საიდან იღებს სათავეს მითი უოლტ დისნეის გაცოცხლების შესახებ?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

საიდან იღებს სათავეს მითი უოლტ დისნეის გაცოცხლების შესახებ?
4
VIEWS

27 სექტემბერს ვებ-გვერდზე npg.ge გამოქვეყნდა სტატია სათაურით “ვოლტ დისნეის გაყინულ სხეულს გარდაცვალებიდან 55 წლის შემდეგ გაადნობენ და მის გაცოცხლებას შეეცდებიან”. სტატიაში ნათქვამია, რომ ვოლტ დისნეის სხეული გარდაცვალების შემდეგ კრიოგენულ ავზში მოათავსეს და იმ იმედით გაყინეს, რომ როდესაც მისი ავადმყოფობისგან განკურნების საშუალებას მიაგნებდნენ, მის სხეულს სიცოცხლეს დაუბრუნებდნენ. სტატიის მიხედვით, ამას დისნეის გარდაცვალებიდან 55 წლისთავზე, 2021 წლის დეკემბერში გეგმავენ და პროცესს პირდაპირ ეთერშიც გადასცემენ. სტატია ასევე ამტკიცებს, რომ Daily News Reported-ი დისნეის ოჯახს შეუთანხმდა, რომ გაცოცხლების შემდეგ უოლტ დისნეი პირველად ინტერვიუს მათ მისცემს. ინფორმაცია გამოცემის ფეისბუქ გვერდზეც გამოქვეყნდა.

1

უოლტ დისნეის სხეულის გაყინვის და სამომავლოდ მისი გაცოცხლების შესახებ ინფორმაცია მცდარია და შეთქმულების თეორიას წარმოადგენს. მსგავსი დეზინფორმაცია წლებია ვრცელდება. რაც შეეხება წყაროს, რომელსაც npg.ge ეყრდნობა, Daily News Reported-მა მსგავსი ინფორმაცია მართლაც გამოაქვეყნა, თუმცა გამოცემა სატირულია, რაც npg.ge-ს მასალაში მითითებული არ არის, რითაც მკითხველის შეცდომაში შეყვანა ხდება.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უოლტ დისნეის 2021 წლის დეკემბერში გააცოცხლებენ და პირველ ინტერვიუს Daily News Reported-ს მისცემს 15 სექტემბერს გამოქვეყნდა. გამოცემა Daily News Reported-ს მითითებული აქვს, რომ სატირული ვებ-გვერდია და სახალისო, მოგონილ ინფორმაციას ავრცელებს.

2

სატირულ ვებ-გვერდზე დაყრდნობით დეზინფორმაცია უოლტ დისნეის გაცოცხლების შესახებ საქართველოს ფარგლებს გარეთაც გავრცელდა. მტკიცება შეისწავლეს ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაციებმა და მედიებმაც, მათ შორის USA Today-მ, AFP-მ და Snopes-მა. უოლტ დისნეის სხეულის გაყინვის მითის შესახებ ვიდეო BBC-მ 2019 წლის პირველ აპრილს გამოაქვეყნა. გამოცემების მიხედვით, მითი უოლტ დისნეის სხეულის გაყინვის და მომავალში მისი გაცოცხლების გეგმის შესახებ წლებია არსებობს. შეთქმულების თეორიის ზოგ მიმდევარს მიაჩნია, რომ დისნეის გაყინული სხეული დისნეილენდში, კარიბის ზღვის მეკობრეების ატრაქციონის ქვეშ არის დამალული, ზოგი კი თვლის, რომ დისნეიმ ანიმაციურ ფილმს Frozen იმიტომ დაარქვა, რომ გუგლის საძიებო სისტემაში დისნეის სხეულის გაყინვის შესახებ ინფორმაცია გადაეფარა.

BBC-ს მიხედვით, მითი სათავეს 1972 წლიდან იღებს, როდესაც კალიფორნიის კრიოგენური საზოგადოების ხელმძღვანელმა, ბობ ნელსონმა ლოს ანჯელეს თაიმსს უთხრა, რომ უოლტ დისნეის სურდა, მისი სხეული გაეყინათ, მაგრამ დოკუმენტაციის დროულად მოგვარება ვერ მოახერხეს. თუმცა, ნელსონის განცხადების გარდა,  არ არსებობს მტკიცებულება, რომ უოლტ დისნეიმ გარდაცვალების შემდეგ მისი სხეულის გაყინვა მოითხოვა. არსებობს საბუთები, რომლებითაც მტკიცდება, რომ მისი სხეული გარდაცვალების შემდეგ დაწვეს და კალიფორნიაში, გლენდეილში, ფორესტ ლოუნის მემორიალურ პარკში დაფლეს.

არქივის ბმული https://archive.is/gC6Lr


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო
ასევე დაგაინტერესებს

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist