სახელისუფლებო “მეხუთე კოლონა” და სხვანი კელი დეგნანის წინააღმდეგ

კითხვის დრო: 5 წუთი

კითხვის დრო: 5 წუთი

1k
VIEWS

2022 წლის 15 ივლისს “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლემ,  ლაშა ჩხიკვაძემ აშშ-ის საელჩოსთან კომუნიკაციის შესახებ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ამტკიცებდა, რომ მის მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის მიზეზით აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი იყო დაინტერესებული.  საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ ნებისმიერი ვარაუდი, თითქოს აშშ  სასამართლო პროცესში ერეოდა, სიმართლეს არ შეესაბამება.

უფრო ადრე მმართველი პარტიის სამმა წევრმა:  სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ და მიხეილ ყაველაშვილმა “ქართული ოცნება” დატოვეს და მიზეზად “საზოგადოების სიმართლით აღჭურვა” დაასახელეს. მმართველი პარტიის ყოფილი წევრების თქმით,  არსებობს “დიდი ძალები”, რომლებსაც ქვეყნის დესტაბილიზაცია სურთ. გარდა ამისა, მიხეილ ყაველაშვილმა ამერიკის ელჩს ღია წერილით მიმართა, რომელშიც აღნიშნავდა, რომ საქართველოს ომში ჩართვის სურვილი არა რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურიდან, არამედ აშშ-ის საელჩოსგან დაფინანსებული და მხარდაჭერილი ადამიანებისგან ჟღერდება.

კელი დეგნანის განცხადებას სასამართლო პროცესთან ამერიკის საელჩოს კავშირის არარსებობის შესახებ მმართველი პარტიის  წარმომადგენლების, ასევე ხელისუფლებასთან დაკავშირებული ფეისბუკ გვერდების, მათთან ერთად კი ანტილიბერალური და კრემლისტური ანგარიშების მხრიდან მადისკრედიტირებელი კამპანია მოჰყვა. 

რა აერთიანებს “მეხუთე კოლონას”, სექტას და ტერენტი გლდანელს ალტ-ინფო/კონსერვატიული მოძრაობის ანგარიშებთან?

ხელისუფლებასთან დაკავშირებული ანგარიშების (მეხუთე კოლონა/5 kolona,   ტერენტი გლდანელი, სექტა) ქარდი, რომლის მიზანი ქართულ მართლმსაჯულებაში ამერიკის ელჩის ჩარევის დემონსტრირება იყო, პრორუსული ალტ-ინფო/კონსერვატიულ მოძრაობასთან დაკავშირებულმა ანგარიშებმაც (სარკრაზმელები, Goga Tukhareli) გააზიარეს.

2022 წლის 15 ივლისს ფეისბუკ გვერდებმა მეხუთე კოლონა/5 kolona და  ტერენტი გლდანელი გამოაქვეყნეს ქარდი, რომელზეც ამერიკის ელჩის, კელი დეგნანის სახე მართლმსაჯულებისა და სამართლიანობის ქალღმერთის, თემიდას ქანდაკებაზეა გამოსახული. ორივე გვერდმა იდენტური ვიზუალის პოსტები, იდენტური შინაარსის კომენტარით (“თვით სამართალი”… “თვითონ არის სამართალი!”)  ერთდაიმავე დროს 19 საათსა და 09  წუთზე გაავრცელეს.

Screenshot 14 სახელისუფლებო “მეხუთე კოლონა” და სხვანი კელი დეგნანის წინააღმდეგ

მცირედი ინტერვალით (19:19) კელი დეგნანზე ტერენტი გლდანელის პოსტი კიდევ ერთმა ხელისუფლებასთან დაკავშირებულა ფეისბუკ გვერდმა სექტამ გადააზიარა. 

Screenshot 15 სახელისუფლებო “მეხუთე კოლონა” და სხვანი კელი დეგნანის წინააღმდეგ

ხელისუფლებასთან დაკავშირებული ანგარიშების პოსტები ამერიკის ელჩის წინააღმდეგ “კონსერვატიული მოძრაობის” მხარდამჭერმა გვერდმა სარკრაზმელები (19:19) და პარტიის მხარდამჭერმა ინდივიდუალურმა ანგარიშმა Goga Tukhareli (19:29) დროის მცირედი შუალედით გამოაქვეყნეს.

Screenshot 16 სახელისუფლებო “მეხუთე კოლონა” და სხვანი კელი დეგნანის წინააღმდეგ

დასპონსორებული  პოსტები სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩარევის ბრალდებით

აღსანიშნავია, რომ ფეისბუქ გვერდს მეხუთე კოლონა, ამერიკის ელჩის წინააღმდეგ თემიდას გამოსახულებით პოსტი დასპონსორებული აქვს, ისევე როგორც მეორე პოსტი, რომელიც გვერდზე 15 ივლისს გამოაქვეყნდა და კელი დეგნანს “ორმაგი სტანდარტებით” მოქმედებაში ადანაშაულებს. 

Screenshot 17 სახელისუფლებო “მეხუთე კოლონა” და სხვანი კელი დეგნანის წინააღმდეგ

სასამართლოში ჩარევის თემაზე დასპონსორებული იყო ასევე სახელისუფლებო ფეისბუქ გვერდზე GeoPress-ზე გამოქვეყნებული მმართველი პარტიის ყოფილი წევრების სოზარ სუბარისა და მიხეილ ყაველაშვილის განცხადებაც, რომელშიც ისინი აშშ-ის ელჩს მოსამართლის საქმეში ჩარევასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვებით მიმართავდნენ.

Screenshot 18 სახელისუფლებო “მეხუთე კოლონა” და სხვანი კელი დეგნანის წინააღმდეგ

დასპონსორებული  პოსტები ომში ჩათრევის ბრალდებით

დასპონსორებული პოსტები საქართველოს ომში ჩათრების თემაზე გამოაქვეყნეს ასევე ხელისუფლებასთან დაკავშირებულმა ფეისბუკ გვერდებმა GeoPress და სიახლეების ბლოგი • Blog News, რომლებიც საინფორმაციო სააგენტოდ პოზიციონირებენ. ივლისის დასაწყისში, როდესაც მმართველი პარტიის სამმა წევრმა “ქართული ოცნება” სიმართლის თქმის საბაბით დატოვა,  ორივე გვერდმა გამოაქვეყნა მიხეილ ყაველაშვილის ღია წერილი, რომელშიც  “ქართული ოცნებიდან” წასული დეპუტატი კელი დეგნანს მიმართავდა. ყაველაშვილი წერილში აღნიშნავდა, რომ საქართველოს ომში ჩართვის ნარატივი არა რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურიდან, არამედ აშშ-ის საელჩოსგან დაფინანსებული და მხარდაჭერილი ადამიანებისგან ისმოდა. GeoPress-ისა და “სიახლეების ბლოგის” მიერ გამოქვეყნებული ღია წერილი დასპონსორებულია.

Screenshot 19 სახელისუფლებო “მეხუთე კოლონა” და სხვანი კელი დეგნანის წინააღმდეგ

ამავე პირებმა კელი დეგნანისთვის ღია წერილი ხელმეორედაც გაავრცელეს, სადაც ისინი ამერიკის ელჩს კითხვებზე პასუხის გაცემას სთხოვდნენ. წერილში “ქართული ოცნების” ყოფილმა წევრებმა ბიძინა ივანიშვილს მიმართეს და მოუწოდეს, მას მაინც ეთქვა, შეხვდა თუ არა კელი დეგნანს 24 თებრვლის შემდეგ და ვისი ინიციატივით მოხდა ეს შეხვედრა. ყაველაშვილის, სუბარისა და ხუნდაძის წერილი ფეისბუკ გვერდებმა სიახლეების ბლოგი • Blog News და GeoPress დაასპონსორეს.

Screenshot 20 სახელისუფლებო “მეხუთე კოლონა” და სხვანი კელი დეგნანის წინააღმდეგ

მანამ, სანამ ყაველაშვილი ღია წერილს გამოაქვეყნებდა, 28 ივნისს, “ქართული ოცნებიდან” წასულმა დეპუტატებმა ერთობლივ განცხადებაში აღნიშნეს, რომ “არიან დიდი ძალები”, რომლებსაც საქართველოს დესტაბილიზაცია სურდათ. მმართველი პარტიის ყოფილი წევრების განცხადება ფეისბუკ გვერდმა GeoPrss დაასპონსორა.

Screenshot 21 სახელისუფლებო “მეხუთე კოლონა” და სხვანი კელი დეგნანის წინააღმდეგ

პოსტს, რომლის ტექსტის თანახმად, “საქართველო ომსა და მშვიდობას შორის არჩევანის წინაშე დგას” ახლდა ვიზუალი, რომელსაც ამერიკელი ძია სემის ქუდიან მამაკაცს წყალში ანკესი ჰქონდა გადაგდებული წარწერით “კანდიდატის სტატუსი”, წყალში კი თევზი საქართველოს განასახიერებდა. წერილის თანახმად, “კანდიდატის თემა იყო ერთგვარი „სათაგური“, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას თავი შეაყოფინესდა აღნიშნული ილუსტრაციაც ამ ვითარებას განასახიერებდა, სადაც ანკესს, ანუ ევროკავშირს ძია სემის ქუდიანი ამერიკელი მართავდა. აღსანიშნავია, რომ იდენტური ვიზუალით და სათაურით “ომი თუ მშვიდობა – საქართველო დილემის წინაშე” წერილი რამდენიმე სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის ონლაინ მედია საშუალებაში (for.ge, infopostalini.comkvira.ge, ongo.ge, mpn.geგავრცელდა.

Screenshot 22 სახელისუფლებო “მეხუთე კოლონა” და სხვანი კელი დეგნანის წინააღმდეგ

“ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატების მიერ დასმულ კითხვებს 27 ივლისს “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა დამფუძნებლმა და ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა უპასუხა, რა დროსაც ამერიკის ელჩთან შეხვედრის ფაქტი დაადასტურა. კელი დეგნანისა და ბიძნა ივანიშვილის შეხვედრის შესახებ ვიდეო სათაურით “რას ამბობდა კელი დეგნანი ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შესახებ” ფეისბუკ გვერდმა ქართული ოცნება ჩემი არჩევანია გაავრცელა. ვიდეო დასპონსორებულია. ელჩის გულმავიწყობაზე აკეთებდა აქცენტს მეორე სახელისუფლებო ინდივიდუალური ანგარიში “ტერენტი გლდანელი” შემდეგი კომენტარით: “კელი დეგნანს დროის აღქმა აქვს დაკარგული”,

Screenshot 23 სახელისუფლებო “მეხუთე კოლონა” და სხვანი კელი დეგნანის წინააღმდეგ

ფეისბუკ გვერდი სექტა კი მანიპულაციურად ამტკიცებდა, რომ ივანიშვილმა დეგნანთან შეხვედრის ფაქტის დადასატურებით, ფაქტიურად ამერიკის ელჩის მიერ საქართველოს ომში ჩართვის შესაძლებლობის მოთხოვნა დადასტურდა.

Screenshot 24 სახელისუფლებო “მეხუთე კოლონა” და სხვანი კელი დეგნანის წინააღმდეგ

ბიძინა ივანიშვილის წერილს ორგანიზაცია „აი იას“ თანადამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილიც გამოეხმაურა. შაქარიშვილის განცხადება ფეისბუკ გვერდებზე: არ აგარევინებთ,  არ აგარევინებთ • ar agarevinebt და აი ია გავრცელდა. განცხადების თანახმად, ამერიკის ელჩის მხრიდან ბიძინა ივანიშვილთან მოთხოვნილი შეხვედრა საქართველოს ომში ჩართვის მიზანთან არის ურთიერთკავშირში. “აი იას” მიერ გავრცელებული შაქარიშვილის განცხადება დასპონსორებული იყო.

Screenshot 25 სახელისუფლებო “მეხუთე კოლონა” და სხვანი კელი დეგნანის წინააღმდეგ

უფრო ადრე, ფეისბუკ გვერდებს “სიახლეების ბლოგი” და GeoPress ასევე დასპონსორებული ჰქონდათ რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, რობერტ სტურუას წერილი, რომელშიც ის კელი დეგნანს მიმართავდა და საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის სურვილში სდებდა ბრალს.

Screenshot 26 სახელისუფლებო “მეხუთე კოლონა” და სხვანი კელი დეგნანის წინააღმდეგ

წყაროების შესახებ

მეხუთე კოლონა. ფეისბუკ გვერდი მეხუთე კოლონა/ 5kolona 2022 წლის 11 მარტს შეიქმნა და მის საკონტაქტო ინფორმაციაში ტელეფონის ნომერი 574 06 34 59 და ვებ-გვერდი 5kolona.com.ge არის მითითებული.

Screenshot 27 სახელისუფლებო “მეხუთე კოლონა” და სხვანი კელი დეგნანის წინააღმდეგ

ვებ-გვერდი 5kolona.com.ge 2022 წლის 7 მარტს შეიქმნა და მისი IP მისამართი თბილისშია რეგისტრირებული, თუმცა ამ დროისთვის გვერდი არ ფუნქციონირებს, რაც ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ის ფეისბუქის გამჭვირვალობის წესების დასაკმაყოფილებლად არის მითითებული.

Untitled 1 სახელისუფლებო “მეხუთე კოლონა” და სხვანი კელი დეგნანის წინააღმდეგ

აღსანიშნავია, რომ ფეისბუქ გვერდზე 11 მარტიდან 21 ივლისის ჩათვლით პერიოდში სულ 32 პოსტი არის გამოქვეყნებული.  32-ვე პოსტი დასპონსორებულია, თითოეულში კი 100< თანხა არის გადახდილი. ელჩის გარდა დასპონსორებული მადისკრედიტირებელი პოსტები ძირითადად არასამთავრობო ორგანიზების (საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის, სოროსის ფონდის, დემოკრატიის მცეველების, სირცხვილიას) და პოლიტიკური ოპონენტების (მიხეილს სააკაშვილი, ელენე ხოშტარია) წინააღმდეგაა მიმართული.

Screenshot 28 სახელისუფლებო “მეხუთე კოლონა” და სხვანი კელი დეგნანის წინააღმდეგ

Geopress და სიახლეების ბლოგი. აღნიშნული ფეისბუქ გვერდები სახელწოდებიდან გამომდინარე, საინფორმაციო სააგენტოების შთაბეჭდილებას ტოვებენ. Geopress 2021 წლის 20 აგვისტოს არის შექმნილი, ხოლო სიახლეების ბლოგი ცოტა ხნით ადრე 2021 წლის 30 ივლისს. “ჩვენს შესახებ” განყოფილებაში მითითებული სიახლეების ბლოგის ვები http://blognews.ge/  საერთოდ არ ფუნქციონირებს და მხოლოდ ფეისბუქის გამჭვირვალობის წესების ფორმალურად დასაკმაყოფილებლად არის მითითებული. აღნიშნული ანგარიშები ჩართული იყვნენ როგორც ევროპარლამენტარების, ასევე უკრაინის ხელისუფლების წინააღმდეგ მადისკრედიტირებელ კამპანიაში.

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist