“სახეცვლილი” და ახალი FB ანგარიშები გახარიას მხარდასაჭერად და ძველები მის წინააღმდეგ

კითხვის დრო: 8 წუთი

კითხვის დრო: 8 წუთი

67
VIEWS

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 29 მაისს პოლიტიკური გაერთიანება “საქართველოსთვის” დააფუძნა.  სადამფუძნებლო კონფერენციაზე პარტიის თავმჯდომარედ გიორგი გახარია აირჩიეს. ახალი პარტიის წარდგენას სოციალურ ქსელში სხვადასხვა სახის გამოხმაურება მოჰყვა. ხელისუფლების მხარდამჭერი და ოპოზიციის მადისკრედიტირებელი ფეისბუკ გვერდების ნაწილი, ასევე ოპოზიციის მხარდამჭერი ფეისბუკ გვერდები გახარიას პარტიის გაშარჟებას იუმორისტული პოსტებით შეეცადნენ, ნაწილმა კი დასპონსორებული პოსტით გიორგი გახარიას ძველი განცხადება გაიხსენა, რომელშიც მაშინდელი პრემიერი ნაციონალურ მოძრაობას დასრულებით ემუქრებოდა. ახლადშექმნილი პარტიის მიმართ კრიტიკა გამოთქვეს ულტრანაციონალისტურმა გაერთიანებებმა, რომელთა აზრითაც “საქართველოსთვის” “ქართული ოცნების” “ლიბერასტული ვერსია” იყო, ხოლო სახელისუფლებო ექსპერტების შეფასებით, გიორგი გახარიასა და ოპოზიციურ პარტიებსა თუ ტელევიზიებს საერთო ინტერესები ამოძრავებთ – გახარიას მეშვეობით “ქართული ოცნებას” წაართვან ელექტორატი და ამით მმართველი გუნდი დაასუსტონ.

გამოვლინდა გახარიას მხარდამჭერი 11 ახალი ფეისბუკ ჯგუფი, რომელთაგანაც ხუთი 2021 წლის მარტსა და აპრილში შეიქმნა, ხოლო ექვსი – მაისში.

“მითების დეტექტორმა” სულ 10 ფეისბუკ გვერდი გამოავლინა, რომლებმაც გიორგი გახარიასა და მისი ახალი პარტიის შესახებ დაახლოებით ერთი შინაარსის გზავნილები გაავრცელეს. ამ გვერდებს შორის 3 პროსახელისუფლებო (არქივი • Archive, რეალობა, ტერენტი გლდანელი), 4 ოპოზიციურ (ლურჯი ვირი, როდის მიდის? როდის მოდის?,  Annual events ყოველწლიური მოვლენები, ქოცების დასაცინი ოფიციალური სააგენტო, ერთი ანტილიბერალურ (Qvakutxedi ქვაკუთხედი) და ერთი გასართობი შინაარსის  (Laughtivism – პოლიტიკური კარიკატურები) მასალებს ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი ფეისბუკ გვერდი მოღალატე გახარია 26 მაისს, გახარიის პარტიის წარდგენამდე 2 დღით ადრე შეიქმნა.

გახარიას მხარდამჭერი ფეისბუკ  ჯგუფები

18 თებერვალს გიორგი გახარიას გადადგომის შემდეგ სოციალურ ქსელში არაერთი მხარდამჭერი გვერდი და ჯგუფი გამოჩნდა. 18-დან 28 თებერვლის მანძილზე  ყოფილი პრემიერის მხარდასაჭერად 9 ფეისბუკ ჯგუფი შეიქმნა,  აქედან ერთ-ერთმა “გახარია დაბრუნდი” 26 აპრილს სახელი შეიცვალა და აპარტამენტების ყიდვა/გაყიდვა გახდა.

2021 წლის მარტსა და აპრილში გახარიას მხარდასაჭერად 6 ახალი ჯგუფი შეიქმნა:

გიორგი გახარია. ” საქართველოსთვის”
1
2021 წლის 24 მარტი
2300 წევრი (1 ივნისის მონაცემებით)
საქართველოსთვის??ხალხის გუნდი ✊??❤️
1
2021 წლის 6 აპრილი
3,334 წევრი
გახარია & ახალი პარტია საქართველოსთვის1 2021 წლის 24 მარტი
7600 წევრი
მე ვირჩევ გახარიას – საქართველოსთვის1 2021 წლის 5 აპრილი
545 წევრი
გახარიას პარტიის მხარდამჭერები1 2021 წლის 2 აპრილი
443 წევრი

სახეცვლილი ჯგუფები

გამოვლინდა ორი ჯგუფი, რომელმაც თავდაპირველი პროფილი იცვალა. მაგალითად, 2021 წლის თებერვალში გახარიას მხარდასაჭერად შექმნილმა ჯგუფმა “გახარია დაბრუნდი” 26 აპრილს სახელი შეიცვალა და აპარტამენტების ყიდვა/გაყიდვა გახდა. ხოლო 2017 წელს შექმნილმა ჯგუფმა “Yvelaferi iafad” სახელის ცვლილების შემდეგ პირიქით პოლიტიკური პროფილი შეიძინა და “ახალი პარტია გახარია” გახდა.

1
1
ახალი პარტიის “საქართველოსთვის” შექმნისთანავე, მაისში ფეისბუკზე გახარიას მხარდამჭერი კიდევ 6 ჯგუფი გაჩნდა:

ჯგუფის სახელი შექმნის თარიღი
საქართველოსთვის გახარია
1
2021 წლის 28 მაისი

32 წევრი

ერთ-ერთი ადმინია “ქალის სურნელი ჩვენი საქართველო”

1

საქართველოსთვის გიორგი გახარია1 2021 წლის 29 მაისი

374 წევრი

გახარია ჩემი არჩევანია!1 2021 წლის 22 მაისი

167 წევრი

გახარია “საქართველოსთვის”

1

2021 წლის 29 მაისი

297 წევრი

გიორგი გახარია საქართველოსთვის1 2021 წლის 30 მაისი

9 წევრი

გახარიას მხარდამჭერები ზუგდიდში
1
2021 წლის 29 მაისი

149 წევრი

ფეისბუკ გვერდები გახარიას წინააღმდეგ

2021 წლის 26 მაისს, გახარიას პარტიის პრეზენტაციამდე რამდენიმე დღით ადრე ფეისბუკ გვერდი “მოღალატე გახარია”  შეიქმნა, რომელზედაც 1 ივნისის მონაცემებით გახარიას საწინააღმდეგოდ 4 პოსტია გამოქვეყნებული.

1

გვერდზე გამოქვეყნებული. ორი ვიდეოკოლაჟი გახარიას პარტიის წარდგენის დღეს გაკეთებულ და პრემიერ-მინისტრობისას გაკეთებულ განცხადებებს ერთმანეთს ადარებს და ნაციონალური მოძრაობისა და ნეპოტიზმის შესახებ შეცვლილ პოზიციებს ასახავს.

2

30 მაისს გამოქვეყნებულ ვიდეოში გახარიას მიერ ნეპოტიზმის თემაზე გაკეთებული განცხადების ფონზე გვერდი გვახსენებს, რომ “ქართულ-ფრანგულ ჯიგრულ პონტში” გახარიას მეუღლემ 2020 წელს საფრანგეთში ბინა შეიძინა.

1
ახლადშექმნილი გვერდის პირველ პოსტში გახარიას ახალი პარტიის ლოგო საქართველოს ფოსტისა და თიბისი ბანკის ლოგოებს არის შედარებული.

1

იდენტური ფოტო მსგავსი შინაარსის აღწერით 13 წუთში ანტი-ოპოზიციურმა გვერდმა ტერენტი გლდანელი გამოაქვეყნა.

1

გიორგი გახარიას ვიდეოჩანაწერი, რომელშიც იმდროინდელი პრემიერ-მინისტრი ნაციონალურ მოძრაობას ქუჩის ოპოზიციას უწოდებდა და დასრულებით ემუქრებოდა, 29 მაისს  ანტიოპოზიციურმა გვერდმა  არქივი • Archive გააავრცელა. აღსანიშნავია, რომ გვერდზე გამოქვეყნებული პოსტი დასპონსორებულია:

1
ოპონენტების მიმართ გახარიას შეცვლილი რიტორიკის ამსახველი ვიდეოკოლაჟი, რომელიც გახარიას ჟურნალისტებთან შეხვედრისა და პრემიერ-მინისტრობის დროინდელ განცხადებას აერთიანებს, ასევე ანტიოპოზიციურმა გვერდმა ტერენტი გლდანელი  გამოაქვეყნა:

1

ამავე გვერდზე გამოქვეყნებულ ფოტოზე გახარიას გუნდში გაზეთ “ქრონიკას” რედაქტორი ელისო კილაძეც გვხვდება.

1
ანტი-ოპოზიციური ფეისბუკ გვერდი რეალობა გახარიას პრეზენტაციას “მისტერ ბინის” ვიდეოთი გამოეხმაურა:

1
ოპოზიციასთან დაკავშირებული გვერდები

გახარიას პარტიის ლოგო საქართველოს ფოსტისა ლოგოს ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებულმა გვერდმა ქოცების დასაცინი ოფიციალური სააგენტო-მაც  შეადარა:

1
ნაციონალურ მოძრაობასთან აფილირებულმა ფეისბუკ გვერდმა ლურჯი ვირი ახლადშექმნილი პარტიის ლოგო სიგარეტ “კოსმოსზე” გამოსახა, რაც ფეისბუკ გვერდმა  Annual events ყოველწლიური მოვლენები გააზიარა.

1
გვერდებმა როდის მიდის? როდის მოდის? და ლურჯი ვირი გაავრცელეს ფოტო, რომელშიც ჯოკერის ფორმაში გამოწყობილი გახარია საქართველოს ფოსტისა და თბს ბანკის ლოგოებით ახალი პარტიის ლოგოს ქმნის.

1
გვერდმა “როდის მიდის? როდის მოდის?”  გახარიას ფოტო შემდეგი აღწერით გამოაქვეყნა :

1
აღსანიშნავია, რომ ფეისბუკ გვერდი როდის მიდის? როდის მოდის? 2021 წლის თებერვალშია შექმნილი და ძირითადად ხელისუფლების მადისკრედიტირებელ პოსტებს ავრცელებს.

1

სხვადასხვა გვერდები

გახარიას პარტიის ლოგო საქართველოს ფოსტის ლოგოს ფეისბუკ გვერდმა Laughtivism – პოლიტიკური კარიკატურები  შეადარა:

1
ვებგვერდის აღწერის მიხედვით, Laughtivism-ი  კარიკატურების პირველი ვებპლატფორმა საქართველოში, სადაც სატირის ფორმატში სოციალური და პოლიტიკური თემებია გაკრიტიკებული.

1
გახარიას მეუღლის მიერ ნახევარ მილიონ ევროდ საფრანგეთში შეძენილ ბინაზე ჟურნალ “ქვაკუთხედის” რედაქტორის, ხათუნა საგინაშვილის პოსტი რელიგიურმა ფეისბუკ გვერდმა “Qvakutzedi ქვაკუთხედი”  გააზიარა:

1
იდენტური სქრინი ამავე დღეს  პრორუსული გამოცემა tvalsazrisi.ge-ის ავტორის ირაკლი ჯანყარაშვილის გვერდზეც  გამოაქვეყნდა:

1

სახელისუფლებო ექსპერტები

სახელისუფლებო ექსპერტების გზავნილები გახარიას ახალი პარტიის შესახებ ერთმანეთს დაემთხვა. მათი აზრით, ახლადშექმნილი პარტია ნაციონალურ მოძრაობასა და სხვა პარტიებთან ერთად შეეცდება მმართველ პარტიას ამომრჩეველი “წაართვას” და “ქართულმა ოცნებამ” 43%-იან ნიშნულს ვერ მიაღწიოს. “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მსგავსად, რომელმაც TV პირველი და ფორმულა გახარიას პიარში დაადანაშაულა და თქვა, რომ ეს აჩენს ეჭვებს გახარიას მიმართ, სახელისუფლებო ექსპერტებიც ხაზს უსვამენ კრიტიკული მედიის ინტერესს გახარიას მიმართ.

გზავნილი სახელისუფლებო ექსპერტის კომენტარი
გახარია ნაციონალურ მოძრაობასთან და სხვა პარტიებთან ერთად შეეცდება მმართველ პარტიას ამომრჩევლები წაართვას, რათა 43% ვერ აიღოს გია აბაშიძე: „რა მიზანი აქვთ სააკაშვილის სექტასა და მარიონეტ ტელევიზიებს? ის, რომ კიდევ უფრო შეუტიონ “ქართულ ოცნებას” გახარიას საშულებით, რათა ყოფილმა პრემიერმა “ნაცებს” კი არ წაართვას ხმები, არამედ მმართველ გუნდს. რატომ? სააკაშვილი & Co, მით უმეტეს პარლამენტში სრულიად სამარცხვინოდ შესვლის შემდეგ, ცდილობენ მოიპოვონ ვადამდელი საპარლამენტო – ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში არ მოხდეს 43%-ით “ჩაკეტვა”.
ზურაბ ქადაგიძე: “ახლა  მთავრია  მათთვის, რომ შეინარუნოს  ნიშა,   ჩანდეს  ეკრანზე, რომ  მის  ყოველდღიური  აქტიურობა  გახდეს  „ქართული  ოცნების“ დარტყმის საფუძველი. ეს  აღიარა  ცისკარიშვილმა  და  უგულავამ  და  ნათლად  ჩანს,  რომ ყოფილ პრემიერში ისინი  მოკავშირეს  ხედავენ,  იმ  კუთხით  რომ  რამენაირად  „ქართულ  ოცნებას“  ჩამოაჭრას  გახარიამ  პროცენტები  და  მერე  ეს  გახდეს  საფუძველი  რიგგარეშე  საპარლამენტო  არჩევნების  დანიშვნის. ამ ეტაპზე გახარიას  მთავრი დანიშნულებაა  დააზიანოს   „ქართული  ოცნება“  და   მის  ხმებზე  ინადიროს.” 

ვლადიმერ ბოჟაძე: გათვლა მარტივია, 2 საათიანი პირდაპირი ეთერების შედეგი უნდა იყოს ის, რომ მაქსიმალურად წაართვას ხმები ,, ქართულ ოცნებას”, რომ როგორმე ვერ გადალახოს 43% და დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები, ახლა ეს არის გახარიას და  ოპოზიციის ოცნება!

დავით ქართველიშვილი: “მოქმედ ხელისუფლებასთან მიმართებაში, ტროას ცხენს რომ ადარებენ გაკოტრებული ნაცმოძრაობის ლიდერები ახლად შექმნილ პარტია “საქართველოსთვის” – მითოლოგიურად იგულისხმება, რომ გიორგი გახარია მის შიგთავსში ზის? მაშინ, როდესაც გიგი უგულავა და პეტრე ცისკარიშვილი ამ ცხენზე ამხედრებულები არიან და მის ზურგზე, და არა საკუთარი პარტიის მკვდარი რეიტინგის გამოცოცხლებით, აპირებენ საშემოდგომო არჩევნებში შედეგის დადებას? ამისთვის კი, გახარიასა და ოცნებას შორის “ჩორტების” ჩამოგდებით ცდილობენ ახალი პარტიის წაქეზებას, “ქართული ოცნების” ამომრჩეველზე ინადირონ, რათა ელექტორალური ხმების წართმევით – სათავისოდ, სანუკვარ 43%-იან ნიშნულამდე არ მიიყვანონ გარდაუვალი შედეგობრივი ფინალი? ვერც “ტროას ცხენი” და ვერც “ვა(რ)ლაამის სახედარი” დღეს ობიექტურად ვერ შეუშლის მართველ პარტიას 45%-ზე დაბალი შედეგის დადებას საშემოდგომო არჩევნებზე.

გახარიას დღის წესრიგში ყოფნა ოპოზიციური პარტიების და მათი მედიების ინტერესშია გია აბაშიძე: „გიორგი გახარიას და მის ახალ პარტიას სერიოზული გამოწვევა აქვთ – ნებსით თუ უნებლიედ არ გახდნენ რადიკალური ოპოზიციის ტელევიზიებში ზედმეტად აქტუალურნი. თითქოსდა ამ პარტიის გარდა სხვა არაფერია მნიშვნელოვანი და მწვავე. ამის მიღწევა გაიძვერობაში დაოსტატებულ ნაცტელევიზიებს შესანიშნავად შეუძლიათ. მწვავე შეკითხვები, ნაცსექტის პოზიციების დაფიქსირება შეკითხვების “სოუსში” და ა.შ.”

 

ზურაბ ქადაგიძე: “ნაციონალური  მოძრაობის  ყოფილი  და  ახლანდელი  წევრებისთვის, ასევე  მათი  პარტიული  ტელევიზიებისთვის  ახლა  მთავრია  რომ გახრიამ  აქტუალობა  არ  დაკარგოს. მას  დაუსვამენ  მწვავე  შეკითხვებს  თუ  გააპიარებენ, ეს  არის  მეორე  საკითხი. ახლა  მთავრია  მათთვის, რომ შეინარუნოს  ნიშა,   ჩანდეს  ეკრანზე, რომ  მის  ყოველდღიური  აქტიურობა  გახდეს  „ქართული  ოცნების“ დარტყმის საფუძველი…ამას  ხელს  უწყობს   3  პარტიული  ტელევიზია,  რომელიც  ცდილობს  რომ   გახარიამ  აქტუალობა  არ  დაკარგოს  და  მუდმივად  ზედაპირზე  იტივტივოს.”

ვლადიმერ ბოჟაძე: ,18 თებერვალს, დემონსტრაციული გადადგომით, გახარიამ ძალიან დააზიანა ,, ქართული ოცნება””. ალბათ, მომავალში, ამაზე უფრო მეტად ვეღარ დააზიანებს. ახლა, ,, ნაციონალური მოძრაობის” და სხვა ოპოზიციური პარტიების, მათი მედიების მთავარი ამოცანაა, გახარია იყოს მუდმივად დღის წესრიგში, მწვავე კითხვებს დაუსვამენ თუ ნაკლებად მწვავეს, ამას არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია რომ აღარ ,,გააშავებენ” როგორც მაშინ, როცა ,,ქართულ ოცნებაში” იყო.”

ნათია მეზვრიშვილის – ანტილიბერალური და კრემლისტური ჯგუფების სამიზნე

კრიტიკის ობიექტი გახდა გახარიას გუნდის წევრი, ნათია მეზვრიშვილი, რომლის შესახებაც 29 მაისს ლევან ვასაძის პარტიის მხარდამჭერმა ბექა ვარდოსანიძემ ლაივში ისაუბრა. ვარდოსანიძის თქმით, მეზვრიშვილი ლგბტ აქტივისტია, რომელმაც ხელი სტამბოლის კონვენციას მოაწერა:

ბექა ვარდოსანიძე, პოლიტიკური პარტიის “ერთობა, რაობა, იმედი – ერი” მხარდამჭერი: “წლების განმავლობაში ტვინს ვუბურღავდი ქართულ ოცნებას და მის მხარდამჭერებს, არიქა, სწორი გეზი აირჩიეთ. ვანახებდი მაგალითს როგორი პოზიცია უნდა დაეკავათ, ვინ უნდა იყოს თქვენი პარტნიორი რომელი იდეოლოგია უნდა იყოს თქვენთვის მისაღები, მე [გახარიას] ტრამპისკენ ვექაჩებოდი და მაიკ პომპეოს და ნათია მეზვრიშვილს ვერ გასცდა. მეზვრიშვილზეც ვილაპარაკებთ აუცილებლად, ვილაპარაკებთ რა არის სტამბოლის კონვენცია, რომელსაც სიამაყით მოაწერა ხელი და ჩუმად მოახდინა რატიფიცირება [….] რომლითაც ამაყობს ლგბტ აქტივისტი ნათია მეზვრიშვილი, ბაბუცა პატარაიას დაქალი.”

ნათია მეზვრიშვილის შესახებ ისაუბრეს ალტ-ინფოს ეთერშიც. ერთ-ერთი წამყვანის, ზურაბ მახარაძის თქმით, გახარიას გვერდით ნათია მეზვრიშვილის ყოფნით უკვე ირკვევა, რა ღირებულების მქონე შეიძლება იყოს პარტია:

ზურაბ მახარაძე, წამყვანი: “ეს ქალბატონი თავისი შეინაარსით რა არის… მოკლედ  ბაია პატარაიას დაქალი არის ერთ-ერთი ფორვარდი ვინც დაიყენა ეხლა გახარიამ გვერდზე. აქედან გამომდინარე კითხვები იმაზე, რა პლათფორმას აირჩევს გახარია, იქნება თუ არა იქ კონსერვატიული ელემენტი, დაუპირისპირდება თუ არა ის ნაცებს, გაირკვა უკვე, ხალხო და მოდი ეხლა მაგაზე აღარ ვიდაოთ… ეს იქნება ოცნების კიდევ უფრო ლიბერასტული ვერსია.”

ნათია მეზვრიშვილზე ისაუბრა “ასავალ-დასავალის” ჟურნალისტმა გიორგი გიგაურმაც, რომელმაც გახარიას გუნდის წევრს ზონდერ-გენდერი უწოდა და ოჯახური ძალადობისთვის ასობით კაცის ციხეში ჩასმაში დასდო ბრალი.

გიორგი გიგაური, ჟურნალისტი: “ყველა ნორმალურმა იცის, რომ პრემიერობისას გახარიამ რიონის ხეობა გაყიდვის 2019 წლის 21 ნოემბრის დოკუმენტს მოაწერა ხელი! ასევე ცნობილია, რომ გახარიას ახლადშექმნილ პარტიაში, მის მარჯვენა ხელად ჰყავს ძველი თანამოაზრე და ბაია პატარაიას მეგობარი – ზონდერ-გენდერი ნათია მეზვრიშვილი, ვინც გახარიას შსს მინისტრობისას, მისი მოადგილე იყო და, ზონდერ-გენდერული კანონების დანერგვით, ასობით კაცი ჩასვეს ციხეში ე.წ. ოჯახური ძალადობისათვის”.

თემატიკა: პოლიტიკა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist