადგენს ვაჟა გაფრინდაშვილის წინააღმდეგ გამოგონილი ბრალდების შემადგენელ ნაწილს და მიზანმიმართულ დეზინფორმაციას”

გზავნილი 2 – ვაჟა გაფრინდაშვილისთვის ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება არ მოუთხოვიათ. 

ქართული ოცნების დეპუტატისა და მხარდაჭერების გარდა ყალბ ინფორმაციას პრო-რუსული გვერდებიც ავრცელებდნენ. 15 დეკემბერს კრემლისტურმა ონლაინ გამოცემამ “ნიუს-ფრონტი საქართველო” გამოაქვეყნა სტატია, სათაურით “«ვაჟა ექიმი» — ახალი ნადეჟდა სავჩენკო?”. აღნიშნული სტატია პრორუსულმა ფეისბუკ გვერდმა “სტალინმაც” გააზიარა.

"

სტატიაში საუბარია იმაზე, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის საქმე ხელოვნურ ისტერიად გარდაიქმნა და ლიბერალურ მედიაში მისი ჰეროიზაცია ნადეჟდა სავჩენკოს შემთხვევას ჰგავს. ნიუსფრონტი – საქართველოს ცნობით, ოქმზე ხელის მოწერა უბრალო ფორმალობაა და ის რაიმეს აღიარებას არ ნიშნავს:

“რა გამოდის, მარტო ვაჟა გაფრინდაშვილია პატრიოტი, როდესაც ხელს არ აწერს «საზღვრის დარღვევის» ოქმს? ყველა დანარჩენმა საქართველო ფეხებზე დაიკიდა? — რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის, არც ერთი მათგანი საკუთარი სინდისის წინააღმდეგ არ წასულა, ვინაიდან ხელი მოაწერეს ფორმალობას, ოქმს და მათთვის საქართველოს დანაწევრების რეალური აღიარება არც არავის მოუთხოვია.”

ვაჟა გაფრინდაშვილმა აღნიშნულს ხელი არ მოაწერა ვინაიდან და რადგანაც, ის მიიჩნევდა, რომ ისევ საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებოდა და არანაირი საზღვარი გადაკვეთილი არ ჰქონდა. რადგანაც ე.წ. სამხრეთ ოსეთი გამყოფ ზოლს საზღვარს უწოდებს, მსგავსი ხელმოწერებით ისინი კიდევ უფრო მეტ ლეგიტიმაციას იძენენ. მიუხედავად იმისა, რომ ნიუს-ფრონტი ამ კონკრეტულ ოქმს ფორმალობას უწოდებს და არა რამის აღიარებას, ეს დოკუმენტი თავისთავადვე ნიშნავს გამყოფი ზოლის საზღვრად აღიარებას.

გზავნილი 3 – ვაჟა გაფრინდაშვილი ნაცების, გირჩელების, მაქარაშვილის დოსტების აგენტია

აღნიშნული გზავნილი ფეისბუკ მომხარებელმა სანდრო ჯამასპიშვილმა მას შემდეგ გაავრცელა, რაც მის წინა სტატუსს (ცხინვალის KGB-ის ვერსიის შესახებ) საზოგადოების კრიტიკა მოჰყვა. მისი მოსაზრება სხვადასხვა პრო-რუსულმა ფეისბუკ გვერდმა თუ ონლაინ გამოცემაც გააზიარა, მათ შორის: “სტალინი”, ნიუს-ფრონტი და TVM News.

"

"

სანდრო ჯამასპიშვილი ასევე სხვადასხვა პრორუსული და ანტიდასავლური განცხადებებით გამოირჩევა. მისი პოსტები მიმართულია სტალინის ქებისკენ და უკრაინის ავტოკეფალიის კრიტიკისკენ. ასევე ხშირია, როდესაც ეს კონკრეტული მოხმარებელი აქვეყნებს ნატოსა და აშშ-ის საწინააღმდეგო გზავნილებს.

 

თემატიკა: პოლიტიკა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist