სახელისუფლებო მედია “საქართველოსთვის” და გახარიას წინააღმდეგ

კითხვის დრო: 5 წუთი

კითხვის დრო: 5 წუთი

58
VIEWS

პირველ სექტემბერს საქართველოს ყოფილმა პრემიერმა გიორგი გახარიამ ახალი პარტიის “საქართველოსთვის” თბილისის მერობის კანდიდატად საკუთარი თავი დაასახელა. კანდიდატურის წარდგენიდან მალევე სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიებში ინტენსიურად ქვეყნდებოდა  ცნობები იმის შესახებ, რომ სხვადასხვა რეგიონში გახარიას პარტიას წევრები და საარჩვნო კანდიდატები ტოვებდნენ. ამასთანავე, გამოვლინდა შემთხვევები, როცა სხვადასხვა მედია საშუალებები, იდენტური სათაურებით გახარიას წინააღმდეგ ერთიდაიმავე გზავნილებს ავრცელებდნენ.

“მითების დეტექტორმა” 4-13 სექტემბრის პერიოდში დაკვირვების პროცესში შემდეგი ტენდენციები გამოავლინა:

  • პროსახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მქონე რვა მედია საშუალებამ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში წევრებისა და საარჩევნო კანდიდატების მიერ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ახალი პარტიის დატოვების შესახებ ჯამში 242 სხვადასხვა ინფორმაცია გამოაქვეყნა;
  • მათგან ყველაზე მეტი 39 მასალა ონლაინ სააგენტო Pia.ge-ზე განთავსდა;
  • დაფიქსირდა შემთხვევები, როცა მედია საშუალებები იდენტურ ტექსტს მხოლოდ რამდენიმე წუთიანი შუალედით აქვეყნებდნენ.
  • პარტიის დატოვების შესახებ ინფორმაციების ინტენსივობა ქმნიდა აღქმას, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის პარტია იშლება;
  • ამასთანავე, გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც პროსახელისუფლებო მედიები გიორგი გახარიასთან დაკავშირებით იდენტური შინაარსის სათაურებსა და გზავნილებს ავრცელებდნენ;
  • გამოვლინდა ორი ახალი ფეისბუქ გვერდი, რომელიც მედია საშუალებად პოზიციონირებდა და წევრების მიერ პარტია “საქართველოსთვის” დატოვების შესახებ გამოქვეყნებულ პოსტებს ასპონსორებდა.

  • პროსახელისუფლებო მედიების მიერ გიორგი გახარიას პარტიის დატოვების შესახებ გამოქვეყნებული ინფორმაციების რაოდენობა

“მითების დეტექტორი” 4-13 სექტემბრის მონაკვეთში პროსახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მქონე რვა მედია საშუალებას აკვირდებოდა, ესენია: imedinews.ge, პოსტ ტვ, ინტერნეტგამოცემა “ლიდერი”, “რეპორტიორი”, “კვირა”, Pia.ge, “სივრცეები”, რეგიონული გამოცემა საინფორმაციო სააგენტო STV (სამეგრელო).

საერთო ჯამში ამ რვა მედია საშუალებამ წევრებისა და კანდიდატების მხრიდან ექსპრემიერის პარტიის დატოვების შესახებ 242 ინფორმაცია გამოაქვეყნა.

დიაგრამა #1: ინფორმაციის რაოდენობა პარტიის “საქართველოსთვის” წევრების მიერ დატოვების შესახებ მონიტორინგის სუბიექტ მედიებში

"
წევრების მიერ პარტია საქართველოსთვის დატოვების შესახებ მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციები ჯამში  საქართველოს 10 რეგიონის 30 სხვადასხვა დასახლებულ პუნქტს მოიცავდა. რეგიონების მიხედვით მედია საშუალებების მომზადებული მასალების ჯამური რაოდენობა ასე გადანაწილდა:

ცხრილი #2: პარტიის “საქართველოსთვის” წევრების მიერ დატოვების შესახებ მომზადებული ინფორმაციის ჯამური რაოდენობა რეგიონების მიხედვით

"დაფიქსირდა შემთხვევები, როცა მედია საშუალებები იდენტურ ტექსტს რამდენიმე წუთიანი შუალედით აქვეყნებდნენ. ასეთ დროს ინფორმაცია პირველად უმეტესად მედიაჰოლდინგი “კვირასა” და გამოცემა Pia.ge-ს მიერ ქვეყნდებოდა.

მაგალითად, 13 სექტემბერს წალენჯიხაში პროპორციული სიის მე-13 ნომრის მიერ გახარიას პარტიის დატოვების შესახებ ინფორმაცია სამეგრელოს რეგიონულმა გამოცემა STV.ge-მ საკუთარ ფეისბუკ გვერდზე 11:28 საათზე, სათაურით “გახარიას პარტია წალენჯიხაში პროპორციული სიიის მე-13 ნომერმა დატოვა” გამოაქვეყნა, სხვა მედიებნა კი იგივე ინფორმაცია საკუთარ ვებ-გვერდებზე შემდეგი ქრონოლოგიით განათავსეს:

მედია საშუალება

გამოქვეყნების დრო

STV.ge (ფეისბუკზე განთავსება)

11:28 სთ

კვირა

11:45 სთ

ლიდერი

11:52 სთ

სივრცეები

11:52 სთ

Pia.ge

12:02 სთ

Imedinews.ge

12:05 სთ


საინტერესოა, რომ STV-ის მიერ სათაურში დაშვებული კორექტული შეცდომა (სიტყვა “სიიის” “სიის” ნაცვლად) “კვირაზე” უცვლელი დარჩა. ასევე, STV-მ, Pia.ge-მ და “სივრცეებმა” მასალის ვიზუალად იდენტური ფოტოკოლაჟები გამოიყენეს, რომელიც 2 ფოტოს კომბინაციითა მიღებული.

""""
ცნობა შუახევში სამი პირის მიერ ექსპრემიერის პარტიის დატოვების შესახებ პირველად “კვირამ” 15:18 საათზე გამოაქვეყნა და მცირე ინტერვალით მას სხვა მედიები მიჰყვნენ:

მედია საშუალება

გამოქვეყნების დრო

კვირა

15:18 სთ

Pia.ge

15:22 სთ

პოსტ ტვ

15:32 სთ

რეპორტიორ

15:40 სთ

Imedinews.ge

15:41 სთ


ბოლნისში პროპორციული სიის წევრის მიერ გახარიას პარტიის დატოვების შესახებ ინფორმაცია პირველად Pia.ge-მ 11 სექტემბერს 16:58 საათზე გამოაქვეყნა. Pia.ge-ს შემდეგ ინფორმაცია სხვა მედია საშუალებებმა შემდეგი თანმიმდევრობით გაავრცელეს:

მედია საშუალება

გამოქვეყნების დრო

Pia.ge

16:58 სთ

სივრცეები

16:59 სთ

კვირა

17:05 სთ

ლიდერი

17:12 სთ

Imedinews.ge

17:16 სთ

რეპორტიორი

17:21 სთ


  • პროსახელისუფლებო მედიასაშუალებების მიერ გიორგი გახარიასთან და პარტიასთან “საქართველოსთვის” დაკავშირებული მასალები იდენტური სათაურებით ვრცელდებოდა

"

ვრცლად მედია საშუალებების მიერ გავრცელებული იდენტური გზავნილების შესახებ იხილეთ აქ. 

  • ახალი ფეისბუქ გვერდები პარტია “საქართველოსთვის” მისი წევრების მიერ დატოვების შესახებ

“მითების დეტექტორმა” სოციალურ ქსელში მოქმედი ორი ახალი ფეისბუქ გვერდი გამოავლინა. Geopress და სიახლეების ბლოგი, რომელთა სახელწოდებები ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ეს გვერდები საინფორმაციო მედიას წარმოადგენენ.

"
ორივე გვერდმა 1-14 სექტემბრის მონაკვეთში ჯამში 28 პოსტი გამოაქვეყნა. მათგან 18 Geopress-მა 10 კი სიახლეების ბლოგმა.

Geopress-ზე 18 პოსტიდან 9 კონკრეტულად გიორგი გახარიასთან და პარტიასთან ”საქართველოსთვის” არის კავშირში. პოსტებს შორის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერასთან დაკავშირებული სენატორ ჯიმ რიშის გამოხმაურებაც მოხვდა.

"
ფეისბუქ გვერდმა გახარიასთან დაკავშირებული ყველა პოსტი დაასპონსორა.  საერთო ჯამში 20 აგვისტოდან 11 სექტემბრამდე გვერდის მიერ გამოქვეყნებულ 16 რეკლამაში 186 დოლარი დაიხარჯა.

"


რაც შეეხება ფეისბუქ გვერდს “სიახლეების ბლოგი,” 1-11 სექტემბრის მონაკვეთში გვერდზე გამოქვეყნებული 10 პოსტიდან 8 პოლიტიკური შინაარსისაა და უმეტესად გიორგი გახარიას უკავშირდება. პოსტებს შორის მოხვდა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ციტატა ნიკა გვარამიას შესახებ, სადაც ის “მთავარი არხის’ დირექტორს “გარყვნილების მთავარ პროპაგანდისტს” უწოდებს.

"

უფრო ადრე 2021 წლის აგვისტოში ფეისბუქ გვერდი “თბილსერვის ჯგუფის” თანამშრომელ ირაკლი ბაღდავაძის საწინააღმდეგო პოსტებს აქვეყნებდა. ბაღდავაძემ “თბილსერვის ჯგუფსა” და კახა კალაძის ოჯახის წევრის კომპანიას შორის არსებულ სავარაუდო კორუფციულ გარიგებაზე საუბრობდა.

"
“სიახლეების ბლოგის” მიერ 4 აგვისტოდან 11 სექტემბრამდე მონაკვეთში 33 პოსტის დაასპონსორებაში ჯამში 638 დოლარი გადაიხადა.

"

ფეისბუქ გვერდი Geopress 2021 წლის 20 აგვისტოს შეიქმნა, ხოლო სიახლეების ბლოგი 2021 წლის 30 ივლისს. Geopress-ის ფეისბუქ გვერდზე  მითითებულ ვებ-გვერდზე მხოლოდ რამდენიმე ინფორმაცია იძებნება და ისიც პოლიტიკური შინაარსის არ არის.

"

მრავალფეროვანი ინფორმაცია არც სიახლეების ბლოგის ფეისბუკზე მითითებულ ვორლდპრესის ბმულზე იძებნება, მიუხედავად იმისა, რომ გევრდის სლოგანია “არ გამოტოვოთ სიახლე!” გვერდზე სულ 2 ბანერია განთავსებული და ფეისბუკისგან განსხვავებით ისიც არაპოლიტიკური ხასიათისაა, მათგან ერთის სათაურია “2030 წლისთვის Mercedes-ი შიდა წვის ძრავიან ავტომობილებს აღარ გამოუშვებს და ელექტრომობილების წარმოებაზე გადავა”, ხოლო მეორის “„ფაიზერის“ დამატებითი დოზები უკვე საქართველოშია”.

"

ის გარემოება, რომ პოლიტიკური დღის წესრიგის მქონე ორივე ფეისბუკ გვერდზე მითითებულ ვებ-გვერდებზე აპოლიტიკური ინფორმაცია ვრცელდება და ისიც მწირი რაოდენობით, ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ეს მისამართები ფეისბუკის გამჭვირვალობის სტანდარტებისთვის სპეციალურად Worldpress-შია შექმნილი და მათ საინფორმაციო დანიშნულება არ აქვთ.

 

 

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist