სახელისუფლებო და ანტილიბერალური Facebook გვერდების ორგანიზებული კამპანია საპროტესტო აქციის წინააღმდეგ

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

2222222222222222222
1k
VIEWS

14 ნოემბერს საქართველოს პარლამენტში პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩავარდნას რუსთაველის გამზირზე ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები მოჰყვა. 18 ნოემბერს საქართველოს ხელისუფლებამ პარლამენტის წინ გამართული მშვიდობიანი საპროტესტო აქცია სპეციალური დანიშნულების რაზმისა და ძალის გამოყენებით დაშალა. დემონსტრაცია პარლამენტის წინ 25 ნოემბერს განახლდა, ხოლო 26 ნოემბერს, გამთენიისას, პოლიციამ წყლის ჭავლის გამოყენებით კიდევ ერთხელ დაშალა პარლამენტის წინ შეკრებილი მოქალაქეები.

14 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით, აქციების მიმდინარეობის პარალელურად, მედიის განვითარების ფონდი აკვირდებოდა Facebook გვერდების აქტივობებს და გამოავლინა ორგანიზებული კამპანია, რომელიც მიმართული იყო როგორც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მშვიდობიანი დემონსტრაციისა და ოპოზიციის დისკრედიტაციისაკენ, ისე ხელისუფლების ქმედებების გამართლებისაკენ, რაც დასპონსორებული პოსტების სახით ვრცელდებოდა.

მთავარი ტენდენციები

მონიტორინგის შედეგად შემდეგი ტენდენციები გამოვლინდა:

  • საპროტესტო აქციის წინააღმდეგ კამპანიაში ჩართული იყო 69 Facebook გვერდი, რომელთაგან ყველაზე მეტი (41) ხელისუფლებას უკავშიდებოდა. კერძოდ: 27 ხელისუფლების ოპონენტების წინააღმდეგ შექმნილი, 4 “ქართული ოცნების” პარტიული ან პარტიის მხარდამჭერი გვერდი, ხოლო 11 სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მედიის ფეისბუკ გვერდი, ასევე გვერდები, რომლებიც სოციალურ სივრცეში მედიის სახელით პოზიციონირებენ.
  • აქციის საწინააღმდეგო კამპანიაში ჩართული იყო 21 ანტილიბერალური, 3 ანტიდასავლური და 3 შერეული კონტენტის მქონე გვერდი.
  • გამოვლენილი 69 გვერდიდან 25 2019 წელს არის შექმნილი, ხოლო 18 – 2018 წელს.
  • გამოიკვეთა ორი შემთხვევა, როცა მედიის სახელით მოქმედ გვერდს ან პარტიული აქტივისტი მართავდა (G the TV), ან წარსულში გვერდი “ქართული ოცნების” სახელით ოპერირებდა (საინფორმაციო გვერდი / Information page).
  • მონიტორინგის შედეგად გამოვლენდა, რომ ღია ფეისბუკ ჯგუფ “საინტერესოს” მართავს ანტილიბერალური გვერდი “მოვკვდები საქართველოსთვის”, ჯგუფის ადმინები კი ამჟამად გაუქმებული ტროლ-პროფილებია.
  • სულ ჯამურად ხელისუფლებასთან დაკავშირებულ გვერდებს 295 ადმინისტრატორი ჰყავს; აქედან ყველაზე მეტი – 30 ადამიანი – სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მედიის “კვირა.ჯი”-ს ფეისბუკ გვერდს მართავს; ანტლიბერალურ გვერდებს სულ 82 ადმინისტრატორი მართავს, ანტიდასავლურს – 17.
  • ანტიდასავლური გვერდის “ა ზ ი მ უ ტ ი ს” 15 ადმინისტრატორიდან ერთ-ერთი გვერდს რუსეთის ფედერაციიდან მართავს.
  • მონიტორინგის პერიოდში გამოვლინდა 5 ფეისბუკ გვერდი, რომელიც აქციის დისკრედიტაციის მიზნით დროის მოკლე შუალედში იდენტურ მასალებს ავრცელებდა, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ამ გვერდებს შესაძლოა ერთი და იგივე პირები მართავდნენ. მითითებული გვერდებიდან 4 ანტილიბერალური შინაარსისაა (Pressტიტუცია/Presstitution, 3,14 ზდეც, Fაქტები და Revelation), ხოლო 1 ანტიდასავლურის (Blue Soviet Union / ლურჯი საბჭოთა კავშირი).
  • გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც ხელისუფლების ოპონენტების წინააღმდეგ მიმართული, ანტილიბერალური და ანტიდასავლური გვერდები ერთსა და იმავე კონტენტს ერთმანეთისაგან აზიარებდნენ.
  • მონიტორინგის პერიოდში საპროტესტო აქციების წინააღმდეგ 50 დასპონსორებული პოსტი გამოქვეყნდა.
  • ორგანიზებული კამპანიის ფარგლებში შემდეგი გზავნილები ვრცელდებოდა:
    • საპროტესტო აქციის მონაწილეები ლგბტ თემს წარმოადგენენ და თავს გვახვევენ ჰომოსექსუალობას
    • საპროტესტო აქციის მონაწილეები ლგბტ თემს წარმოადგენენ და თავს გვახვევენ ჰომოსექსუალობას,
    • აქციის მონაწილეები ებრძვიან ეკლესიას,
    • რუსთაველზე მიმდინარე აქცია უკანონოა და რევოლუციის მცდელობაა,
    • დემონსტრანტები ოპოზიციამ მოისყიდა,
    • პროპორციული საარჩევნო სისტემა ანტიკონსტიტუციურია
    • ვრცელდებოდა სექსისტური გზავნილები ოპოზიციის ლიდერი ქალების წინააღმდეგ,
    • ხდებოდა ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტის მთელ ოპოზიციურ სპექტრთან დაკავშირება ყალბი ინფორმაციისა და სხვადასხვა ვიზუალური მანიპულაციების გამოყენებით.
  • გვერდების აქტივობის დინამიკა საპროტესტო აქციების მიმდინარეობის პარალელურად, 14-25 ნოემბრის პერიოდში გაიზარდა, ხოლო დეკემბერში დაიკლო, რაც იმის მანიშნებელია, რომ გვერდები ანტისახელისუფლებო აქციების პერიოდში გააქტიურდნენ.

რედაქტორი:
თამარ კინწურაშვილი

ავტორი:
ნანა რაფავა

დიზაინი:
მარიამ ცუცქირიძე

სრულად ანგარიში ხელმისაწვდომია ბმულზე: სახელისუფლებო და ანტილიბერალური Facebook გვერდების ორგანიზებული კამპანია საპროტესტო აქციის წინააღმდეგ


დეტალური ინფორმაცია დასპონსორებული პოსტების შესახებ

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist