“სახალხო ბიუჯეტი – ხალხის ინიციატივა” – ულან-უდეში ავტობუსები პუტინის ციტატებით იმოძრავებენ

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

putini 1
73
VIEWS

მომზადებულია Meduza.io-ს მიხედვით

ქალაქ ულან-უდეს მერიის ოფისმა გამოაცხადა 2 ტენდერი ავტობუსების შესყიდვის თაობაზე, რომლებსაც რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ფრაზები დაამშვენებს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია Baikal-Daily ავრცელებს.

"

"

აღნიშნული ტენდერები სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე 27 ივლისს გამოქვეყნდა და განსაზღვრავს მოთხოვნებს 42 ავტობუსის შესაძენად, რაც მთლიანად 200 მილიონი რუბლი უნდა დაჯდეს (დაახლოებით 2.7 მილიონი დოლარი). ავტობუსებს 50 ადამიანის ტევადობა უნდა ჰქონდეთ და შშმ პირებისთვის იყოს ადაპტირებული.

აღსანიშნავია, რომ შესყიდვების დოკუმენტებში, ასევე, არის ავტობუსების სავარაუდო მაკეტის ფაილებიც. ავტობუსების დიზაინი ულან-უდეს ადგილობრივ ღირსშესანიშნაობებთან ერთად, პუტინის ფრაზებსაც გამოსახავს, მაგალითისთვის როგორიცაა “სახალხო ბიუჯეტი ხალხის ინიციატივაა” და “შორეული აღმოსავლეთი განვითარების უმნიშვნელოვანესი სფეროა”. საბოლოო დიზაინი კონტრაქტების გაფორმების შემდგომ იქნება ჩამოყალიბებული.

"

როგორც Taiga.info იუწყება, პუტინის ის ზუსტი ფრაზები, რომლებიც ავტობუსებზე გამოჩნდება, ჯერ კიდევ არ გამოუცხადებიათ. დამოუკიდებელი სატელევიზიო არხი TV Rain იუწყება, რომ პუტინმა შორეული აღმოსავლეთის განვითარება როგორც “ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება” 2019 წლის დეკემბრის პრესკონფერენციაზე თქვა, თუმცა TV Rain-ის ჟურნალისტებმა “სახალხო ბიუჯეტზე” მისი სიტყვები ვერ მოიძიეს.

სხვა რამდენიმე რუსულ რეგიონთან ერთად, ბურიატიას, სადაც ულან-უდე მდებარეობს, ფედერაული ბიუჯეტიდან 300 მილიონი რუბლი გამოეყო, რაც დაახლოებით 4 მილიონი დოლარია, პროექტის ფარგლებში სახელწოდებით “სახალხო ბიუჯეტი”. ბურიატიას მოსახლეობამ საკონსტიტუციო პლებისციტის დროს 1 ივლისს, ხმა მისცეს თუ რაში დაეხარჯათ ეს თანხა. ულან-უდეში, რომელიც რეგიონული ცენტრია, მოსახლეობამ ხმა მისცა ქალაქისთვის ახალი ავტობუსების შეძენას.

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist