საიდან იღებს სათავეს “დალესის გეგმა” საბჭოთა განათლების სისტემის გაუქმების შესახებ?

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

203
VIEWS

2022 წლის 27 აგვისტოს Facebook მომხმარებელმა Davit Iosebashvili-მა გამოაქვეყნა პოსტი სათაურით “ალენ დალესის მოძღვრება განათლების მიმართ საბჭოთა კავშირის სკოლებსა და უნივერსტიტებში”. პოსტში წარმოდგენილი იყო ციტატა, რომელიც საბჭოთა კავშირის განათლებისა და აღზრდის სისტემის ნგრევის 10 პუნქტიან გეგმას მოიცავდა. გეგმის მიხედვით საჭიროა მოხდეს ისეთი იდეებთან ბრძოლა, როგორებიცაა პატრიოტიზმი, ტრადიციები, ქველმოქმედება, ეროვნული თავმოყვარეობა, ისტორიული წარსული, ხოლო ამის სანაცვლოდ უნდა გაძლიერდეს ეგოიზმი, პრაგმატიზმი და ამერიკული ცხოვრების წესი.  დავით იობაშვილმა აღნიშნული გეგმა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორს ალენ დალესს დაუკავშირა.

დავით იოსებაშვილის მიერ გავრცელებული მოძღვრება საბჭოთა განათლების ნგრევასთან დაკავშირებით, რომელსაც ალენ დალესს მიაწერს, რეალობას არ შეესაბამება. “დალესის გეგმა” საკმაოდ გავრცელებული ძველი კონსპირაციაა. რეალურად დალესის მოძღვრებად საბჭოთა რომან „მარადიული ძახილის” (Вечный зов) სხვადასხვა ნაწილებია გასაღებული და მას CIA-ს დირექტორთან არანაირი კავშირი არ აქვს, თუმცა ამ შემთხვევაში გამოქვეყნებული ტექსტი გამოგონილია და მას არც აღნიშნულ საბჭოთა რომანში ვხვდებით. 

  • ვინ არის ალენ დალესი?

ალენ დალესი ამერიკელი დიპლომატი და 1953-1961 წლებში ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის (CIA) დირექტორი იყო. დალესი დაზვერვის მიმართულებით აქტიურად იყო ჩართული მე-2 მსოფლიო ომში. მისმა მონაწილეობამ განსაკუთრებული ზეგავლენა იქონია ჩრდილოეთ იტალიაში ნაცისტების დანებებაზე. 

სწორედ დალესის პერიოდს უკავშირდება CIA-ს ისეთი წარმატებები, როგორებიცაა: მოჰამედ მოსადეყის მთავრობის დამხობა ირანში, ხრუშჩოვის მიერ სტალინის კულტის გმობის მოხსენების ტექსტის მოპოვება.

ალენ დალესის CIA-ს ბარათი

აღსანიშნავია, რომ ალენ დალესს არ ეკუთვნის არცერთი საიდუმლო გეგმა, თუ როგორ უნდა განადგურებულიყო საბჭოთა კავშირი. მართალია მას აქვს გაკეთებული ანტისაბჭოთა განცხადებები, თუმცა იმას, რასაც “დალესის გეგმას” უწოდებენ, რეალურად ალენ დალესთან შეხება არ აქვს. ერთ-ერთ განცხადებაში ალენ დალესი საბჭოთა კავშირის უსაფრთხოების სამსახურს ახასიათებს და სხვა ქვეყნების საქმეებში ფარულ ჩარევას უარყოფით კონტექსტში მოიხსენიებს

ალენ დალესი: „სსრკ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უფრო მეტია, ვიდრე საიდუმლო პოლიცია, უფრო მეტი, ვიდრე სადაზვერვო და კონტრდაზვერვის ორგანიზაცია. ეს არის დივერსიის, მანიპულირებისა და ძალადობის, სხვა ქვეყნების საქმეებში ფარული ჩარევის ინსტრუმენტი“.

დალესის გავლენიანობიდან გამომდინარე საბჭოთა კავშირის ნგრევის კონსპირაციული გეგმა სწორედ მის სახელს დაუკავშირდა და ის დღემდე აქტუალურად რჩება. 

  • “დალესის გეგმის” შესახებ

დალესის გეგმის შესახებ არსებული კონსპირაცია პირველად რუსეთში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ გამოქვეყნდა და ის პოპულარული და ხშირად ციტირებადი რუსი პოლიტიკოსების, ჟურნალისტებისა და მწერლების მიერ მალევე გახდა.

რეალურად დალესის გეგმად 1971 წლის საბჭოთა მხატვრული ნაწარმოები “მარადიული ძახილია” გასაღებული, რომელიც მწერალ ანატოლი ივანოვს ეკუთვნის. 1993 წელს აღნიშნული ნაწარმოები ალენ დალესის გეგმად სანქტ-პეტერბურგისა და ლადოგას მიტროპოლიტმა წარმოაჩინა. სწორედ აქედან იღებს სათავეს აღნიშნული კონსპირაცია. 

ანატოლი ივანოვის რომანი “მარადიული ძახილი”

ანატოლი ივანოვის რომანი საბჭოთა მეომარზე მოგვითხრობს, რომელიც ტყვედ გერმანელებს ჩაუვარდება. დაკითხვისას აღმოჩნდება, რომ SS-ის ოფიცერი მეომრის ძველი ნაცნობია. ოფიცერი მეომარს ადოლფ ჰიტლერის საიდუმლო გეგმის შესახებ უამბობს. დალესის გეგმად სწორედ SS-ის ოფიცრის საუბარია გასაღებული

მართალია დავით იოსებაშვილის გამოქვეყნებულ იდენტურ ტექსტს ნაწარმოებში არ ვხვდებით, თუმცა “მარადიული ძახილის” გარკვეულ ნაწილებში მართლაც არის საუბარი რუსეთში ფასეულობების განადგურებაზე. 

მარადიული ძახილი: “იქ ქაოსის დათესვით, ჩვენ შეუმჩნევლად შევცვლით მათ ღირებულებებს ყალბი ღირებულებებით და ვაიძულებთ ამ ყალბი ღირებულებების დაჯერებას!.. როგორ, კითხულობ? როგორ?!.. ჩვენ მოვძებნით ჩვენს თანამოაზრეებს… მოკავშირეებს და დამხმარეებს თავად რუსეთში!”

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტექსტი ქართულ მედიაში ადრეც ვრცელდებოდა და ის კონკრეტულად ალენ დალესის გეგმას მიეწერებოდა. წარსულშიც დალესის გეგმა გამოყენებული იყო იმის საჩვენებლად, თითქოს ამერიკის შეერთებული შტატები ჯერ საბჭოთა კავშირში შემდეგ კი პოსტსაბჭოთა სივრცეში ტრადიციების, ეროვნული ფასეულობებისა და ისტორიის განადგურებას ცდილობდა. 

საქართველო და მსოფლიო, კვირის პალიტრა: “დავთესავთ ქაოსს და შეუმჩნევლად გავუყალბებთ მათ ფასეულობებს და იძულებულს ვყოფთ, ირწმუნონ ისინი… ამისათ ის მოვძებნით თანამოაზრეებს, მოკავშირეებსა და დამხმარეთ”.

  • დალესის გეგმა ქართულ და რუსულ მედიებში

დალესის გეგმის ქართულ მედიაში გავრცელებული ფრაგმენტები იდენტური ფორმითა და შინაარსით ასევე გამოქვეყნებულია სხვადასხვა რუსულ გვერდზეც.

პირველად აღნიშნული ცნობილი ციტატა გაზეთ “საბჭოთა რუსეთში” 1993 წელს დაიბეჭდა და სტატიაში მის შესახებ სანქტ პეტერბურგის მიტროპოლიტი იოანე საუბრობდა. მიტროპოლიტიდ ციტატა უფრო ვრცელი იყო და ის დალესის გეგმის იმ ნაწილს შეეხებოდა, რომლის მიხედვითაც საბჭოთა კავშირში უნდა განადგურებულიყო კულტურა და ხელოვნება და უნდა დანერგილიყო უზნეობა. 

მიტროპოლიტი იოანე:  “ჩვენ თანდათან მოვსპობთ ლიტერატურისა და ხელოვნების  სოციალურ არსს…  ლიტერატურა, თეატრები, კინო – ყველაფერი ასახავს და განადიდებს ადამიანში ყველაზე უსუსურ გრძნობებს.  ჩვენ ყველანაირად მხარს დავუჭერთ და აღვზრდით ეგრეთ წოდებულ არტისტებს, რომლებიც ჩაუნერგავენ და საფუძველს  ჩაუყრიან ადამიანის ცნობიერებაში სექსის, ძალადობის, სადიზმისა და ღალატის კულტს – ერთი სიტყვით, ყოველგვარ უზნეობას.”

მიტროპოლიტი იოანე

მიტროპოლიტის მიერ გამოქნებულ სტატიას დალესის გეგმაზე 1990-იან წლებში აქტიურად ციტირებდნენ რუსი პოეტები და პუბლიცისტები, მათ შორის, ბორის ოლეინიკი.

დალესის გეგმა ასევე ვრცელდებოდა რუსულ ონლაინ მედიაშიც. მაგალითად, 2005 წელს ონლაინ გამოცემამ “მოსკოვსკიი კომსომოლეც” გამოქვეყნა სტატია სათაურით “დალესის ბოროტი გეგმა”. 

დალესის დოქტრინა ასევე გავრცელებული იყო რუსულ სამაუწყებლო მედიაში. აღნიშნულ საკითხს რუსეთში ეძღვნებოდა სხვადასხვა გადაცემა, მათ შორის, “ლაპარაკობს ჟურნალისტი”, სადაც ჟურნალისტი საბჭოთა რომანის “მარადიული ძახილის” ნაწილებს დალესის გეგმად წარადგენდა. გადაცემაში ასევე ვხვდებით ინტერვიუებს სხვადასხვა ქალაქიდან, სადაც ადგილობრივები დალესის გეგმის შესახებ კომენტარებს აკეთებენ

გადაცემა “ლაპარაკობს ჟურნალისტი – დალესის გეგმა”

“დალესის გეგმის” შესახებ გავრცელებულ კონსპირაციაზე “მითების დეტექტორი” ადრეც წერდა:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, საბჭოთა კავშირი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist